პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მალავს საიენტოლოგია? - რელიგია, რომელსაც ევროპაში დანაშაულად მიიჩნევენ
რას მალავს საიენტოლოგია? - რელიგია, რომელსაც ევროპაში დანაშაულად მიიჩნევენ

სა­ში­ნელ­მა ტი­რან­მა - სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა დე­ვიდ მის­კე­ვიჩ­მა (ტომ კრუ­ზის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და მისი ყო­ფი­ლი მე­უღლს, კეტი ჰოლმსის მეჯ­ვა­რე), ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი პა­ტივ­ცე­მუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი დები კუკი 45 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭი­ან­ჭვე­ლე­ბით სავ­სე ტრე­ი­ლერ­ში ჩა­კე­ტა კა­ლი­ფორ­ნი­ის უდაბ­ნო­ში. ქალი აწა­მა და სას­ტი­კად სცე­მა.

"ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი ტან­ზე და­ცო­ცავ­დნენ, შუქი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მორ­თუ­ლი იყო. უდაბ­ნო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 41 გრა­დუსს აღ­წევ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, "აღი­ა­რე­ბით" სე­სი­ებ­ში (auditing) მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რის დრო­საც ნაგ­ვის ყუთ­ში ვი­დე­ქი 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ დროს თავ­ზე წყალს მას­ხამ­დნენ, ვტი­რო­დი...

მის­კე­ვიჩ­მა თა­ვის მდი­ვანს უბ­რძა­ნა, ვე­ცე­მე, ვიდ­რე სკა­მი­დან გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბის გამო არ გად­მოვ­ვარ­დი. ფან­ჯრე­ბი გი­სო­სე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი, შეს­ვლა-გა­მოს­ვლას 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აკონ­ტრო­ლებ­და, გაქ­ცე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მე ერ­თად­გი­ლი­ან ტრა­ი­ლერ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ჩემს გარ­და ამ ცი­ხე­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით "ხვრე­ლი (Hole)" 100 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლებ­საც გა­მუდ­მე­ბით აწა­მებ­დნენ. ეს იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ეკ­ლე­სი­ის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს" - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო­ზე კუკ­მა.

ასე­ვე კუკ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ და­ი­ნა­ხა, რო­გორ სას­ტი­კად გა­უს­წორ­და მის­კე­ვი­ჩი კი­დევ ერთ წამ­ყვან სა­ი­ენ­ტო­ლოგს, აი­ძუ­ლა ენით აე­ლო­კა ჭუ­ჭყი­ა­ნი ია­ტა­კი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რო­დე­საც ქალ­მა 2007 წელს სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის და­ტო­ვე­ბა მო­ინ­დო­მა, რათა ხმა არ ამო­ე­ღო რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ არას­დროს და არა­ვის­თან.

სა­ნამ სა­ში­ნელ ად­გილს და­ტო­ვებ­და, 45-დღი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, კუკ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა სა­ბუთს მო­ა­წე­რა ხელი, რათა იგი არ მო­ეკ­ლათ. მაგ­რამ ქალი არ და­ნებ­და და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ნაც­ნობ 12 ათას სა­ი­ენ­ტო­ლოგს მამ­ხი­ლე­ბე­ლი წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. მან მის­კე­ვიჩს ბრა­ლი დას­დო, რომ სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სია ტი­რა­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აქ­ცია, რო­მე­ლიც 50-იან წლებ­ში რონ ჰა­ბარ­დის მიერ და­არ­სე­ბულ სწავ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ასე­ვე, კუკ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­თა (1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით) მით­ვი­სე­ბა­ში დას­დო მის­კე­ვიჩს ბრა­ლი.

ქალ­მა ტე­ხა­სის სან ან­ტო­ნი­ოს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რად­გან მის და მისი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს აკ­რძალ­ვას ითხოვ­დნენ, რად­გან კუკ­მა სა­ბუ­თებ­ზე ხე­ლის მო­წე­რის შემ­დეგ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია. მაგ­რამ დები კუკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ბუ­თებ­ზე იძუ­ლე­ბით მო­ა­წე­რი­ნეს ხელი. მსგავ­სი ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ამ რე­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი მის­კე­ვი­ჩი­სა და ტომ კრუ­ზის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე

დე­ვიდ მის­კე­ვი­ჩი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და ჰო­ლი­ვუდ­ზე გა­სას­ვლელ გზებს. ცნო­ბი­ლია, რომ ამ­ჟა­მად ჰო­ლი­ვუ­დი, ალ­ბათ, მსოფ­ლიო დო­ნის უძ­ლი­ე­რე­სი PR მან­ქა­ნაა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. და, თუკი შე­სა­ფე­რის ვარ­სკვლავს იპო­ვი და სწო­რად "და­ა­ვერ­ბოვ­კებ" მას, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის უმძლავ­რე­სი რეკ­ლა­მა გახ­დე­ბა. და მან იპო­ვა "ჰო­ლი­ვუ­დის ოქ­როს ბი­ჭუ­ნა": თა­ვი­სი დრო­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი, თა­ნაც, ბავ­შვო­ბა­ში უღა­რი­ბე­სი ოჯა­ხი­დან, რო­მე­ლიც დის­ლექ­ცი­ი­თა და მა­მის­გან სას­ტი­კი მო­პყრო­ბით იტან­ჯე­ბო­და. მას სრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და "ცის­ფერ მა­ფი­ა­ზე" - მო­უნ­დე­ბათ - გა­და­ი­ღე­ბენ, არ მო­ე­წო­ნე­ბათ - მო­ის­ვრი­ან სა­ნაგ­ვე­ში. მის­კე­ვიჩს კან­დი­და­ტი აწყობ­და - ერთი მხრივ, ცნო­ბი­ლი და მდი­და­რი, მე­ო­რე მხრივ კი თავ­და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და მო­წყვლა­დი.

მის­კე­ვიჩ­მა მსა­ხი­ო­ბის აგენ­ტებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი იპო­ვა და ტექ­ნი­კუ­რად "შე­ტე­ნა" მიმი რო­ჯერ­სი ცო­ლო­ბის კან­დი­და­ტად. შერ­თან და ჰი­ზერ ლოკ­ლირ­თან მინი-რო­მა­ნე­ბის შემ­დეგ, გეი-მა­ფი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ კრუ­ზის მე­ტად გა­სა­პი­ა­რებ­ლად სა­ჭი­როა მისი და­ქორ­წი­ნე­ბა. მიმი რო­ჯერ­სი ამ რო­ლის­თვის მათ შე­სა­ფე­რი­სად მი­იჩ­ნი­ეს: ცო­ტა­თი უფ­რო­სი, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი, ამას­თან, კრუზს ვერ დაჩ­რდი­ლავს, რო­გორც სუ­პერ­ვარ­სკვლავს (მათ­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო რო­ჯერ­სის სა­ი­ენ­ტო­ლო­გო­ბის შე­სა­ხებ, ან ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს ამ ფაქტს). და, ესეც ასე! - საქ­მე გა­ჩარ­ხუ­ლია. კრუ­ზი­სა და რო­ჯერ­სის ხან­მოკ­ლე თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მის­კე­ვიჩ­მა მისი "და­ვერ­ბოვ­კე­ბა" მო­ა­ხერ­ხა.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ტომ კრუ­ზი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი 1990 წელს გახ­და, მაგ­რამ 90-ია­ნებ­ში იგი აქ­ტი­უ­რი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი არ იყო, რად­გან ამას ნი­კოლ კიდ­მა­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. იგი ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ იტან­და მის­კე­ვიჩს და ყვე­ლა გზით ცდი­ლობ­და, ტომი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნე­წყო. ამა­ში კიდ­მანს დე­ვიდ გე­ფე­ნი და სტი­ვენ სპილ­ბერ­გიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ასე­ვე წე­რენ, რო­გორ­ღაც ამ ჭა­ო­ბი­დან რომ ამო­ეთ­რი­ათ, სპილ­ბერ­გმა სტენ­ლი კუბ­რი­კი და­არ­წმუ­ნა, კრუ­ზი და კიდ­მა­ნი ფილმში "ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი" მი­ეწ­ვია.

გა­და­ღე­ბე­ბი ინ­გლის­ში (მის­კე­ვი­ჩის­გან შორს) 3,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გა­უ­გე­ბა­რია, რა მოხ­და შემ­დგომ, მაგ­რამ კუბ­რი­კი ფილ­მის გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. კრუზ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად კიდ­მან­თან და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და აქ­ტი­უ­რი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი გახ­და: მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აპი­ა­რებ­და თა­ვის რე­ლი­გი­ას. მის­კე­ვი­ჩი მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი გახ­და.

იგი კრუ­ზი­სა და კეტი ჰოლმსის ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რე გახ­ლდათ, მერე კი მათ­თან ერ­თად მალ­დი­ვებ­ზე სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა. ამ­ჟა­მად მის­კე­ვი­ჩი კრუზს ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში თან ახ­ლავს.

დე­ვიდ მის­კე­ვი­ჩის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან

დე­ვიდ მის­კე­ვი­ჩი - სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის ლი­დე­რია. 1960 წელს ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში პო­ლო­ნურ-იტა­ლი­ურ კა­თო­ლი­კე­ე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბა­ში ას­თმა და ალერ­გია აწუ­ხებ­და. მშობ­ლებ­მა არ იცოდ­ნენ, რო­გორ ემ­კურ­ნა­ლათ, შემ­თხვე­ვით მი­მარ­თეს დი­ა­ნე­ტი­კას და მათი თქმით, ამან ბავ­შვს უშ­ვე­ლა. ამის შემ­დეგ, მთე­ლი ოჯა­ხი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი გახ­და. ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში მის­კე­ვი­ჩი რონ ჰა­ბარ­დის თა­ნა­შემ­წე იყო. 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ლი­დერ პო­ზი­ცი­ამ­დე ავი­და, ჰა­ბარ­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კი იგი შეც­ვა­ლა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან ჰა­ბარ­დის მე­უღ­ლე გა­აგ­დო.

მის­კე­ვიჩ­მა და რონ ჰა­ბარ­დმა 1991 წელს სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის­თვის სრუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი მო­ი­პო­ვეს. აქამ­დე, 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ აშშ-ის სა­გა­და­სა­ხა­დოს 50-ჯერ უშე­დე­გოდ მი­მარ­თა მო­თხოვ­ნით. რო­გორ მო­იქ­ცა მის­კე­ვი­ჩი: და­ი­ქი­რა­ვა კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­და­სა­ხა­დოს წამ­ყვან თა­ნამ­შრომ­ლებს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ და უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ფაქ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ მის­კე­ვიჩ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან სრუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა, რო­გორც არა­კო­მერ­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ან საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა. და მი­ი­ღო კი­დეც. ამის შემ­დეგ მან ლოს ან­ჯე­ლე­სის სტა­დი­ონ­ზე ეკ­ლე­სი­ის 10 ათას­ზე მეტი წევ­რი შეკ­რი­ბა და 3-სა­ა­თი­ა­ნი სი­ტყვით მი­მარ­თა: "ომი დას­რულ­და! ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ! დღე­ი­დან არა­ვი­თა­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი!". ოვა­ცი­ე­ბი 10 წუთ­ზე მეტს გაგ­რძელ­და, სა­ი­ენ­ტო­ლო­გებ­მა გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მეს.

დე­ვიდ მის­კე­ვი­ჩის მე­უღ­ლე შელი 2006 წელს უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. "ნიუ იორ­კე­რის" გად­მო­ცე­მით, ან ცო­ცხა­ლია, ან მკვდა­რი, ან სად­მე მა­ლა­ვენ.

სა­ი­ენ­ტო­ლო­გია

სა­ი­ენ­ტო­ლო­გია რე­ლი­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სწავ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ­მა მწე­რალ-ფან­ტასტმა რონ ჰა­ბარ­დმა შექ­მნა. მისი მი­ზა­ნი თით­ქოს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რია, - ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ყო­ფა­სა და სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ი­ენ­ტო­ლო­გია აერ­თი­ა­ნებს ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და სუ­ლი­ე­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის ტექ­ნი­კის ფლო­ბა­სა და ისეთ სფე­რო­ებს, რო­გო­რი­ცაა მო­რა­ლი, ეთი­კა, გა­ნათ­ლე­ბა, მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სხვა.

ბევ­რი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი (ტომ კრუ­ზი, ჯონ ტრა­ვოლ­ტა, ჯინა ელფ­მა­ნი, კელი პრეს­ტო­ნი, კერ­სტი ელი, მი­შელ ფა­ირ­მა­ნი, ჯე­ი­სონ ლი, უილ სმი­ტი, დას­ტინ ჰოფ­მა­ნი, რო­ბინ უი­ლი­ამ­სი, პრის­ცი­ლა პრეს­ლი, კეიტ ჰოლმსი და სხვე­ბი) მისი მიმ­დე­ვა­რია.

კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, რე­ლი­გი­ურ და ფი­ლო­სო­ფი­ურ მიზ­ნებ­თან, ეს არის წმინ­და კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი ლი­დე­რე­ბის გამ­დიდ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ას არ ცნო­ბენ - საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ირ­ლან­დია, ბრი­ტა­ნე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ის­რა­ე­ლი, მექ­სი­კა. გერ­მა­ნე­ლე­ბი მას კო­მერ­ცი­ულ, ბელ­გი­ე­ლე­ბი კი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვენ. ბელ­გი­ა­ში მისი მიმ­დევ­რო­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

დუ­და­ნა ზა­ქა­რია, AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რას მალავს საიენტოლოგია? - რელიგია, რომელსაც ევროპაში დანაშაულად მიიჩნევენ

რას მალავს საიენტოლოგია? - რელიგია, რომელსაც ევროპაში დანაშაულად მიიჩნევენ

საშინელმა ტირანმა - საიენტოლოგიური ეკლესიის ხელმძღვანელმა დევიდ მისკევიჩმა (ტომ კრუზის საუკეთესო მეგობარი და მისი ყოფილი მეუღლს, კეტი ჰოლმსის მეჯვარე), ორგანიზაციის ერთ-ერთი პატივცემული ხელმძღვანელი დები კუკი 45 დღის განმავლობაში ჭიანჭველებით სავსე ტრეილერში ჩაკეტა კალიფორნიის უდაბნოში. ქალი აწამა და სასტიკად სცემა.

"ჭიანჭველები ტანზე დაცოცავდნენ, შუქი 2 კვირის განმავლობაში გამორთული იყო. უდაბნოში ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევდა. იძულებული ვიყავი, "აღიარებით" სესიებში (auditing) მიმეღო მონაწილეობა, რის დროსაც ნაგვის ყუთში ვიდექი 2 საათის განმავლობაში, ამ დროს თავზე წყალს მასხამდნენ, ვტიროდი...

მისკევიჩმა თავის მდივანს უბრძანა, ვეცემე, ვიდრე სკამიდან გაუსაძლისი ტკივილების გამო არ გადმოვვარდი. ფანჯრები გისოსებით იყო დაფარული, შესვლა-გამოსვლას 24-საათიან რეჟიმში უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებდა, გაქცევა შეუძლებელი იყო. მე ერთადგილიან ტრაილერში ვიმყოფებოდი. ჩემს გარდა ამ ციხეში, სახელწოდებით "ხვრელი (Hole)" 100 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც გამუდმებით აწამებდნენ. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეკლესიის დატოვება გადაწყვიტეს" - განაცხადა სასამართლოზე კუკმა.

ასევე კუკმა გაიხსენა, რომ დაინახა, როგორ სასტიკად გაუსწორდა მისკევიჩი კიდევ ერთ წამყვან საიენტოლოგს, აიძულა ენით აელოკა ჭუჭყიანი იატაკი ნახევარი საათის განმავლობაში. ასე მას შემდეგ მოექცა, როდესაც ქალმა 2007 წელს საიენტოლოგიის დატოვება მოინდომა, რათა ხმა არ ამოეღო რელიგიის შესახებ არასდროს და არავისთან.

სანამ საშინელ ადგილს დატოვებდა, 45-დღიანი ტყვეობის შემდეგ, კუკმა ორგანიზაციის ყველა საბუთს მოაწერა ხელი, რათა იგი არ მოეკლათ. მაგრამ ქალი არ დანებდა და რამდენიმე თვის შემდეგ ნაცნობ 12 ათას საიენტოლოგს მამხილებელი წერილები გაუგზავნა. მან მისკევიჩს ბრალი დასდო, რომ საიენტოლოგიური ეკლესია ტირანულ ორგანიზაციად აქცია, რომელიც 50-იან წლებში რონ ჰაბარდის მიერ დაარსებულ სწავლებებს ეწინააღმდეგება. ასევე, კუკმა ორგანიზაციის წევრების შემოწირულობათა (1 მილიარდი დოლარის ოდენობით) მითვისებაში დასდო მისკევიჩს ბრალი.

ქალმა ტეხასის სან ანტონიოს სასამართლოს მიმართა, რადგან მის და მისი ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. საიენტოლოგიის ეკლესიის წარმომადგენლები სასამართლოს აკრძალვას ითხოვდნენ, რადგან კუკმა საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ კონფიდენციალობის შეთანხმება დაარღვია. მაგრამ დები კუკმა განაცხადა, რომ საბუთებზე იძულებით მოაწერინეს ხელი. მსგავსი ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, ეკლესიამ რეტირება მოახდინა და სასამართლო პროცესზე უარი განაცხადა.

რამდენიმე ფაქტი მისკევიჩისა და ტომ კრუზის ურთიერთობაზე

დევიდ მისკევიჩი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ჰოლივუდზე გასასვლელ გზებს. ცნობილია, რომ ამჟამად ჰოლივუდი, ალბათ, მსოფლიო დონის უძლიერესი PR მანქანაა ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურებისთვის. და, თუკი შესაფერის ვარსკვლავს იპოვი და სწორად "დაავერბოვკებ" მას, ეს ორგანიზაციისთვის უმძლავრესი რეკლამა გახდება. და მან იპოვა "ჰოლივუდის ოქროს ბიჭუნა": თავისი დროის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მსახიობი, თანაც, ბავშვობაში უღარიბესი ოჯახიდან, რომელიც დისლექციითა და მამისგან სასტიკი მოპყრობით იტანჯებოდა. მას სრული დამოკიდებულება ჰქონდა "ცისფერ მაფიაზე" - მოუნდებათ - გადაიღებენ, არ მოეწონებათ - მოისვრიან სანაგვეში. მისკევიჩს კანდიდატი აწყობდა - ერთი მხრივ, ცნობილი და მდიდარი, მეორე მხრივ კი თავდაუჯერებელი და მოწყვლადი.

მისკევიჩმა მსახიობის აგენტებთან მისასვლელი გზები იპოვა და ტექნიკურად "შეტენა" მიმი როჯერსი ცოლობის კანდიდატად. შერთან და ჰიზერ ლოკლირთან მინი-რომანების შემდეგ, გეი-მაფიამ გადაწყვიტა, რომ კრუზის მეტად გასაპიარებლად საჭიროა მისი დაქორწინება. მიმი როჯერსი ამ როლისთვის მათ შესაფერისად მიიჩნიეს: ცოტათი უფროსი, საკმაოდ ცნობილი, ამასთან, კრუზს ვერ დაჩრდილავს, როგორც სუპერვარსკვლავს (მათთვის ცნობილი არ იყო როჯერსის საიენტოლოგობის შესახებ, ან ყურადღება არ მიაქციეს ამ ფაქტს). და, ესეც ასე! - საქმე გაჩარხულია. კრუზისა და როჯერსის ხანმოკლე თანაცხოვრების პერიოდში მისკევიჩმა მისი "დავერბოვკება" მოახერხა.

ასევე ცნობილია, რომ ოფიციალურად ტომ კრუზი საიენტოლოგი 1990 წელს გახდა, მაგრამ 90-იანებში იგი აქტიური საიენტოლოგი არ იყო, რადგან ამას ნიკოლ კიდმანი ეწინააღმდეგებოდა. იგი ფაქტობრივად ვერ იტანდა მისკევიჩს და ყველა გზით ცდილობდა, ტომი საიენტოლოგიის წინააღმდეგ განეწყო. ამაში კიდმანს დევიდ გეფენი და სტივენ სპილბერგიც ეხმარებოდნენ. ასევე წერენ, როგორღაც ამ ჭაობიდან რომ ამოეთრიათ, სპილბერგმა სტენლი კუბრიკი დაარწმუნა, კრუზი და კიდმანი ფილმში "ფართოდ გახელილი თვალები" მიეწვია.

გადაღებები ინგლისში (მისკევიჩისგან შორს) 3,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაუგებარია, რა მოხდა შემდგომ, მაგრამ კუბრიკი ფილმის გადაღების დასრულებისთანავე გარდაიცვალა. კრუზმა მოულოდნელად კიდმანთან დაშორება გადაწყვიტა და აქტიური საიენტოლოგი გახდა: მედიასაშუალებების მეშვეობით აპიარებდა თავის რელიგიას. მისკევიჩი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.

იგი კრუზისა და კეტი ჰოლმსის ქორწილში მეჯვარე გახლდათ, მერე კი მათთან ერთად მალდივებზე საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა. ამჟამად მისკევიჩი კრუზს ყველა მოგზაურობაში თან ახლავს.

დევიდ მისკევიჩის ბიოგრაფიიდან

დევიდ მისკევიჩი - საიენტოლოგიური ეკლესიის ლიდერია. 1960 წელს ფილადელფიაში პოლონურ-იტალიურ კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ასთმა და ალერგია აწუხებდა. მშობლებმა არ იცოდნენ, როგორ ემკურნალათ, შემთხვევით მიმართეს დიანეტიკას და მათი თქმით, ამან ბავშვს უშველა. ამის შემდეგ, მთელი ოჯახი საიენტოლოგი გახდა. ყმაწვილობაში მისკევიჩი რონ ჰაბარდის თანაშემწე იყო. 80-იანი წლების დასაწყისში ლიდერ პოზიციამდე ავიდა, ჰაბარდის სიკვდილის შემდეგ კი იგი შეცვალა და ორგანიზაციიდან ჰაბარდის მეუღლე გააგდო.

მისკევიჩმა და რონ ჰაბარდმა 1991 წელს საიენტოლოგიური ეკლესიისთვის სრული საგადასახადო შეღავათები მოიპოვეს. აქამდე, 20 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ აშშ-ის საგადასახადოს 50-ჯერ უშედეგოდ მიმართა მოთხოვნით. როგორ მოიქცა მისკევიჩი: დაიქირავა კერძო დეტექტივები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში საგადასახადოს წამყვან თანამშრომლებს უთვალთვალებდნენ და უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს.

ფაქტების გასაჯაროების სანაცვლოდ მისკევიჩმა გადასახადებისგან სრული გათავისუფლება მოითხოვა, როგორც არაკომერციული რელიგიური ან საქველმოქმედო ორგანიზაციისა. და მიიღო კიდეც. ამის შემდეგ მან ლოს ანჯელესის სტადიონზე ეკლესიის 10 ათასზე მეტი წევრი შეკრიბა და 3-საათიანი სიტყვით მიმართა: "ომი დასრულდა! ჩვენ გავიმარჯვეთ! დღეიდან არავითარი გადასახადები!". ოვაციები 10 წუთზე მეტს გაგრძელდა, საიენტოლოგებმა გამარჯვება იზეიმეს.

დევიდ მისკევიჩის მეუღლე შელი 2006 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. "ნიუ იორკერის" გადმოცემით, ან ცოცხალია, ან მკვდარი, ან სადმე მალავენ.

საიენტოლოგია

საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც ამერიკელმა მწერალ-ფანტასტმა რონ ჰაბარდმა შექმნა. მისი მიზანი თითქოს კეთილშობილურია, - ადამიანური შესაძლებლობების სრულყოფასა და სულიერად ამაღლებას ემსახურება. საიენტოლოგია აერთიანებს ფილოსოფიისა და სულიერი სრულყოფილების ტექნიკის ფლობასა და ისეთ სფეროებს, როგორიცაა მორალი, ეთიკა, განათლება, მართვის ტექნოლოგიები და სხვა.

ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი (ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა, ჯინა ელფმანი, კელი პრესტონი, კერსტი ელი, მიშელ ფაირმანი, ჯეისონ ლი, უილ სმიტი, დასტინ ჰოფმანი, რობინ უილიამსი, პრისცილა პრესლი, კეიტ ჰოლმსი და სხვები) მისი მიმდევარია.

კრიტიკოსების აზრით, ამ მიმდინარეობას საერთო არაფერი აქვს ჰუმანიტარულ, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიზნებთან, ეს არის წმინდა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეგრეთ წოდებული თავისი ლიდერების გამდიდრებას ემსახურება.

საიენტოლოგიას არ ცნობენ - საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ისრაელი, მექსიკა. გერმანელები მას კომერციულ, ბელგიელები კი დანაშაულებრივ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ბელგიაში მისი მიმდევრობა კანონით ისჯება.

დუდანა ზაქარია, AMBEBI.GE

პირველი ქალი მთავარი მსაჯი "კაცების თამაშში": ვინ არის სტეფანი ფრეპარტი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" იმსაჯა: "გოგონები მიყურებენ და ფიქრობენ, ეს შესაძლებელია"

ობამა, ბუში და კლინტონი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ - "მე ვენდობი მეცნიერებას“

რუსეთში მომდევნო კვირიდან კორონავირუსზე ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იწყება - პუტინის თქმით, პირველ რიგში, მასწავლებლები და ექიმები უნდა აიცრან