საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანკიერებები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები პოპულარობისთვის იყენებენ
მანკიერებები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები პოპულარობისთვის იყენებენ

არ­სად წე­რია ზუს­ტი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, თუ რო­გო­რი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კო­სი, თუმ­ცა და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რაც პო­ლი­ტი­კოსს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი - ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოსს უნდა ჰქონ­დეს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა ნა­წი­ლის აზ­რით, ის უნა­რე­ბი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პო­ლი­ტი­კოსს ჰქონ­დეს, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს არ გა­აჩ­ნი­ათ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კო­სი რომ იყო, მხო­ლოდ ორი თვი­სე­ბა - ქა­რიზ­მა და პო­პუ­ლიზ­მია სა­ჭი­რო.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან დღეს ეს უნა­რე­ბია სა­ჭი­რო, თუმ­ცა ნამ­დვი­ლად არ არის სა­ჭი­რო სხვა ქვეყ­ნებ­ში. ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა იცი­ან ცი­ლის­წა­მე­ბა. რე­ა­ლუ­რად, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს ასა­ხა­ვენ.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერთი ცუდი თვი­სე­ბა აქვს - ძა­ლი­ან მალე ავი­წყდე­ბათ ხოლ­მე რა­ღა­ცე­ბი; სი­ტყვა­ზე, ერთი პო­ლი­ტი­კო­სი იტყვის აბ­სო­ლუ­ტურ სი­სუ­ლე­ლეს, მე­ო­რე დღეს ავი­წყდე­ბათ და პა­ტი­ო­ბენ ხოლ­მე. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­გიძ­ლია ილა­პა­რა­კო სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი, მა­ინც ყვე­ლას და­ა­ვი­წყდე­ბა", - ამ­ბობს შა­რა­შე­ნი­ძე.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის შემ­დეგ მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ:

"მათი აზ­რით, დე­ბა­ტებ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს თუ ვა­ჯო­ბებთ, ეს უკვე კარ­გია. ისი­ნი ხალ­ხზე ზე­გავ­ლე­ნას პო­პუ­ლის­ტურ ენა­ზე სა­უბ­რი­თა და სა­კუ­თა­რი სიძ­ლი­ე­რი­სა და წარ­მა­ტე­ბის ხაზ­გას­მით ცდი­ლო­ბენ.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, პო­ლი­ტი­კო­სი ხალ­ხს კონ­კრე­ტულ პლატ­ფორ­მა­სა და იდე­ებს უნდა სთა­ვა­ზობ­დეს და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზებს აც­ნობ­დეს. მე თუ გე­ტყვი, რომ გა­გი­ნა­ხევ­რებთ ბენ­ზი­ნის ფასს, ამით ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, რო­გორ გა­ვა­ნა­ხევ­რებ, არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, მორ­ჩა, დამ­თავ­რდა... და­პი­რე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბი, რო­გორც წესი, ჩვენ­თან არ ით­ქმის ხოლ­მე, ჩვენ­თან მხო­ლოდ და­პი­რე­ბე­ბი იცი­ან", - ამ­ბობს სპე­ცი­ა­ლის­ტი.

მისი თქმით, იმი­სათ­ვის, რომ დღეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლი­ტი­კოს­მა ხალ­ხის სიმ­პა­თია და მხარ­და­ჭე­რა და­იმ­სა­ხუ­როს, სამ პი­რო­ბას უნდა აკმყო­ფი­ლებ­დეს.

"ან ბევ­რი ფული უნდა გქონ­დეს ნა­შოვ­ნი, ან უნდა იყოს ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, ან წარ­მა­ტე­ბას უნდა მი­აღ­წიო პო­ლი­ტი­კა­ში შენი ქვეყ­ნის გა­რეთ, ანუ სამი მა­გა­ლი­თი - შე­ვარ­დნა­ძემ მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას პო­ლი­ტი­კა­ში თა­ვი­სი ქვეყ­ნის გა­რეთ, სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ძა­ლი­ან ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და ივა­ნიშ­ვილ­მა იშო­ვა ბევ­რი ფული.

მთა­ვა­რი, რაც პო­ლი­ტი­კოსს უნდა ჰქონ­დეს, არის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. არ უნდა იყ­ვნენ პრაგ­მა­ტუ­ლი ცი­ნი­კო­სე­ბი, რო­მელ­საც ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს და მზად არი­ან ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ფერს მო­ერ­გონ, უნდა იყოს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი - ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ გა­აჩ­ნი­ათ და რო­მელ­საც არ უნდა გა­დას­ცდნენ", - ამ­ბობს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის სკო­ლის დე­კა­ნი სერ­გი კა­პა­ნა­ძე.

მისი თქმით, კი­დევ ერთი უნა­რი, რო­მე­ლიც ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს უნდა ჰქონ­დეთ და არ აქვთ, არის მოქ­ნი­ლო­ბა, კერ­ძოდ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა, როცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა მხა­რე იყოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და არა მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე:

- მო­გე­ბა-წა­გე­ბის მენ­ტა­ლი­ტე­ტი, რო­გორც წესი, დათ­ვურ სამ­სა­ხურს უწევს ხოლ­მე ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს. ამას გარ­და, ბევრ პო­ლი­ტი­კოსს არ აქვს არც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის და არც თა­ვი­სი კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ხედ­ვა. ცალ­კე მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა გა­ნათ­ლე­ბას, აქ მხო­ლოდ დიპ­ლო­მის ქონა-არ­ქო­ნა არ იგუ­ლის­ხმე­ბა. ვგუ­ლის­ხმობ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას, იმ მარ­ტი­ვი უნა­რე­ბის ცოდ­ნას, რო­გო­რიც არის ზო­გა­დი უნა­რე­ბი, უცხო ენე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის ცოდ­ნა და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტი სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ი­კოჭ­ლებს ჩემს მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი უნა­რე­ბის ქო­ნის კუ­თხით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძალა.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­მე­ლია ის მან­კი­ე­რე­ბე­ბი, რა­საც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის იყე­ნე­ბენ?

- ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან. მარ­ტი­ვი ან­გა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რს არც ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს. ხში­რად მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­მოთ­ვლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დე­ბენ, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­თაც აზი­ა­ნებს და ქვე­ყა­ნა­საც. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა რაც აქვთ, არის ის, რომ არ გა­აჩ­ნი­ათ მო­მავ­ლის ხედ­ვა, ხში­რად მათი ხედ­ვა არის მხო­ლო და მხო­ლოდ ის, რომ რო­გორ­მე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სკა­მი და ამის­თვის მზად არი­ან მარ­ტო წარ­სულ­ზე ილა­პა­რა­კონ იმ ერ­თა­დერ­თი მო­ტი­ვით, რომ არა­ფე­რი მო­მა­ვალ­ზე სა­ლა­პა­რა­კო არ აქვთ. როცა ადა­მი­ანს სა­ლა­პა­რა­კო არ აქვს, მას ურ­ჩევ­ნია ვი­ღა­ცას რა­ღაც და­აბ­რა­ლოს და ისა­უბ­როს ამ ადა­მი­ან­ზე, თუ რო­გო­რი ცუდი იყო ადრე, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

- რო­მე­ლია ის პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს გა­მო­უ­მუ­შა­ვებს უნა­რებს, რომ კარგ პო­ლი­ტი­კო­სად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს?

-ეს არ არის მხო­ლოდ სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის მარ­თვა, ან მარ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და პო­ლი­ტო­ლო­გია. ზო­გა­დად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის­ტო­რი­კო­სიც და იუ­რის­ტიც, ანუ მარ­ტო ამ სფე­რო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს და არც კმა­რა.

- შე­ვა­და­როთ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­სავ­ლელ პო­ლი­ტი­კო­სებს...

- ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი, რაც ჩვენ­თან ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს აკ­ლი­ათ, არის ის, რომ არ იცი­ან გან­სხვა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კოს­სა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს შო­რის. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ქვე­ყა­ნა­ში. არ ეს­მით ის გან­სხვა­ვე­ბა, რომ თუ შენ ხარ პო­ლი­ტი­კო­სი, შენი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა, იბ­რძო­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ არ უნდა გქონ­დეს პრე­ტენ­ზია სა­ჯა­რო მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში ყოფ­ნა­ზე, იგი­ვე სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში. ეს უკვე აღ­რე­ვაა.

ბევ­რი პო­ლი­ტი­კით მი­დის სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ში და მერე ავი­წყდე­ბათ, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კი­დან მო­ვიდ­ნენ და არა­პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უნ­დათ ხოლ­მე დარ­ჩე­ნა. ხდე­ბა პი­რი­ქი­თაც, როცა სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბი­დან პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვე­ბენ და არ აქვთ იმის გა­გე­ბა და აღ­ქმა, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გახ­დნენ.

და­სავ­ლეთ­ში მკვეთ­რად არის გა­მიჯ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბია და არის კა­რი­ე­რუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ამ უკა­ნას­კნელს პო­ლი­ტი­კას­თან არ აქვს და მათ შო­რის კად­რე­ბის შე­რე­ვა არ ხდე­ბა ხოლ­მე, ამი­ტომ სის­ტე­მე­ბი არის ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რი, იც­ვლე­ბა ზედა ნა­წი­ლი, ანუ ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­რო, მაგ­რამ არ იც­ვლე­ბა სა­ჯა­რო სეგ­მენ­ტი.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მანკიერებები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები პოპულარობისთვის იყენებენ

მანკიერებები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები პოპულარობისთვის იყენებენ

არსად წერია ზუსტი კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი, თუმცა დასავლური გამოცდილებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგები და შესაბამისი სფეროს სპეციალისტები ცდილობენ ჩამოაყალიბონ ის კრიტერიუმები, რაც პოლიტიკოსს, ამ შემთხვევაში კი - ქართველ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ის უნარები, რაც აუცილებელია, რომ პოლიტიკოსს ჰქონდეს, ქართველ პოლიტიკოსებს არ გააჩნიათ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელის თორნიკე შარაშენიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკოსი რომ იყო, მხოლოდ ორი თვისება - ქარიზმა და პოპულიზმია საჭირო.

"სამწუხაროდ, ჩვენთან დღეს ეს უნარებია საჭირო, თუმცა ნამდვილად არ არის საჭირო სხვა ქვეყნებში. ქართველმა პოლიტიკოსებმა იციან ცილისწამება. რეალურად, პოლიტიკოსები საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნილებებს ასახავენ.

ჩვენს საზოგადოებას ერთი ცუდი თვისება აქვს - ძალიან მალე ავიწყდებათ ხოლმე რაღაცები; სიტყვაზე, ერთი პოლიტიკოსი იტყვის აბსოლუტურ სისულელეს, მეორე დღეს ავიწყდებათ და პატიობენ ხოლმე. საქართველოში შეგიძლია ილაპარაკო სისულელეები, მაინც ყველას დაავიწყდება", - ამბობს შარაშენიძე.

სპეციალისტის თქმით, ქართველი პოლიტიკოსები პოპულარობისთვის შემდეგ მეთოდებს იყენებენ:

"მათი აზრით, დებატებში მოწინააღმდეგეს თუ ვაჯობებთ, ეს უკვე კარგია. ისინი ხალხზე ზეგავლენას პოპულისტურ ენაზე საუბრითა და საკუთარი სიძლიერისა და წარმატების ხაზგასმით ცდილობენ.

სინამდვილეში, პოლიტიკოსი ხალხს კონკრეტულ პლატფორმასა და იდეებს უნდა სთავაზობდეს და მათი განხორციელების გზებს აცნობდეს. მე თუ გეტყვი, რომ გაგინახევრებთ ბენზინის ფასს, ამით ყველაფერი დამთავრდა, როგორ გავანახევრებ, არავის აინტერესებს, მორჩა, დამთავრდა... დაპირებების განხორციელების გზები, როგორც წესი, ჩვენთან არ ითქმის ხოლმე, ჩვენთან მხოლოდ დაპირებები იციან", - ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, იმისათვის, რომ დღეს ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკოსმა ხალხის სიმპათია და მხარდაჭერა დაიმსახუროს, სამ პირობას უნდა აკმყოფილებდეს.

"ან ბევრი ფული უნდა გქონდეს ნაშოვნი, ან უნდა იყოს ქარიზმატული, ან წარმატებას უნდა მიაღწიო პოლიტიკაში შენი ქვეყნის გარეთ, ანუ სამი მაგალითი - შევარდნაძემ მიაღწია წარმატებას პოლიტიკაში თავისი ქვეყნის გარეთ, სააკაშვილი იყო ძალიან ქარიზმატული და ივანიშვილმა იშოვა ბევრი ფული.

მთავარი, რაც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს, არის ღირებულებები. არ უნდა იყვნენ პრაგმატული ცინიკოსები, რომელსაც ღირებულებები არ აქვს და მზად არიან ყველა სიტუაციაში ყველაფერს მოერგონ, უნდა იყოს წითელი ხაზები - ღირებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ და რომელსაც არ უნდა გადასცდნენ", - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, კიდევ ერთი უნარი, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ და არ აქვთ, არის მოქნილობა, კერძოდ კომპრომისზე წასვლა, როცა შესაძლებელია, ყველა მხარე იყოს გამარჯვებული და არა მხოლოდ რომელიმე:

- მოგება-წაგების მენტალიტეტი, როგორც წესი, დათვურ სამსახურს უწევს ხოლმე ქართველ პოლიტიკოსებს. ამას გარდა, ბევრ პოლიტიკოსს არ აქვს არც ქვეყნის განვითარების და არც თავისი კონკრეტული პოლიტიკური მომავლის ხედვა. ცალკე მინდა ხაზი გავუსვა განათლებას, აქ მხოლოდ დიპლომის ქონა-არქონა არ იგულისხმება. ვგულისხმობ ზოგად განათლებას, იმ მარტივი უნარების ცოდნას, როგორიც არის ზოგადი უნარები, უცხო ენები, თანამედროვე ტექნოლოგიის ცოდნა და ა.შ. სამწუხაროდ, დღევანდელი პარლამენტი სერიოზულად მოიკოჭლებს ჩემს მიერ ჩამოთვლილი უნარების ქონის კუთხით, განსაკუთრებით სახელისუფლებო ძალა.

- თქვენი აზრით, რომელია ის მანკიერებები, რასაც ქართველი პოლიტიკოსები პოპულარობისთვის იყენებენ?

- ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. მარტივი ანგარებიდან გამომდინარე ბევრს არც ღირებულებები აქვს. ხშირად მოკლევადიანი გამოთვლებიდან გამომდინარე მოქმედებენ, რაც საერთო ჯამში, მათაც აზიანებს და ქვეყანასაც. ყველაზე დიდი პრობლემა რაც აქვთ, არის ის, რომ არ გააჩნიათ მომავლის ხედვა, ხშირად მათი ხედვა არის მხოლო და მხოლოდ ის, რომ როგორმე შეინარჩუნონ სკამი და ამისთვის მზად არიან მარტო წარსულზე ილაპარაკონ იმ ერთადერთი მოტივით, რომ არაფერი მომავალზე სალაპარაკო არ აქვთ. როცა ადამიანს სალაპარაკო არ აქვს, მას ურჩევნია ვიღაცას რაღაც დააბრალოს და ისაუბროს ამ ადამიანზე, თუ როგორი ცუდი იყო ადრე, სამწუხაროდ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

- რომელია ის პროფესიები, რომელიც ადამიანს გამოუმუშავებს უნარებს, რომ კარგ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს?

-ეს არ არის მხოლოდ საჯარო სამსახურის მართვა, ან მარტო საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტოლოგია. ზოგადად, უმაღლესი განათლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, კარგი პოლიტიკოსი შეიძლება გახდეს ისტორიკოსიც და იურისტიც, ანუ მარტო ამ სფეროში მიღებული განათლება არ არსებობს და არც კმარა.

- შევადაროთ ქართველი პოლიტიკოსები დასავლელ პოლიტიკოსებს...

- ერთადერთი მთავარი განმასხვავებელი, რაც ჩვენთან ქართველ პოლიტიკოსებს აკლიათ, არის ის, რომ არ იციან განსხვავება პოლიტიკოსსა და საჯარო მოხელეს შორის. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. არ ესმით ის განსხვავება, რომ თუ შენ ხარ პოლიტიკოსი, შენი მთავარი ამოცანაა პოლიტიკური თანამდებობა, იბრძოლო ძალაუფლებისთვის, მაგრამ არ უნდა გქონდეს პრეტენზია საჯარო მართვის ინსტიტუტებში ყოფნაზე, იგივე სამინისტროებში. ეს უკვე აღრევაა.

ბევრი პოლიტიკით მიდის საჯარო მმართველობაში და მერე ავიწყდებათ, რომ ისინი პოლიტიკიდან მოვიდნენ და არაპოლიტიკურ თანამდებობაზე უნდათ ხოლმე დარჩენა. ხდება პირიქითაც, როცა საჯარო მმართველობიდან პოლიტიკურ თანამდებობას იკავებენ და არ აქვთ იმის გაგება და აღქმა, რომ ისინი ნამდვილად პოლიტიკოსები გახდნენ.

დასავლეთში მკვეთრად არის გამიჯნული თანამდებობები, რომელიც პოლიტიკური თანამდებობებია და არის კარიერული თანამდებობები, არანაირი კავშირი ამ უკანასკნელს პოლიტიკასთან არ აქვს და მათ შორის კადრების შერევა არ ხდება ხოლმე, ამიტომ სისტემები არის ძალიან სტაბილური, იცვლება ზედა ნაწილი, ანუ ძალაუფლების წყარო, მაგრამ არ იცვლება საჯარო სეგმენტი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის და სახლშია... მთელი ეს დღეები აქციებზე იყო" - გიორგი ბარამიძე

იან კელი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს - "როგორ შეიძლება მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს რუსულ ოკუპაციას?"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"