Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებს - 60 000, ეკლესიას - 100 000 ლარი ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტში
სკოლებს - 60 000, ეკლესიას - 100 000 ლარი ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტში

ქა­ლაქ ზუგ­დი­დის ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტით, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 40 ათა­სი ლა­რით შემ­ცირ­და და ის შე­ად­გენს 60 ათას ლარს. ხოლო ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის მშე­ნე­ბა­რე ტაძ­რის­თვის ასი ათა­სი ლარი გა­მო­ი­ყო.

პრო­ექ­ტში სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას მო­ქა­ლა­ქე­თა შე­ნიშ­ვნე­ბი მოჰ­ყვა.

"ეს თან­ხა ძა­ლი­ან მცი­რეა ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი 12 სკო­ლის­თვის. ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ზარ­დოს", - გა­ნა­ცხა­და მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა თეა გა­ბე­ლა­ი­ამ.

საკ­რე­ბუ­ლოს სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო სა­რე­ვი­ზიო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა ფარ­ცვა­ნი­ამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ სკო­ლა არ არის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ქვეშ მყო­ფი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

"ცოტა რთუ­ლია გა­ი­ღო თან­ხე­ბი სკო­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც არ გე­კუთ­ვნის. ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, თან­ხე­ბი მივ­მარ­თეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და შე­ვამ­ცი­რეთ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. თუ აქამ­დე ბავ­შვის კვე­ბა­ზე თვე­ში იხარ­ჯე­ბო­და 26 ლარი, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ის 30 ლარი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კახა ფარ­ცვა­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სკოლებს - 60 000, ეკლესიას - 100 000 ლარი ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტში

სკოლებს - 60 000, ეკლესიას - 100 000 ლარი ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტში

ქალაქ ზუგდიდის ახალი ბიუჯეტით, საჯარო სკოლების დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 40 ათასი ლარით შემცირდა და ის შეადგენს 60 ათას ლარს. ხოლო ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრისთვის ასი ათასი ლარი გამოიყო.

პროექტში საჯარო სკოლების დაფინანსების შემცირებას მოქალაქეთა შენიშვნები მოჰყვა.

"ეს თანხა ძალიან მცირეა ქალაქში არსებული 12 სკოლისთვის. ის აუცილებლად უნდა გაიზარდოს", - განაცხადა მე-9 საჯარო სკოლის დირექტორმა თეა გაბელაიამ.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ფარცვანიამ კი აღნიშნა, რომ სკოლა არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი დაწესებულება.

"ცოტა რთულია გაიღო თანხები სკოლებისთვის, რომელიც არ გეკუთვნის. ვინაიდან ჩვენი პრიორიტეტი არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაძლიერება, თანხები მივმართეთ ამ მიმართულებით და შევამცირეთ საჯარო სკოლების დაფინანსება. თუ აქამდე ბავშვის კვებაზე თვეში იხარჯებოდა 26 ლარი, მომავალი წლიდან ის 30 ლარი იქნება", - აღნიშნა კახა ფარცვანიამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა