მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ პატარები დედებთან ერთად იხდიან სასჯელს" - რეპორტაჟი სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულებიდან
"აქ პატარები დედებთან ერთად იხდიან სასჯელს" - რეპორტაჟი სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულებიდან

რუს­თავ­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ქალ­თა #5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­სას­ვლელ­ში სა­გულ­და­გუ­ლო შე­მოწ­მე­ბას გავ­დი­ვარ. ამის შემ­დეგ ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით მძი­მედ იღე­ბა რამ­დე­ნი­მე რკი­ნის კარი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კორ­პუს­ში შევ­დი­ვარ. აქ 300-ზე მეტი ქალი იხ­დის სას­ჯელს. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს, ნა­წი­ლი კი ვერ­დიქ­ტის მო­ლო­დინ­შია. ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ეზო­ში ქა­ლებ­მა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 150 ძირი ხე დარ­გეს. მათ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვის, ტი­რი­ფის, მა­რადმწვა­ნე კვი­დო­სა და თრიმ­ლის ნერ­გე­ბი სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა. ეზო­ში დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხე­ე­ბიც არის. ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი საჭ­რე­ლი მაკ­რატ­ლით ხელ­ში მცე­ნა­რე­ებს ალა­მა­ზებ­და. ის პრო­ფე­სი­ით ექი­მია, სას­ჯელს თაღ­ლი­თო­ბის­თვის იხ­დის.

რუ­სუ­და­ნი, 57 წლის: - ექი­მი ვარ, არ მი­მუ­შა­ვია გამ­წვა­ნე­ბა­ში, მაგ­რამ ვიცი ეს საქ­მე და ვა­ლა­მა­ზებ აქა­უ­რო­ბას. ყვე­ლა­ფერს გუ­ლი­ა­ნად ვა­კე­თებ, ასე დროც გამ­ყავს.

- რის­თვის იხ­დით სას­ჯელს?

- თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბა წა­მი­ყე­ნეს. იტა­ლი­ა­ში ხალ­ხი სა­მუ­შა­ოდ დამ­ყავ­და და იქ ვა­საქ­მებ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­დან ერთი ადა­მი­ა­ნი უნდა წა­მეყ­ვა­ნა, ამი­ტომ იტა­ლი­ა­ში ფიქ­ცი­უ­რი ხელ­მო­წე­რა გა­ვუ­კე­თე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქალ­მა წას­ვლა­ზე უარი გან­მი­ცხა­და, ფუ­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მომ­თხო­ვა და პო­ლი­ცი­ა­ში მი­ჩივ­ლა. 4.000 დო­ლარს მე­და­ვე­ბო­და, ეს თან­ხა უკან და­ვუბ­რუ­ნე, მაგ­რამ მა­ინც აქ ვზი­ვარ. 18.000 დო­ლა­რი ად­ვო­კატ­მა აიღო, მაგ­რამ ჩემს და­სახ­მა­რებ­ლად არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. 6 წელი და­უს­წრებ­ლად მო­მი­სა­ჯეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა საპ­რო­ცე­სო­ზე უარს ამ­ბობ­და, ახლა მპირ­დე­ბი­ან, საპ­რო­ცე­სოს გა­გი­ფორ­მებთ და წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარს მო­გის­ჯი­თო. 57 წლის ვარ, თურ­მე აქ ადრე უნდა მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ ცხოვ­რე­ბის­თვის სხვა თვა­ლით შე­მე­ხე­და.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ქალს გა­ვე­სა­უბ­რე. უმ­რავ­ლე­სო­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ნა­წი­ლი კი გულ­წრფე­ლად აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის, ნეს­ტან ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ად­მი­ნის­ტრა­ცია ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დგომ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს.

ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­დაც უამ­რა­ვი წიგ­ნია. რამ­დე­ნი­მე თა­რო­ზე ჩა­უმწკრი­ვე­ბი­ათ "პა­ლიტ­რა L"-ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თან ერ­თად დე­და­თა და ბავ­შვთა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შევ­დი­ვარ. დღეს იქ 5 ქალი სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან კე­თილ­მო­წყო­ბილ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. ისი­ნი მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი არი­ან და სას­ჯელს შვი­ლებ­თან ერ­თად იხ­დი­ან. შე­ნო­ბას პა­ტა­რა ეზოც აქვს, სა­დაც პა­ტა­რე­ბი თა­მა­შო­ბენ. ყვე­ლა ქალს თა­ვი­სი ოთა­ხი აქვს, სა­დაც ბავ­შვის სა­წო­ლი და სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი დგას, აქვთ სამ­ზა­რე­უ­ლო, იქ უმ­ზა­დე­ბენ შვი­ლებს საჭ­მელს. ცალ­კეა პა­ტა­რე­ბის­თვის გა­სარ­თო­ბი ოთა­ხი დიდი ტე­ლე­ვი­ზო­რი­თა და სა­თა­მა­შო­ე­ბით. არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ნამ ბავ­შვი 3 წლის გახ­დე­ბა, დე­დას უფ­ლე­ბა აქვს, შვი­ლი გვერ­დით ჰყავ­დეს. ამის შემ­დეგ დე­დებს შვი­ლე­ბის დათ­მო­ბა უწევთ, ისი­ნი ან ოჯა­ხის წევ­რებს მიჰ­ყავთ, ან თუ ამის პი­რო­ბე­ბი არა აქვს ქალს, მა­შინ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე პა­ტა­რა მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­დის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"აქ პატარები დედებთან ერთად იხდიან სასჯელს" - რეპორტაჟი სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულებიდან

"აქ პატარები დედებთან ერთად იხდიან სასჯელს" - რეპორტაჟი სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულებიდან

რუსთავში, სასჯელაღსრულების ქალთა #5 დაწესებულების შესასვლელში საგულდაგულო შემოწმებას გავდივარ. ამის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით მძიმედ იღება რამდენიმე რკინის კარი და ადმინისტრაციულ კორპუსში შევდივარ. აქ 300-ზე მეტი ქალი იხდის სასჯელს. მათ უმრავლესობას განაჩენი გამოტანილი აქვს, ნაწილი კი ვერდიქტის მოლოდინშია. ქალთა დაწესებულების ეზოში ქალებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა 150 ძირი ხე დარგეს. მათ ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ვერცხლისფერი ნაძვის, ტირიფის, მარადმწვანე კვიდოსა და თრიმლის ნერგები საჩუქრად გადასცა. ეზოში დეკორატიული ხეებიც არის. ქალბატონი რუსუდანი საჭრელი მაკრატლით ხელში მცენარეებს ალამაზებდა. ის პროფესიით ექიმია, სასჯელს თაღლითობისთვის იხდის.

რუსუდანი, 57 წლის: - ექიმი ვარ, არ მიმუშავია გამწვანებაში, მაგრამ ვიცი ეს საქმე და ვალამაზებ აქაურობას. ყველაფერს გულიანად ვაკეთებ, ასე დროც გამყავს.

- რისთვის იხდით სასჯელს?

- თაღლითობის ბრალდება წამიყენეს. იტალიაში ხალხი სამუშაოდ დამყავდა და იქ ვასაქმებდი. საქართველოდან ერთი ადამიანი უნდა წამეყვანა, ამიტომ იტალიაში ფიქციური ხელმოწერა გავუკეთე, მოგვიანებით ქალმა წასვლაზე უარი განმიცხადა, ფულის უკან დაბრუნება მომთხოვა და პოლიციაში მიჩივლა. 4.000 დოლარს მედავებოდა, ეს თანხა უკან დავუბრუნე, მაგრამ მაინც აქ ვზივარ. 18.000 დოლარი ადვოკატმა აიღო, მაგრამ ჩემს დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია. 6 წელი დაუსწრებლად მომისაჯეს. პროკურატურა საპროცესოზე უარს ამბობდა, ახლა მპირდებიან, საპროცესოს გაგიფორმებთ და წელიწად-ნახევარს მოგისჯითო. 57 წლის ვარ, თურმე აქ ადრე უნდა მოვსულიყავი, რომ ცხოვრებისთვის სხვა თვალით შემეხედა.

დაწესებულებაში რამდენიმე ქალს გავესაუბრე. უმრავლესობა ირწმუნება, რომ შეთითხნილი ბრალდებით არის დაკავებული, ნაწილი კი გულწრფელად აღიარებს დანაშაულს. დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის თქმით, ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ სასჯელის მოხდის შემდგომ ყველა პატიმარი რეალიზებული იყოს.

ბიბლიოთეკაში, სადაც უამრავი წიგნია. რამდენიმე თაროზე ჩაუმწკრივებიათ "პალიტრა L"-ის წიგნები, რომლებიც წლების წინ საჩუქრად გადაეცა დაწესებულებას. სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად დედათა და ბავშვთა დაწესებულებაში შევდივარ. დღეს იქ 5 ქალი სხვა პატიმრებისგან კეთილმოწყობილ პირობებში ცხოვრობს. ისინი მეძუძური დედები არიან და სასჯელს შვილებთან ერთად იხდიან. შენობას პატარა ეზოც აქვს, სადაც პატარები თამაშობენ. ყველა ქალს თავისი ოთახი აქვს, სადაც ბავშვის საწოლი და საჭირო ინვენტარი დგას, აქვთ სამზარეულო, იქ უმზადებენ შვილებს საჭმელს. ცალკეა პატარებისთვის გასართობი ოთახი დიდი ტელევიზორითა და სათამაშოებით. არსებული კანონმდებლობით, სანამ ბავშვი 3 წლის გახდება, დედას უფლება აქვს, შვილი გვერდით ჰყავდეს. ამის შემდეგ დედებს შვილების დათმობა უწევთ, ისინი ან ოჯახის წევრებს მიჰყავთ, ან თუ ამის პირობები არა აქვს ქალს, მაშინ მის გათავისუფლებამდე პატარა მინდობით აღზრდაში გადადის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია