მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები
ცნობილი ქართველების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები

ალ­კოჰო­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ქა­ლე­ბიც არ ერი­დე­ბი­ან. "ambebi.ge" ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­უ­კავ­შირ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი არ უყ­ვართ და უპი­რა­ტე­სო­ბას ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას ანი­ჭე­ბენ. რო­მე­ლია მათი საყ­ვა­რე­ლი სას­მე­ლი, ამის შე­სა­ხებ მათ­გან შე­ი­ტყობთ.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი

"სკო­ლის ბან­კეტ­ზე იმ­დე­ნი დავ­ლიე, რომ ორი დღე ვერ ვდგე­ბო­დი სა­წო­ლი­დან"

სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარს ალ­კოჰო­ლი. იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვარ გა­სარ­თო­ბად, თბი­ლის­ში თით­ქმის არ დავ­დი­ვარ კლუ­ბებ­ში. თუ წა­ვე­დი, ორ ჭიქა კარგ შამ­პა­ნურს ან მო­ხი­ტოს ვსვამ. თუ 100 გრა­მი ვის­კი დავ­ლიე, ვა­ზა­ვებ ბევ­რი წვე­ნით. კარ­გი თვი­სე­ბა მაქვს, ვიცი ჩემი დოზა, რამ­დე­ნი უნდა დავ­ლიო. სკო­ლის ბან­კეტ­ზე იმ­დე­ნი დავ­ლიე, რომ ორი დღე ვერ ვდგე­ბო­დი სა­წო­ლი­დან, ბან­კეტ­ზე ჩუ­მად წა­ვე­დი, ხნა და­ვი­დე თავ­ზე და სახ­ლში ძა­ლი­ან მთვრა­ლი მო­ვე­დი, ეს იყო მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა და მას შემ­დეგ ვიცი ჩემი დოზა. არ მომ­წონს მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა თავს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ. როცა სტრე­სი მაქვს და დათ­რგუ­ნუ­ლი ვარ, სახ­ლში ვსვამ ცოტა წი­თელ ღვი­ნოს.

იუნა შა­ფა­თა­ვა

"ალ­კოჰო­ლი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გახ­და ჩემ­თვის"

ადრე ვსვამ­დი ღონსძი­ე­ბებ­ზე, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე და ა.შ. ახლა ვე­რი­დე­ბი - ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ჭა­მას ვუკ­ლებ, ვარ­ჯიშს ვუ­მა­ტებ, გა­ვა­სუფ­თა­ვე კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და და­დე­ბი­თად და­მე­ტყო. ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლო­ბის­კენ მივ­დი­ვარ. ალ­კოჰო­ლი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გახ­და ჩემ­თვის, გა­მო­ნაკ­ლი­სია წი­თე­ლი ღვი­ნო: სა­ფე­რა­ვი ან ქინ­ძმა­რა­უ­ლი; შამ­პა­ნუ­რი - მხო­ლოდ უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად - ბურ­ბო­ნი, რომი. არ­ყის­გან მეხ­სი­ე­რე­ბას ვკარ­გავ და სა­ერ­თოდ, ამ­ნე­ზია მე­მარ­თე­ბა, თუ დოზა გა­და­ვა­ჭარ­ბე, ამი­ტომ სა­ერ­თოდ ვე­რი­დე­ბი.

მა­რი­ტა როხ­ვა­ძე

"ორ ჭი­ქა­ში ისე მწყდე­ბა კი­სე­რი, ვე­ღარ ვერ­თო­ბი"

არ მიყ­ვარს ალ­კოჰო­ლი, ორ ჭი­ქა­ში ისე მწყდე­ბა კი­სე­რი, ვე­ღარ ვერ­თო­ბი. როცა კლუბ­ში მივ­დი­ვარ, მაქ­სი­მუმ ერთ ჭიქა ტე­კი­ლას ვსვამ. მიყ­ვარს როცა ფხი­ზე­ლი ვარ და ვა­კონ­ტრო­ლებ სი­ტუ­ა­ცი­ას. ადრე მიყ­ვარ­და ჩუ­მად რო­მის მოწ­რუპ­ვა, მე­გობ­რებს ჩა­მოჰ­ქონ­დათ და სახ­ლში ვსვამ­დი ჩუ­მად "კა­პი­ტან მორ­განს" ვაშ­ლის წვენ­თან ერ­თად.

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე

"მსმე­ლი ქალი ჩემ­თვის ქალი არ არის"

ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე არ ვგიჟ­დე­ბი, კლუ­ბებ­ში ფხი­ზელ­მა ჩემ­მა მტერ­მა იარა, ბოლო დროს იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვარ გა­სარ­თო­ბად, თვე­ში მაქ­სი­მუმ სამ­ჯერ გა­ვი­დე. რო­გორც გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქალი, შამ­პა­ნუ­რე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ დონ პი­რი­ნე­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა ძლი­ერ ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს, ერთი პე­რი­ო­დი ჯეკი და ვაშ­ლის წვე­ნი მქონ­და ამო­ჩე­მე­ბუ­ლი, ჰე­ნე­სი, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში ვოდ­კა, რედ­ბულ­ზეა დიდი მო­თხოვ­ნა, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს არ ვსვამ, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რთუ­ლია. ზო­გა­დად ვცდი­ლობ სა­ერ­თოდ არ დავ­ლიო, რად­გან ცუ­დად მოქ­მე­დებს ჩემ­ზე სას­მე­ლი. დიდი მსმე­ლი არ ვარ, ოთხ ჭი­ქა­ში ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბი, სამ ჭი­ქა­ში მა­გა­რი მთვრა­ლი ვარ. ეს არის ჩემი მაქ­სი­მუ­მი სას­მე­ლი. რომ ვიცი ცუ­დია ჩემ­თვის, სა­ხის კა­ნის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, უარს ვამ­ბობ. ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ უფრო ჰეფი და გახ­სნი­ლი ვარ, მაგ­რამ არ მიყ­ვარს ალ­კოჰო­ლი, ყო­ველ­თვის რომ სას­მე­ლი გინ­და, უკვე ლოთი ხარ, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, როცა ქალი ბევ­რს სვამს. მსმე­ლი, დამ­რტყმე­ლი და პუ­რისმჭა­მე­ლი ქალი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მსმე­ლი ქალი ჩემ­თვის ქალი არ არის.

ნინი ბრეგ­ვა­ძე

"მსმე­ლი აღარ ვარ"

არ მიყ­ვარს ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი, ზა­ფხულ­ში ვსვამ ლუდს. და­ლე­ვის პრო­ცე­სი არ მომ­წონს, თო­რემ შე­დე­გი მომ­წონს. ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ ვის­კის, წი­თელ ღვი­ნოს. ძი­რი­თა­დად მა­შინ ვსვამ, როცა კლუბ­ში მივ­დი­ვარ. ახლა მსმე­ლი აღარ ვარ. ადრე უფრო ხში­რად დავ­დი­ო­დი კლუბ­ში და და­ლე­ვაც მი­წევ­და, რა­საც მთა­ვა­ზობ­დნენ, იმას ვსვამ­დი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ცნობილი ქართველების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები

ცნობილი ქართველების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები

ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალებიც არ ერიდებიან. "ambebi.ge" ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ მათ ძლიერი ალკოჰოლური სასმელები არ უყვართ და უპირატესობას ჯანსაღ ცხოვრებას ანიჭებენ. რომელია მათი საყვარელი სასმელი, ამის შესახებ მათგან შეიტყობთ.

ნინა წკრიალაშვილი

"სკოლის ბანკეტზე იმდენი დავლიე, რომ ორი დღე ვერ ვდგებოდი საწოლიდან"

საერთოდ არ მიყვარს ალკოჰოლი. იშვიათად დავდივარ გასართობად, თბილისში თითქმის არ დავდივარ კლუბებში. თუ წავედი, ორ ჭიქა კარგ შამპანურს ან მოხიტოს ვსვამ. თუ 100 გრამი ვისკი დავლიე, ვაზავებ ბევრი წვენით. კარგი თვისება მაქვს, ვიცი ჩემი დოზა, რამდენი უნდა დავლიო. სკოლის ბანკეტზე იმდენი დავლიე, რომ ორი დღე ვერ ვდგებოდი საწოლიდან, ბანკეტზე ჩუმად წავედი, ხნა დავიდე თავზე და სახლში ძალიან მთვრალი მოვედი, ეს იყო მწარე გამოცდილება და მას შემდეგ ვიცი ჩემი დოზა. არ მომწონს მდგომარეობა, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. როცა სტრესი მაქვს და დათრგუნული ვარ, სახლში ვსვამ ცოტა წითელ ღვინოს.

იუნა შაფათავა

"ალკოჰოლი ძალიან იშვიათი გახდა ჩემთვის"

ადრე ვსვამდი ღონსძიებებზე, დაბადების დღეებზე და ა.შ. ახლა ვერიდები - ასაკის მატებასთან ერთად ჭამას ვუკლებ, ვარჯიშს ვუმატებ, გავასუფთავე კვების რაციონი და დადებითად დამეტყო. ვეგეტარიანელობისკენ მივდივარ. ალკოჰოლი ძალიან იშვიათი გახდა ჩემთვის, გამონაკლისია წითელი ღვინო: საფერავი ან ქინძმარაული; შამპანური - მხოლოდ უცხოური წარმოების და ძალიან იშვიათად - ბურბონი, რომი. არყისგან მეხსიერებას ვკარგავ და საერთოდ, ამნეზია მემართება, თუ დოზა გადავაჭარბე, ამიტომ საერთოდ ვერიდები.

მარიტა როხვაძე

"ორ ჭიქაში ისე მწყდება კისერი, ვეღარ ვერთობი"

არ მიყვარს ალკოჰოლი, ორ ჭიქაში ისე მწყდება კისერი, ვეღარ ვერთობი. როცა კლუბში მივდივარ, მაქსიმუმ ერთ ჭიქა ტეკილას ვსვამ. მიყვარს როცა ფხიზელი ვარ და ვაკონტროლებ სიტუაციას. ადრე მიყვარდა ჩუმად რომის მოწრუპვა, მეგობრებს ჩამოჰქონდათ და სახლში ვსვამდი ჩუმად "კაპიტან მორგანს" ვაშლის წვენთან ერთად.

კესარია აბრამიძე

"მსმელი ქალი ჩემთვის ქალი არ არის"

ალკოჰოლურ სასმელებზე არ ვგიჟდები, კლუბებში ფხიზელმა ჩემმა მტერმა იარა, ბოლო დროს იშვიათად დავდივარ გასართობად, თვეში მაქსიმუმ სამჯერ გავიდე. როგორც გემოვნებიანი ქალი, შამპანურებიდან უპირატესობას ვანიჭებ დონ პირინეოს. რაც შეეხება ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს, ერთი პერიოდი ჯეკი და ვაშლის წვენი მქონდა ამოჩემებული, ჰენესი, ქართულ სინამდვილეში ვოდკა, რედბულზეა დიდი მოთხოვნა, მაგრამ ენერგეტიკულ სასმელს არ ვსვამ, რადგან ჯანმრთელობისთვის რთულია. ზოგადად ვცდილობ საერთოდ არ დავლიო, რადგან ცუდად მოქმედებს ჩემზე სასმელი. დიდი მსმელი არ ვარ, ოთხ ჭიქაში ფეხზე ვერ ვდგები, სამ ჭიქაში მაგარი მთვრალი ვარ. ეს არის ჩემი მაქსიმუმი სასმელი. რომ ვიცი ცუდია ჩემთვის, სახის კანისთვის და ჯანმრთელობისთვის, უარს ვამბობ. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ უფრო ჰეფი და გახსნილი ვარ, მაგრამ არ მიყვარს ალკოჰოლი, ყოველთვის რომ სასმელი გინდა, უკვე ლოთი ხარ, ჩემთვის მიუღებელია, როცა ქალი ბევრს სვამს. მსმელი, დამრტყმელი და პურისმჭამელი ქალი ჩემთვის მიუღებელია. მსმელი ქალი ჩემთვის ქალი არ არის.

ნინი ბრეგვაძე

"მსმელი აღარ ვარ"

არ მიყვარს ალკოჰოლური სასმელები, ზაფხულში ვსვამ ლუდს. დალევის პროცესი არ მომწონს, თორემ შედეგი მომწონს. ძლიერი ალკოჰოლური სასმელებიდან უპირატესობას ვანიჭებ ვისკის, წითელ ღვინოს. ძირითადად მაშინ ვსვამ, როცა კლუბში მივდივარ. ახლა მსმელი აღარ ვარ. ადრე უფრო ხშირად დავდიოდი კლუბში და დალევაც მიწევდა, რასაც მთავაზობდნენ, იმას ვსვამდი.

თამარ ბოჭორიშვილი

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"