პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსალოდნელი საფრთხეები და გამკაცრებული კონტროლი - მთავრობის პასუხები ყველა კითხვაზე, რაც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება
მოსალოდნელი საფრთხეები და გამკაცრებული კონტროლი - მთავრობის პასუხები ყველა კითხვაზე, რაც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება

დღეს კრი­ზი­სე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­ხი­ლეს. ასე­ვე შე­თან­ხმდნენ და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა­ზე, ანუ კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ  ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

"მე ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად გამ­კაცრ­დე­ბა სა­სა­ზღვრო რე­ჟი­მი, რო­გორც გამ­შვებ პუნ­ქტებ­ზე, ასე­ვე მწვა­ნე ზოლ­ზე, ასე­ვე გაძ­ლი­ერ­დე­ბა სა­პო­ლი­ციო კონ­ტრო­ლი და ჩვენ მუდ­მი­ვად კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვიქ­ნე­ბით ჩვენს პარტნი­ორ მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა დე­ტა­ლუ­რად გა­ი­ა­რეს ყვე­ლა სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას უკავ­შირ­დე­ბა.

უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ, - ამის შე­სა­ხებ კრი­ზი­სე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს საბ­ჭოს მდი­ვან­მა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"გან­ხი­ლუ­ლი იყო მსოფ­ლი­ო­ში ტე­რო­რიზ­მის კუ­თხით შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უსაფრ­თხო­ე­ბის მთე­ლი რიგი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. დე­ტა­ლუ­რად გა­ვი­ა­რეთ ყვე­ლა სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას უკავ­შირ­დე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, დე­ტა­ლებ­ზე, ვერ ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა ყვე­ლა უწყე­ბა თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხებ­ზე და იმ ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც შე­დის მათ ფუნ­ქცი­ებ­ში. უსაფრ­თხო­ე­ბის თე­მე­ბი იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ. ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­დგე­ნა, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ.

ამას­თან, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი ხაზს უს­ვამს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ახ­სე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში შე­დის.

"მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში. ის შე­დის უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში. მარ­თლაც ძა­ლი­ან ბევ­რი კეთ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კუ­თხით", - აღ­ნიშ­ნა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

"სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

შე­სა­ბა­მი­სად, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გან­ხი­ლუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

"მე მე­გო­ნი დღეს არ დგას დღის წე­რიგ­ში თემა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ე­ზარ­დოს და­ფი­ნან­სე­ბა, თო­რემ ჩვენ ვერ ვას­რუ­ლებთ ჩვენ­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. ასე რომ, ეს სა­კი­თხი დღეს არ გა­ნი­ხი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

ამას­თან, გო­მე­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსაფრ­თხო­ე­ბის გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­ულ პირს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტრო­ლია და­წე­სე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბა ტრან­ზი­ტუ­ლი მიზ­ნით არ მოხ­დეს და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გავ­ლით კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი სი­რი­ა­ში არ მოხ­ვდნენ.

"საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იქნა გა­ტა­რე­ბუ­ლი პა­რიზ­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის შემ­დეგ. ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ტე­რაქ­ტის შემ­დეგ სა­ზღვრებ­ზე უკვე გამ­კაცრ­და ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, ძი­რი­თა­დად - აზი­უ­რი და აფ­რი­კუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ ტრან­ზი­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნონ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით არ მოხ­ვდნენ სი­რი­ა­ში და არ მი­ი­ღონ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი უკვე დავბლო­კეთ, ასე­ვე გამ­კაც­რე­ბუ­ლია კონ­ტრო­ლი გამ­შვებ პუნ­ქტებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თქმით, მისი უწყე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს შს სა­მი­ნის­ტროს­თან.

"კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა შედ­გა შს სა­მი­ნის­ტროს­თან. ეს გრძელ­დე­ბა და დღეს კი­დევ და­ი­გეგ­მა, რომ უფრო გამ­კაცრ­დე­ბა ზო­მე­ბი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. გამ­კაც­რე­ბა და­ვი­წყეთ იმ დი­ლით­ვე, როცა საფ­რან­გეთ­ში ტე­რაქ­ტი მოხ­და, თუმ­ცა ახლა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გო­მე­ლა­ურ­მა.

დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ასე­ვე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, თინა ხი­და­შელ­მა. "ჩვენ არ ვე­ლო­დე­ბით რა­ი­მე მყი­სი­ერ საფრ­თხეს", - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის" ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

"რო­დე­საც ასე­თი სხდო­მა ტარ­დე­ბა, ამო­ცა­ნა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ და მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ასე­ვე, რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უწყე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამი­ტომ, დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, რომ კონ­კრე­ტულ თე­მებ­ზე, კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, კონ­კრე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მი­ხედ­ვით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუმ­ცა ჩვენ არ ვე­ლო­დე­ბით რა­ი­მე მყი­სი­ერ საფრ­თხეს. სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი, ასე­ვე ყვე­ლა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა მუ­შა­ობს ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში, მუ­შა­ობს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად სრულ სინ­ქრო­ნი­ზა­ცი­ა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ამი­ტომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სე­ბობს გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"უმ­თავ­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ასეთ დროს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ველ რიგ­ში გა­სა­კე­თე­ბე­ლია, არის სა­ზღვრის კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა და ის კონ­კრე­ტუ­ლი ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ არ მოხ­დეს შე­მოღ­წე­ვა ქვეყ­ნის­თვის საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბის. ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პირ­ვე­ლა­დი ხა­რის­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც დღეს არ მოგ­ვი­გო­ნია. ეს გეგ­მე­ბი არ­სე­ბობს და რა თქმა უნდა, ამოქ­მე­დე­ბას იწყე­ბენ იმის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნა­ში რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ვი­ლა­ი­ე­თი არ შექ­მნი­ლა ჯერ. ეს არის ტყუ­ი­ლი" - ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი

აზი­უ­რი და აფ­რი­კუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა გამ­კაცრ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მოსალოდნელი საფრთხეები და გამკაცრებული კონტროლი - მთავრობის პასუხები ყველა კითხვაზე, რაც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება

მოსალოდნელი საფრთხეები და გამკაცრებული კონტროლი - მთავრობის პასუხები ყველა კითხვაზე, რაც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება

დღეს კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე შეთანხმდნენ დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებაზე, ანუ კონტროლის გაძლიერებაზე, - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"მე ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმი, როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე, ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე მთავრობის წევრებმა დეტალურად გაიარეს ყველა საკითხი, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, - ამის შესახებ კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.

"განხილული იყო მსოფლიოში ტერორიზმის კუთხით შექმნილი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მთელი რიგი მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება. დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი, რომელიც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

ბუნებრივია, დეტალებზე, ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე და იმ ზომების გატარებას, რომელიც შედის მათ ფუნქციებში. უსაფრთხოების თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ჩვენ პერიოდულად გვექნება შეხვედრები, ინფორმაციის წარდგენა, გაანალიზება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ამასთან, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი ხაზს უსვამს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში შედის.

"მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ის შედის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში. მართლაც ძალიან ბევრი კეთდება ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა.

"საკითხი დღის წესრიგში არ დგას, - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.

შესაბამისად, მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საბჭოს სხდომაზე განხილული არ ყოფილა.

"მე მეგონი დღეს არ დგას დღის წერიგში თემა, რომ აუცილებლად უნდა გაეზარდოს დაფინანსება, თორემ ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას. ასე რომ, ეს საკითხი დღეს არ განიხილება", - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, გომელაურის ინფორმაციით, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეულ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცა. მისივე განმარტებით, მაქსიმალური კონტროლია დაწესებული, რომ საქართველოს გამოყენება ტრანზიტული მიზნით არ მოხდეს და ჩვენი ქვეყნის გავლით კონკრეტული პირები სირიაში არ მოხვდნენ.

"საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ თუ რა ღონისძიებები იქნა გატარებული პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და ტერაქტის შემდეგ საზღვრებზე უკვე გამკაცრდა ქვეყანაში შემოსვლა სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად -  აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტრანზიტად არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გავლით არ მოხვდნენ სირიაში და არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დავბლოკეთ, ასევე გამკაცრებულია კონტროლი გამშვებ პუნქტებზე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, მისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს შს სამინისტროსთან.

"კოორდინირებული მუშაობა შედგა შს სამინისტროსთან. ეს გრძელდება და დღეს კიდევ დაიგეგმა, რომ უფრო გამკაცრდება ზომები სტრატეგიული ობიექტების, უსაფრთხოების დაცვისა და სხვა მიმართულებით. გამკაცრება დავიწყეთ იმ დილითვე, როცა საფრანგეთში ტერაქტი მოხდა, თუმცა ახლა დამატებითი ღონისძიებები გატარდება", - აღნიშნა გომელაურმა.

დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა. "ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული "ინფორმაციის ფლობის" ხარისხი ძალიან მაღალია.

"როდესაც ასეთი სხდომა ტარდება, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან კონკრეტული გეგმები განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უწყებების მიხედვით, ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამიტომ, დიახ, გიდასტურებთ, რომ კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე იყო საუბარი, რომელიც შესაბამისი უწყებების მიხედვით უნდა განხორციელდეს, თუმცა ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში. შესაბამისად, ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის მიუხედავად, არსებობს გეგმები, რომლებიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.

"უმთავრესი ღონისძიებები, რომელიც ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში გასაკეთებელია, არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და ის კონკრეტული ზომები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ელემენტების. ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველადი ხარისხის ღონისძიება. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული გეგმა არსებობს, რომელიც დღეს არ მოგვიგონია. ეს გეგმები არსებობს და რა თქმა უნდა, ამოქმედებას იწყებენ იმის მიხედვით, ქვეყანაში როგორი ვითარებაა", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე: "ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ. ეს არის ტყუილი" - ვახტანგ გომელაური

აზიური და აფრიკული სახელმწიფოებიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლა გამკაცრდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."