"ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ. ეს არის ტყუილი" - ვახტანგ გომელაური

"ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ. ეს არის ტყუილი" - ვახტანგ გომელაური

უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, - ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ. ეს არის ტყუილი", - აღნიშნა გომელაურმა.

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალ-ადნანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

"ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად", - ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.

"ომის შესწავლის ინსტიტუტი" აზუსტებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილოკავკასიის რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა ",- წერს "დოიჩე ველე".

გარდა ამისა, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნის შესახებაც განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."