სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც იმ რაიონში სწავლობს, სადაც სპეცოპერაციისას შაჰიდმა ქალმა თავი აიფეთქა
"სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც იმ რაიონში სწავლობს, სადაც სპეცოპერაციისას შაჰიდმა ქალმა თავი აიფეთქა

სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში, სენ-დე­ნის რა­ი­ონ­ში ჩა­ტარ­და, პა­რი­ზის 13 ნო­ემ­ბრის ტე­რა­ტ­ქე­ბის სე­რი­ის სა­ვა­რა­უ­დო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის აბ­დელ­ჰა­მიდ აბა­უ­დის და­კა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. (იხი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე)

პა­რიზ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით ქარ­თვე­ლი სტუ­დენტს ანა ცი­ცაგს, რო­მე­ლიც სენ დე­ნი­ში სწავ­ლობს.

- მა­გის­ტრა­ტუ­რის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ, დღე­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვგეგ­მავ­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წას­ვლას, მაგ­რამ დი­ლი­დან­ვე სტუ­დენ­ტებ­მა და­ი­წყეს ერ­თმა­ნე­თის გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ სენ-დე­ნი­ში რა­ღაც ხდე­ბო­და და არ წავ­სუ­ლი­ყა­ვით. თა­ვა­და­პირ­ვე­ლად შე­ნიშ­ნეს ტრან­სპორ­ტის პრობ­ლე­მა, შემ­დეგ უკვე ინ­ფორ­მა­ცი­აც გაჩ­ნდა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­ლე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის გვერ­დზეც და­ი­წე­რა ინ­ფორ­მა­ცია სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. დღეს, სა­ვა­რუ­დოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კე­ტი­ლი არ არის იმის გამო, რომ ვინც გა­სუ­ლია სახ­ლი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­სას­ვლე­ლად, მო­ა­ხერ­ხოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეს­ვლა და ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩეს. ამ ეტაპ­ზე სენ დე­ნის ქუ­ჩებ­ში გას­ვლა ისევ სა­ხი­ფა­თოა.

- რო­გო­რი ვი­თა­რე­ბა იყო გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სენ დე­ნი­ში?

- ორ­შა­ბათს და სამ­შა­ბათს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ტუ­ა­ცია იყო. სტუ­დენ­ტე­ბი მძი­მე შა­ბათ-კვი­რის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ბევ­რი მუ­სულ­მა­ნი ჯგუ­ფე­ლი მყავს, რომ­ლე­ბიც გმო­ბენ ჯი­ჰა­დის­ტე­ბის ქმე­დე­ბებს. ახლა უფრო გა­ცი­ლე­ბით ერ­თსუ­ლო­ვა­ნია მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვიდ­რე "შარ­ლი ებ­დო­ზე" თავ­დას­ხმის დროს იყო...

- მათ მი­მართ აგ­რე­სია არ ყო­ფი­ლა?

- ერ­თმა­ნე­თის აზ­რებს და შე­ხე­დუ­ლე­ბებს პა­ტივს ვცემთ, ისე­ვე რო­გორც ერ­თმა­ნე­თის რე­ლი­გი­ას. აქ, საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლას ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად კო­რექ­ტუ­ლი იყოს. პა­რას­კე­ვის ტე­რაქ­ტის შემ­დეგ ვე­რა­ვის ნა­ხავ­დით, ვინც აგ­რე­სი­ულ კო­მენ­ტარს აკე­თებ­და. არც ტე­ლე­ვი­ზი­ით და არც ჩემ გარ­შე­მო მსგავ­სი რამ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. არ­სად მსმე­ნია აგ­რე­სია მუ­სულ­მა­ნე­ბის მი­მართ. ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ზე, რა­ზეც ხელი არ მი­მიწ­ვდე­ბა, ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც იმ რაიონში სწავლობს, სადაც სპეცოპერაციისას შაჰიდმა ქალმა თავი აიფეთქა

"სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც იმ რაიონში სწავლობს, სადაც სპეცოპერაციისას შაჰიდმა ქალმა თავი აიფეთქა

სპეცოპერაცია, რომელიც პარიზში, სენ-დენის რაიონში ჩატარდა, პარიზის 13 ნოემბრის ტერატქების სერიის სავარაუდო ორგანიზატორის აბდელჰამიდ აბაუდის დაკავებას ემსახურებოდა. (იხილეთ ყველაფერი სპეცოპერაციაზე)

პარიზში დავუკავშირდით ქართველი სტუდენტს ანა ციცაგს, რომელიც სენ დენიში სწავლობს.

- მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ვარ, დღესაც ჩვეულებრივ ვგეგმავდი უნივერსიტეტში წასვლას, მაგრამ დილიდანვე სტუდენტებმა დაიწყეს ერთმანეთის გაფრთხილება, რომ სენ-დენიში რაღაც ხდებოდა და არ წავსულიყავით. თავადაპირველად შენიშნეს ტრანსპორტის პრობლემა, შემდეგ უკვე ინფორმაციაც გაჩნდა, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. მალევე უნივერსიტეტის გვერდზეც დაიწერა ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ. დღეს, სავარუდოდ, უნივერსიტეტში ლექციები არ ჩატარდება, მაგრამ ოფიციალურად დაკეტილი არ არის იმის გამო, რომ ვინც გასულია სახლიდან უნივერსიტეტში მისასვლელად, მოახერხოს უნივერსიტეტში შესვლა და ქუჩაში არ დარჩეს. ამ ეტაპზე სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა.

- როგორი ვითარება იყო გასული დღეების განმავლობაში სენ დენიში?

- ორშაბათს და სამშაბათს ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. სტუდენტები მძიმე შაბათ-კვირის შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს შეხედულებებს. ბევრი მუსულმანი ჯგუფელი მყავს, რომლებიც გმობენ ჯიჰადისტების ქმედებებს. ახლა უფრო გაცილებით ერთსულოვანია მათი დამოკიდებულება, ვიდრე "შარლი ებდოზე" თავდასხმის დროს იყო...

- მათ მიმართ აგრესია არ ყოფილა?

- ერთმანეთის აზრებს და შეხედულებებს პატივს ვცემთ, ისევე როგორც ერთმანეთის რელიგიას. აქ, საფრანგეთში ყველას ვალდებულებაა, რომ პოლიტიკურად კორექტული იყოს. პარასკევის ტერაქტის შემდეგ ვერავის ნახავდით, ვინც აგრესიულ კომენტარს აკეთებდა. არც ტელევიზიით და არც ჩემ გარშემო მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. არსად მსმენია აგრესია მუსულმანების მიმართ. ერთეულ შემთხვევებზე, რაზეც ხელი არ მიმიწვდება, ვერაფერს ვიტყვი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია