პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხებს საჭიროებს თბილისში უბნის მაღაზიის გახსნა და რა მოგება მოაქვს მას
რა თანხებს საჭიროებს თბილისში უბნის მაღაზიის გახსნა და რა მოგება მოაქვს მას

სა­ქარ­თვე­ლო­ში უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი წლე­ბია, ოჯა­ხის რჩე­ნის ერთ-ერთ აპ­რო­ბი­რე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვლე­ბა. ამ ტი­პის მა­ღა­ზი­ის გახ­სნა მარ­ტი­ვია, შე­და­რე­ბით მცი­რე და­ნა­ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს, თუმ­ცა შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც თა­ვად მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ნაკ­ლე­ბად მომ­გე­ბი­ა­ნი­ცაა.

დღე­ვან­დელ დღეს, როცა მსხვი­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის რი­ცხვი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი მათ ჩრდილ­ქვეშ, მაგ­რამ მა­ინც მუ­შა­ო­ბენ. რა სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლია სა­ჭი­რო ამ ტი­პის მა­ღა­ზი­ის გა­სახ­სნე­ლად, რამ­დე­ნად შე­მო­სავ­ლი­ა­ნია, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს გა­მო­უც­დელ­მა ადა­მი­ან­მა, როცა უბ­ნის მა­ღა­ზი­ის გახ­სნას გა­და­წყვეტს. ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბას AMBEBI.GE თა­ვად მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბის­გან და მე­ნე­ჯე­რე­ბის­გან შე­ე­ცა­და.

ხვი­ჩა ჯან­ჯა­ლაშ­ვი­ლი პარტნი­ორ­თან ერ­თად 8 წე­ლია სან­ზო­ნა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი უბ­ნის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლია. მისი თქმით, ამ ტი­პის მა­ღა­ზი­ის შე­მო­სა­ვა­ლი ბუ­ნებ­რი­ვა­დაა მიბ­მუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე.

"ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­სა­ხე­ბა მა­ღა­ზი­ის მო­გე­ბა­ზე. ჩათ­ვა­ლეთ, რომ უბ­ნის პრობ­ლე­მე­ბი თქვენს ზურ­გზე გა­და­დის. ვი­ღა­ცის ხელ­ფასს აგ­ვი­ან­დე­ბა, ვი­ღა­ცას სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ახ­ლო­ბე­ლი ფულს ვე­ღარ უგ­ზავ­ნის. ყვე­ლა ფაქ­ტო­რი - და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს ამ ბიზ­ნეს­ზე, რად­გან ძა­ლი­ან სწრა­ფად რე­ა­გი­რებს იმ­პულ­სებ­ზე."

რაც შე­ე­ხე­ბა სა­წყის კა­პი­ტალს, მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე ამ­ბობს, რომ წლე­ბის წინ მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია, დღე­ვან­დელ დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 35-40 ათა­სი ლა­რის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და. მისი თქმით, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პირ­ვე­ლი სამი წე­ლია, ამ დროს ხდე­ბა ერ­თგვა­რი შე­გუ­ე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­სა და მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელს, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს შო­რის.

"უბ­ნის მა­ღა­ზი­ის კარ­გად მუ­შა­ო­ბის­თვის ტე­რი­ტო­რი­ას აქვს ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ხალ­ხმრა­ვალ ად­გილს, თა­ვის­თა­ვად უფრო ძვი­რად აქი­რა­ვე­ბენ და ყი­დი­ან მფლო­ბე­ლე­ბი, მე­ო­რე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მო­მენ­ტია გარ­შე­მო მდე­ბა­რე სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. თუ ირ­გვლივ ასე­თი პუნ­ქტი ბევ­რია, ეს თქვე­ნი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. როცა უბ­ნის მა­ღა­ზი­ის გახ­სნა­ზე ფიქ­რს ვი­წყებთ, მსგავ­სი გათ­ვლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ.

სულ წინსვლა­ზე უნდა იფიქ­რო და ერთ ად­გი­ლას არა­სო­დეს არ უნდა გა­ჩერ­დე. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ უბ­ნის მა­ღა­ზი­ის მო­გე­ბა და­ბალ პრო­ცენტზეა გათ­ვლი­ლი, ყვე­ლა­ზე ბევ­რი 15%, ყვე­ლა­ზე მცი­რე კი 8-დან 10 %-მდეა. მა­ღა­ზია ხში­რად ნი­სი­ებ­ზეც მუ­შა­ობს, და­სა­წყის­ში ეს აზა­რა­ლებს მცი­რე ბიზ­ნესს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში, როცა უკვე კარ­გად იცი, ვინ რო­გო­რი გა­დამ­ხდე­ლია, ვის უნდა ენდო და ვის არა, ნი­სია ხში­რად ერ­თა­დერ­თი ჯაჭ­ვია, რაც ასეთ მა­ღალ­კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში, მომ­ხმა­რე­ბელს აკა­ვებს. მა­ღა­ზია სულ ითხოვს ფულს და ყუ­რა­დღე­ბას. თუ იქ ხში­რად არ ხარ, ჩათ­ვა­ლე რომ ძა­ლი­ან მალე გა­კოტ­რდე­ბი!",- აღ­ნიშ­ნავს ხვი­ჩა ჯან­ჯა­ლაშ­ვი­ლი.

ეკა დე­სა­ძე ვარ­კე­თილ­ში, თრი­ა­ლე­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლია. მისი მა­ღა­ზია 20 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. ეკას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფარ­თი და­ახ­ლო­ე­ბით 15 000 დო­ლა­რი ღირს.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტარს და სურ­სათს, რომ­ლი­თაც მა­ღა­ზია უნდა შე­ავ­სო, დღეს ამ ყვე­ლაფ­რის­თვის 10-15 ათა­სი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. მა­ღა­ზი­ას ბევ­რი ხარ­ჯი აქვს. ბუ­ღალ­ტე­რია, გა­და­სა­ხა­დე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რი წვრილ­მა­ნე­ბი... სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­დის, რომ მო­გე­ბა ათას ლარს ვერ სცდე­ბა. გა­რე­უ­ბან­ში მით უმე­ტეს, ფულს ბრუნ­ვა არ აქვს. რომ იტყვი­ან, პურს ამით ვჭამთ და თავს ვირ­ჩენთ. ასე­ვე უნდა ით­ქვას, რომ ჩვენ­სკენ ფასი უფრო მუ­შა­ობს, ვიდ­რე ხა­რის­ხი და ბრენ­დი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ არ შე­მო­ვი­ტა­ნო ისე­თი პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც ვთქვათ, ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში კარ­გად იყი­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თან მო­თხოვ­ნა არ არის და ძნე­ლად საღ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ეკა დე­სა­ძე.

მა­რი­ამ მურ­ა­ჩაშ­ვი­ლი გახ­სნის დღი­დან, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მე­ნე­ჯე­რია.

"მა­ღა­ზია ნა­ქი­რა­ვე­ბი გვაქვს და ყო­ველ თვე­ში 1000 დო­ლარს ვიხ­დით, სა­მუ­შაო ფარ­თი 83 კვად­რა­ტუ­ლია. ასე­თი მა­ღა­ზი­ის­თვის სა­ჭი­რო სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 ლა­რია. ფას­ში, რა თქმა უნდა, არ შე­დის ფარ­თის შეს­ყიდ­ვა; სა­მა­ცივ­რე და­ნად­გა­რე­ბი, რე­მონ­ტი, პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­ტა­ნა, დახ­ლე­ბის შევ­სე­ბა კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია."

მისი თქმით, უბ­ნის მა­ღა­ზია თა­ვის რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა და იშ­ვი­ა­თად, მხო­ლოდ სა­დღე­სას­წა­უ­ლო პე­რი­ოდ­ში გა­დის მა­ღალ მო­გე­ბა­ზე.

"დიდ მო­გე­ბა­ზე გას­ვლა და მო­მა­ვალ­ში რა­ი­მე კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბის გა­კე­თე­ბა, უბ­ნის მა­ღა­ზი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით, გა­მო­რი­ცხუ­ლია. მო­გე­ბა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ არ­ჩი­ნო შენი ოჯა­ხი, ხელ­ფა­სე­ბი გა­და­უ­ხა­დო პერ­სო­ნალს და გა­და­ი­ხა­დო ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი.

რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მუ­შა­ობს და იყი­დე­ბა უბ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში, ესაა ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა მათ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩვენ­ნა­ირ­მა მა­ღა­ზი­ამ მო­გე­ბის დიდი მარ­ჟა და­ა­წე­სოს. თამ­ბა­ქო 10%-იან, პური 5%-იან, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი 12%-იან, ზეთი კი 8%-იან მო­გე­ბა­ზე მუ­შა­ობს. სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი 15-20%-ზეა გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ გა­ყიდ­ვა­დი არ არის და ყო­ველ­დღი­უ­რი ბრუნ­ვა არ აქვს. ყვე­ლა ხარ­ჯის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მა­ღა­ზი­ის წლი­უ­რი მო­გე­ბა 8-დან 10 პრო­ცენ­ტამ­დეა",- აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ მურ­ა­ჩაშ­ვილ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უბ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის მო­გე­ბა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, არც ისე დი­დია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ამ ტი­პის მცი­რე ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბა და მო­მა­ვალ­ში მისი გან­ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით რე­ა­ლის­ტუ­რია. ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ჭკვი­ა­ნურ და საქ­მი­ან გათ­ვლებს, სა­კუ­თარ ალ­ღო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ა­კე­თებს, უბ­ნის მა­ღა­ზია დიდი ბიზ­ნე­სის სა­წყის ეტა­პად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა თანხებს საჭიროებს თბილისში უბნის მაღაზიის გახსნა და რა მოგება მოაქვს მას

რა თანხებს საჭიროებს თბილისში უბნის მაღაზიის გახსნა და რა მოგება მოაქვს მას

საქართველოში უბნის მაღაზიებიდან მიღებული შემოსავალი წლებია, ოჯახის რჩენის ერთ-ერთ აპრობირებულ საშუალებად ითვლება. ამ ტიპის მაღაზიის გახსნა მარტივია, შედარებით მცირე დანახარჯებს მოითხოვს, თუმცა შესაბამისად, როგორც თავად მაღაზიის მფლობელები აღნიშნავენ, ნაკლებად მომგებიანიცაა.

დღევანდელ დღეს, როცა მსხვილი სუპერმარკეტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უბნის მაღაზიები მათ ჩრდილქვეშ, მაგრამ მაინც მუშაობენ. რა საწყისი კაპიტალია საჭირო ამ ტიპის მაღაზიის გასახსნელად, რამდენად შემოსავლიანია, რა უნდა გაითვალისწინოს გამოუცდელმა ადამიანმა, როცა უბნის მაღაზიის გახსნას გადაწყვეტს. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების მიღებას AMBEBI.GE თავად მაღაზიის მფლობელებისგან და მენეჯერებისგან შეეცადა.

ხვიჩა ჯანჯალაშვილი პარტნიორთან ერთად 8 წელია სანზონაში მდებარე ერთ-ერთი უბნის მაღაზიის მფლობელია. მისი თქმით, ამ ტიპის მაღაზიის შემოსავალი ბუნებრივადაა მიბმული ადგილობრივების ფინანსურ შესაძლებლობებზე.

"ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად აისახება მაღაზიის მოგებაზე. ჩათვალეთ, რომ უბნის პრობლემები თქვენს ზურგზე გადადის. ვიღაცის ხელფასს აგვიანდება, ვიღაცას საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობელი ფულს ვეღარ უგზავნის. ყველა ფაქტორი - დადებითი თუ უარყოფითი შესაბამისად მოქმედებს ამ ბიზნესზე, რადგან ძალიან სწრაფად რეაგირებს იმპულსებზე."

რაც შეეხება საწყის კაპიტალს, მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ წლების წინ მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია, დღევანდელ დღეს დაახლოებით 35-40 ათასი ლარის ტოლფასი იქნებოდა. მისი თქმით, ყველაზე რთული პირველი სამი წელია, ამ დროს ხდება ერთგვარი შეგუება მომხმარებელსა და მაღაზიის მფლობელს, მომსახურე პერსონალს შორის.

"უბნის მაღაზიის კარგად მუშაობისთვის ტერიტორიას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, ხალხმრავალ ადგილს, თავისთავად უფრო ძვირად აქირავებენ და ყიდიან მფლობელები, მეორე გასათვალისწინებელი მომენტია გარშემო მდებარე სხვადასხვა დანიშნულების მქონე კომერციული ფართების რაოდენობა. თუ ირგვლივ ასეთი პუნქტი ბევრია, ეს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. როცა უბნის მაღაზიის გახსნაზე ფიქრს ვიწყებთ, მსგავსი გათვლები აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.

სულ წინსვლაზე უნდა იფიქრო და ერთ ადგილას არასოდეს არ უნდა გაჩერდე. უნდა აღვნიშნო, რომ უბნის მაღაზიის მოგება დაბალ პროცენტზეა გათვლილი, ყველაზე ბევრი 15%, ყველაზე მცირე კი 8-დან 10 %-მდეა. მაღაზია ხშირად ნისიებზეც მუშაობს, დასაწყისში ეს აზარალებს მცირე ბიზნესს, მაგრამ მომავალში, როცა უკვე კარგად იცი, ვინ როგორი გადამხდელია, ვის უნდა ენდო და ვის არა, ნისია ხშირად ერთადერთი ჯაჭვია, რაც ასეთ მაღალკონკურენტულ გარემოში, მომხმარებელს აკავებს. მაღაზია სულ ითხოვს ფულს და ყურადღებას. თუ იქ ხშირად არ ხარ, ჩათვალე რომ ძალიან მალე გაკოტრდები!",- აღნიშნავს ხვიჩა ჯანჯალაშვილი.

ეკა დესაძე ვარკეთილში, თრიალეთის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის მფლობელია. მისი მაღაზია 20 კვადრატული მეტრია. ეკას თქმით, აღნიშნული ფართი დაახლოებით 15 000 დოლარი ღირს.

"რაც შეეხება საჭირო ინვენტარს და სურსათს, რომლითაც მაღაზია უნდა შეავსო, დღეს ამ ყველაფრისთვის 10-15 ათასი უნდა გაითვალისწინო. მაღაზიას ბევრი ხარჯი აქვს. ბუღალტერია, გადასახადები, ყოველდღიური წვრილმანები... საბოლოოდ გამოდის, რომ მოგება ათას ლარს ვერ სცდება. გარეუბანში მით უმეტეს, ფულს ბრუნვა არ აქვს. რომ იტყვიან, პურს ამით ვჭამთ და თავს ვირჩენთ. ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენსკენ ფასი უფრო მუშაობს, ვიდრე ხარისხი და ბრენდი. ყოველთვის ვცდილობ არ შემოვიტანო ისეთი პროდუქცია, რომელიც ვთქვათ, ცენტრალურ უბნებში კარგად იყიდება, მაგრამ ჩვენთან მოთხოვნა არ არის და ძნელად საღდება", - აღნიშნავს ეკა დესაძე.

მარიამ მურაჩაშვილი გახსნის დღიდან, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერია.

"მაღაზია ნაქირავები გვაქვს და ყოველ თვეში 1000 დოლარს ვიხდით, სამუშაო ფართი 83 კვადრატულია. ასეთი მაღაზიისთვის საჭირო საწყისი კაპიტალი დაახლოებით 100 000 ლარია. ფასში, რა თქმა უნდა, არ შედის  ფართის შესყიდვა; სამაცივრე დანადგარები, რემონტი, პროდუქციის შემოტანა, დახლების შევსება კი გათვალისწინებულია."

მისი თქმით, უბნის მაღაზია თავის რჩენის საშუალებაა და იშვიათად, მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდში გადის მაღალ მოგებაზე.

"დიდ მოგებაზე გასვლა და მომავალში რაიმე კაპიტალდაბანდების გაკეთება, უბნის მაღაზიიდან მიღებული შემოსავლით, გამორიცხულია. მოგება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ არჩინო შენი ოჯახი, ხელფასები გადაუხადო პერსონალს და გადაიხადო ყოველთვიური გადასახადები.

რაც ყველაზე მეტად მუშაობს და იყიდება უბნის მაღაზიაში, ესაა ყოველდღიური მოხმარების საშუალებები, თუმცა მათზე შეუძლებელია ჩვენნაირმა მაღაზიამ მოგების დიდი მარჟა დააწესოს. თამბაქო 10%-იან, პური 5%-იან, მინერალური წყალი 12%-იან, ზეთი კი 8%-იან მოგებაზე მუშაობს. სპირტიანი სასმელები 15-20%-ზეა გათვლილი, მაგრამ გაყიდვადი არ არის და ყოველდღიური ბრუნვა არ აქვს. ყველა ხარჯის გათვალისწინებით, მაღაზიის წლიური მოგება 8-დან 10 პროცენტამდეა",- აღნიშნა მარიამ მურაჩაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ უბნის მაღაზიების მოგება, როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდია, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის მცირე ბიზნესის წამოწყება და მომავალში მისი განვითარება გაცილებით რეალისტურია. ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჭკვიანურ და საქმიან გათვლებს, საკუთარ ალღოზე დაყრდნობით გააკეთებს, უბნის მაღაზია დიდი ბიზნესის საწყის ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია