პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო, გაათავისუფლეს
მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო, გაათავისუფლეს

ბა­თუ­მის #6 სა­ბავ­შვო ბაღ­ში ძი­ძის მიერ 4 წლის ბავ­შვის­თვის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე, ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლა. პე­და­გო­გი ნა­თია ცინ­ცა­ძე, რო­მელ­მაც ძი­ძის მიერ ბავ­შვის შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღო და დი­რექ­ტორს წა­რუდ­გი­ნა, დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­სი­ამ სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა.

ცინ­ცა­ძე ამ­ბობს, რომ ამ დრო­ის­თვის ის ავად­მყო­ფობს და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­სა­ხურ­ში არ და­დის. "მე, ალ­ბათ, ამის შე­სა­ხებ 27-ში მაც­ნო­ბე­ბენ, როცა გა­ვალ სამ­სა­ხურ­ში", - ამ­ბობს ბა­ღის აღ­მზრდე­ლი ნა­თია ცინ­ცა­ძე.

ბა­ღის აღ­მზრდე­ლი ინ­ცი­დენ­ტის დღეს იხ­სე­ნებს:

"სას­წარ­ფოდ ჩა­ვე­დი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან, გუ­რან­და გო­ბა­ძეს­თან, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ფაქ­ტი არ უნდა გა­მეხ­მა­უ­რე­ბი­ნა. გო­ბა­ძემ იმ დღეს გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა და მი­თხრა, რომ დავ­მშვი­დე­ბუ­ლი­ყა­ვი. როცა დავ­რწმუნ­დი, რომ გუ­რან­და გო­ბა­ძე არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­და, შვი­დის ნა­ხე­ვარ­ზე და­ვუ­კავ­შირ­დი ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტორს ქალ­ბა­ტონ ზა­ი­რა ქა­ჯა­ი­ას­თან ერ­თად. მან გვი­თხრა, რომ აქ არ არის ისე­თი ფაქ­ტი და ძა­ლი­ან გთხოვთ დამ­შვიდ­დი­თო. იქე­დან პირ­და­პირ მერ­თან შე­ვი­ტა­ნე ეს ვი­დეო. გი­ორ­გი ერ­მა­კოვ­მა სა­სა­ცი­ლო რამე მი­თხრა - რა­ტომ არ გა­ლა­ხე ის ძი­ძაო", - ამ­ბობს ნა­თია ცინ­ცა­ძე.

ნა­თია ცინ­ცა­ძის აპი­რებს დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს.

იხი­ლეთ ვრცლად

batumelebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო, გაათავისუფლეს

მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო, გაათავისუფლეს

ბათუმის #6 საბავშვო ბაღში ძიძის მიერ 4 წლის ბავშვისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ბაღების გაერთიანებამ მოკვლევა დაასრულა. პედაგოგი ნათია ცინცაძე, რომელმაც ძიძის მიერ ბავშვის შეურაცხყოფის ფაქტი ტელეფონით გადაიღო და დირექტორს წარუდგინა, დისციპლინურმა კომისიამ სამსახურიდან დაითხოვა.

ცინცაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ის ავადმყოფობს და შესაბამისი სამედიცინო ცნობის საფუძველზე სამსახურში არ დადის. "მე, ალბათ, ამის შესახებ 27-ში მაცნობებენ, როცა გავალ სამსახურში", - ამბობს ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე.

ბაღის აღმზრდელი ინციდენტის დღეს იხსენებს:

"სასწარფოდ ჩავედი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, გურანდა გობაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ ფაქტი არ უნდა გამეხმაურებინა. გობაძემ იმ დღეს გამათავისუფლა და მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი. როცა დავრწმუნდი, რომ გურანდა გობაძე არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, შვიდის ნახევარზე დავუკავშირდი ბაღების გაერთიანების დირექტორს ქალბატონ ზაირა ქაჯაიასთან ერთად. მან გვითხრა, რომ აქ არ არის ისეთი ფაქტი და ძალიან გთხოვთ დამშვიდდითო. იქედან პირდაპირ მერთან შევიტანე ეს ვიდეო. გიორგი ერმაკოვმა სასაცილო რამე მითხრა - რატომ არ გალახე ის ძიძაო", - ამბობს ნათია ცინცაძე.

ნათია ცინცაძის აპირებს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

იხილეთ ვრცლად

batumelebi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა