ვიდეომ, რომელიც მაღაზიათა ქსელმა iPhone+ გაავრცელა, ქართველი ინტერნეტმომხმარებელი შოკში ჩააგდო. კომპანიამ ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის ვიდეომიმართვების სტილში გადაღებული ვიდეორგოლით, ქართველ მომხმარებელს "ახარა", რომ იანვრიდან იგი Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი ხდება. თუმცა, თუ მომხმარებლების რეაქციით ვიმსჯელებთ, კომპანიას საერთოდ ბაზრიდან გაქრობა ემუქრება. რეკლამას მოჰყვა უარყოფითი შეფასებები, მოქალაქეები ვიდეოს წაშლას ითხოვენ.
გთავაზობთ კომენტარების ნაწილს, რომელსაც ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოზე წერენ ინტერნეტმომხმარებლები: "ვინც ინგლისური კარგად იცის, მიწეროს "ეფლის" ოფიციალურ წარმომადგენლობას, რომ დაააჯარიმონ ეს ამაზრზენი ხალხი!"; "ამ ვიდეოთი უკვე ჩაეწერეთ ისტორიაში, როგორც ყველაზე სამარცხვინო კომპანია საქართველოში!"; "ISIS და პარიზის ტერაქტი თუ სახუმარო გგონიათ, ძალიან ცუდად ყოფილა თქვენი საქმე!!"; "ყ...ბი ხართ, რა გითხრათ სხვა?" - წერენ კომენტარებში.