პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თარხან ბათირაშვილის თემა კვლავ აქტუალური გახდა" - რა ხდება პანკისის ხეობაში?!
"თარხან ბათირაშვილის თემა კვლავ აქტუალური გახდა" - რა ხდება პანკისის ხეობაში?!

ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ საფ­რან­გეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბის სე­რი­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ალა­პა­რაკ­დნენ იმ საფრ­თხე­ებ­ზე, რაც შე­საძ­ლოა ქვე­ყა­ნას ამ თვალ­საზ­რი­სით ემუქ­რე­ბო­დეს და რა­ზეც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექ­სპერ­ტე­ბი უკვე კარ­გა ხა­ნია მი­უ­თი­თე­ბენ. ეს თემა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მას შემ­დეგ გახ­და, რაც სი­რი­ა­სა და ერაყ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ახალ­გაზ­რდე­ბის წას­ვლა გახ­შირ­და. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის გაყ­ვა­ნა ყვე­ლა­ზე ხში­რად პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან და აჭა­რი­დან ხდე­ბა.

ტე­რო­რიზ­მის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ბად­რი ნა­ჭყე­ბი­ამ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან გა­ნა­ცხა­და: "ტე­რო­რის­ტე­ბი ჩვენ­თან უკვე არი­ან, იდე­ო­ლო­გია არ­სე­ბობს და სულ უფრო იკი­დებს ფეხს. ამას მხო­ლოდ ასან­თის გაკ­ვრა სჭირ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მჭიდ­როდ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ რუ­სე­თის, თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და ირა­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან. ეს უნდა იყოს ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი. დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს - ჩვე­ნის­თა­ნა ქვე­ყა­ნა შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ტე­რაქ­ტმაც კი კო­ლაფსში ჩა­აგ­დოს".

მა­შინ, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მოხ­ვედ­რის გზე­ბის შეს­წავ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ირ­კვე­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი­ად შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოქ­მე­დე­ბენ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ვებგ­ვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სი­ახ­ლე­ებს, ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­სა და მათ შე­სა­ხებ სხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა­დას­ხვა ენებ­ზე, მათ შო­რის ქარ­თუ­ლა­დაც ავ­რცე­ლე­ბენ, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის პირ­და­პირ სა­ტყუ­ა­რაა...

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერთ-ერთ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან გვერდს ინ­ტერ­ნეტ­ში 30 ათა­სამ­დე მნახ­ვე­ლი ჰყავს და ეს რი­ცხვი სწრა­ფად იზ­რდე­ბა. ერთ-ერთი და­ხუ­რუ­ლი ჯგუ­ფი კი, სა­დაც ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი, ტე­რაქ­ტე­ბის და სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი და მათი მო­გო­ნე­ბე­ბია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, 2 000–მდე წევ­რს აერ­თი­ა­ნებს. ჯგუფ­ში ძი­რი­თა­დად პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, ქვე­მო ქარ­თლსა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მუ­სულ­მა­ნე­ბი არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი...

პროგ­რა­მის­ტე­ბის თქმით, "ის­ლა­მის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დი უცხო­ურ სერ­ვერ­ზეა ატ­ვირ­თუ­ლი, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ჰყავს.

გაგ­რძე­ლე­ბა

"თარხან ბათირაშვილის თემა კვლავ აქტუალური გახდა" - რა ხდება პანკისის ხეობაში?!

"თარხან ბათირაშვილის თემა კვლავ აქტუალური გახდა" - რა ხდება პანკისის ხეობაში?!

ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამისტური სახელმწიფოს" მიერ საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების სერიის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა ქვეყანას ამ თვალსაზრისით ემუქრებოდეს და რაზეც ჩვენს საზოგადოებას ექსპერტები უკვე კარგა ხანია მიუთითებენ. ეს თემა საქართველოში განსაკუთრებულად აქტუალური, მას შემდეგ გახდა, რაც სირიასა და ერაყში საქართველოდან ახალგაზრდების წასვლა გახშირდა. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებით ახალგაზრდების გაყვანა ყველაზე ხშირად პანკისის ხეობიდან და აჭარიდან ხდება.

ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორმა ბადრი ნაჭყებიამ "კვირის პალიტრასთან განაცხადა: "ტერორისტები ჩვენთან უკვე არიან, იდეოლოგია არსებობს და სულ უფრო იკიდებს ფეხს. ამას მხოლოდ ასანთის გაკვრა სჭირდება. აუცილებელია, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის სპეცსამსახურებთან. ეს უნდა იყოს ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი. დიდი სიფრთხილე გვმართებს - ჩვენისთანა ქვეყანა შეიძლება ერთმა ტერაქტმაც კი კოლაფსში ჩააგდოს".

მაშინ, როდესაც სპეციალისტები "ისლამურ სახელმწიფოში" საქართველოს მოქალაქეების მოხვედრის გზების შესწავლის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, ირკვევა, რომ საქართველოში სრულიად შეუფერხებლად მოქმედებენ პროპაგანდისტული ვებგვერდები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" სიახლეებს, ფოტო და ვიდეომასალებსა და მათ შესახებ სხვა ტიპის ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე, მათ შორის ქართულადაც ავრცელებენ, "ისლამური სახელმწიფოს" ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები დაბალი ცნობიერებისა და სამოქალაქო განათლების მქონე ადამიანისთვის პირდაპირ სატყუარაა...

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ქართულენოვან გვერდს ინტერნეტში 30 ათასამდე მნახველი ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. ერთ-ერთი დახურული ჯგუფი კი, სადაც ტერორისტული დაჯგუფების სიახლეები, ტერაქტების და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ფოტოები და მათი მოგონებებია გამოქვეყნებული, 2 000–მდე წევრს აერთიანებს. ჯგუფში ძირითადად პანკისის ხეობაში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონებში მცხოვრები მუსულმანები არიან გაწევრიანებული...

პროგრამისტების თქმით, "ისლამისტური სახელმწიფოს" ინტერნეტგვერდი უცხოურ სერვერზეა ატვირთული, მაგრამ ქართველი ადმინისტრატორი ჰყავს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია