პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზული ტერაქტები და ობამა-პუტინის არაფორმალური შეხვედრა - "დიდი ოცეულის" გამორჩეული მომენტები
პარიზული ტერაქტები და ობამა-პუტინის არაფორმალური შეხვედრა - "დიდი ოცეულის" გამორჩეული მომენტები

"დიდი ოცე­უ­ლის" მო­რი­გი სა­მი­ტი თურ­ქე­თის ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ა­ში 15 ნო­ემ­ბერს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა და ორ დღეს გაგ­რძელ­და. სა­მიტ­ზე თავი მო­ი­ყა­რეს მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა - აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ვიდ კე­მე­რონ­მა და სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა.

პა­რი­ზის 13-მა ნო­ემ­ბერ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა "დიდი ოცე­უ­ლის" სა­მი­ტის დღის წეს­რი­გიც. პა­რი­ზუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბი იყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა თურ­ქეთ­ში "დიდი ოცე­უ­ლის" სა­მიტ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი "ოცე­უ­ლის" სა­მი­ტი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მია, ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მი­ტის მთა­ვარ თე­მად ტე­რო­რიზ­მი და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი იყო წა­მო­წე­უ­ლი.

ან­ტა­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე "დიდი ოცე­უ­ლის" სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა პი­რის­პირ გა­ი­სა­უბ­რეს.

ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი სა­მი­ტის შეს­ვე­ნე­ბის დროს სას­ტუმ­როს მი­სა­ღებ­ში, სა­ვარ­ძლებ­ში, პი­რის­პირ მო­კა­ლათ­დნენ და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­დნენ. მათ სა­უ­ბარს მხო­ლოდ თარ­ჯიმ­ნე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­სა­უბ­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთს გაგ­რძელ­და.

სა­მიტ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბა­რაკ ობა­მას სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა პა­რი­ზუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბი იყო:

"დიდი ოცე­უ­ლის" სა­მი­ტი ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავს მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებს ხოლ­მე, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს ცა და­აბ­ნე­ლა სა­ში­ნელ­მა თავ­დას­ხმებ­მა, რო­მე­ლიც მოხ­და პა­რიზ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ. ეს იყო შე­ტე­ვა არა მხო­ლოდ პა­რიზ­ზე, არა­მედ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ზე. მე სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ პრე­ზი­დენტ ოლან­დს და ფრანგ ხალ­ხს და აღ­ვუთ­ქვამ დახ­მა­რე­ბას დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა­ში".

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

პარიზული ტერაქტები და ობამა-პუტინის არაფორმალური შეხვედრა - "დიდი ოცეულის" გამორჩეული მომენტები

პარიზული ტერაქტები და ობამა-პუტინის არაფორმალური შეხვედრა - "დიდი ოცეულის" გამორჩეული მომენტები

"დიდი ოცეულის" მორიგი სამიტი თურქეთის ქალაქ ანტალიაში 15 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდა. სამიტზე თავი მოიყარეს მსოფლიო ლიდერებმა - აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა.

პარიზის 13-მა ნოემბერმა მთლიანად შეცვალა "დიდი ოცეულის" სამიტის დღის წესრიგიც. პარიზული ტერაქტები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა თურქეთში "დიდი ოცეულის" სამიტზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი "ოცეულის" სამიტი ეკონომიკური ფორუმია, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სამიტის მთავარ თემად ტერორიზმი და უსაფრთხოების საკითხები იყო წამოწეული.

ანტალიაში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირისპირ გაისაუბრეს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები სამიტის შესვენების დროს სასტუმროს მისაღებში, სავარძლებში, პირისპირ მოკალათდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ. მათ საუბარს მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. არაფორმალური გასაუბრება დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამას საუბრის მთავარი თემა პარიზული ტერაქტები იყო:

"დიდი ოცეულის" სამიტი ტრადიციულად განიხილავს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს ხოლმე, მაგრამ მსოფლიოს ცა დააბნელა საშინელმა თავდასხმებმა, რომელიც მოხდა პარიზში რამდენიმე დღის წინ. ეს იყო შეტევა არა მხოლოდ პარიზზე, არამედ ცივილიზებულ სამყაროზე. მე სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ოლანდს და ფრანგ ხალხს და აღვუთქვამ დახმარებას დამნაშავეების დასჯაში".

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა