საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ათასობით საკრედიტო ორგანიზაცია ხალხს აღატაკებს
საქართველოში ათასობით საკრედიტო ორგანიზაცია ხალხს აღატაკებს

74 მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, 18 საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რი, 1000-ზე მეტი ლომ­ბარ­დი და ასე­უ­ლობ­თი მცი­რე სეს­ხის გამ­ცე­მი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - ეს არის უკონ­ტრო­ლო ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ნა­წი­ლი, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ურე­კა­ვენ, "ესე­მე­სებს" უგ­ზავ­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს და სესხს სთა­ვა­ზო­ბენ. არ არ­სე­ბობს უახ­ლე­სი კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ად­გენ­და, რამ­დე­ნად რის­კის შემ­ცვე­ლია ამ­დე­ნი უკონ­ტრო­ლო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ქვე­ყა­ნა­ში, რა ზღვარს უახ­ლოვ­დე­ბა ე.წ. ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი. ეს არის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს ბუ­მე­რან­გი­ვით და­ა­ტყდეს ისე­დაც გა­ღა­ტა­კე­ბულ ქვე­ყა­ნას.

"ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სის" ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტი, ნა­ი­რა მჭედ­ლიშ­ვი­ლი 58 წლი­საა, უმუ­შე­ვა­რი. არ აქვს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, პენ­სია ან სხვა ტი­პის შე­მო­სა­ვა­ლი. კვი­რა არ გავა მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე რამ­დე­ნი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­ვი­დეს კრე­დი­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ე­ბი უკვე "ესე­მე­სებს" აღარ სჯერ­დე­ბი­ან და პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენ­ტებს პირ­და­პირ ტე­ლე­ფონ­ზეც ურე­კა­ვენ. "ამას­წი­ნათ და­მი­რე­კეს ერთ-ერთი სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან და 600-ლა­რი­ა­ნი სეს­ხი შე­მომ­თა­ვა­ზეს. მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და ვუ­თხა­რი, რომ არ მინ­დო­და. ოპე­რა­ტო­რი გო­გო­ნა არ მო­მეშ­ვა და მარ­წმუ­ნებ­და, რომ მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სეს­ხის ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და. რამ­დე­ნი­მე წუთი მე­სა­უბ­რა სა­სეს­ხო პი­რო­ბებ­ზე. ვუ­თხა­რი, რომ არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და სეს­ხის და­საბ­რუ­ნებ­ლად და ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რომ ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ანს სთა­ვა­ზობ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც გა­ირ­კვა, გა­რან­ტია იყო ჩემი ქო­ნე­ბა. არ მაქვს შე­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ მაქვს სახ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ნივ­თე­ბით. თუ სესხს ვერ გა­და­ვიხ­დი­დი, გა­რან­ტი სწო­რედ ეს ქო­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და", - ამ­ბობს ნა­ი­რა მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­გვარ რის­კზე მი­დი­ან, მთა­ვა­რია პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენტს რა­ი­მე სა­ხის ქო­ნე­ბა გა­აჩ­ნდეს. მათ­თვის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი კლი­ენ­ტის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა არ არის. და­ბა­ლი სა­ფი­ნან­სო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე, ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­გვა­რი ცდუ­ნე­ბის მსხვერ­პლნი ხში­რად ხდე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბა უფრო მე­ტად ღა­ტაკ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი მძიმ­დე­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ სა­ხელ­მწი­ფოს აწ­ვე­ბა მძი­მე ტვირ­თად. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ამ ბიზ­ნე­სის რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის არა­ფერს აკე­თებს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რია. მათი აქ­ტი­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, ამ დრო­ის­თვის, 10,6 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა, მათ მიერ გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის ოდე­ნო­ბა 7,275 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევს. მე-2 კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წმინ­და მო­გე­ბამ 200 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სეგ­მენ­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მზარ­დია. ეროვ­ნულ ბანკს 74 მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქვს აღ­ნუს­ხუ­ლი სა­ფი­ნან­სო სივ­რცე­ში პირ­ვე­ლი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია 2006 წელს გა­მოჩ­ნდა, როცა მი­ი­ღეს კა­ნო­ნი "მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ".

2015 წლის სამი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წმინ­და მო­გე­ბამ 100 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს არის რე­კორ­დუ­ლი მო­გე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შარ­შან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­გე­ბა 80 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და. ასე­ვე სწრა­ფად იზ­რდე­ბა მათი აქ­ტი­ვე­ბი - 1,546 მი­ლი­არ­დი ლარი. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს 1,160 მი­ლი­არ­დი ლა­რის კრე­დი­ტი აქვთ გა­ცე­მუ­ლი. ყვე­ლა­ზე დიდი ნა­წი­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხებ­ზე მო­დის - 560 მი­ლი­ო­ნი ლარი, შემ­დე­გია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა - 245 მი­ლი­ო­ნი ლარი და მას მცი­რე­დით ჩა­მორ­ჩე­ბა ვაჭ­რო­ბა - 238 მი­ლი­ო­ნი ლარი. გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში 1000-ზე მეტი ლომ­ბარ­დია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ამას­თა­ნა­ვე ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა მცი­რე სეს­ხის გამ­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ერ­თოდ უკონ­ტრო­ლოა. ასე­ვე არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნია ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია და რა რა­ო­დე­ნო­ბის სეს­ხი აქვს მას გა­ცე­მუ­ლი. საკ­მა­რი­სია პირი და­რე­გის­ტრირ­დეს ინდმე­წარ­მედ ან შექ­მნას შპს და იწყებს ფი­ნან­სურ საქ­მი­ა­ნო­ბას. შემ­დეგ მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ურე­კა­ვენ ადა­მი­ა­ნებს, სთა­ვა­ზო­ბენ სეს­ხებს, ხოლო ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა ხდე­ბა მსეს­ხებ­ლის ქო­ნე­ბით.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მსეს­ხე­ბე­ლი ისე აწერს ხელს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ მას არ კი­თხუ­ლობს. ზო­გა­დად კი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გა­წე­რი­ლი მუხ­ლე­ბი იმ­დე­ნად რთუ­ლად აღ­საქ­მე­ლია, რომ ფი­ნან­სუ­რად გა­უ­ნათ­ლე­ბელ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ვერც კი გა­ი­გოს. საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კლი­ენ­ტის და­კარ­გვის ში­შით მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ მას არა­ფერს ეუბ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, არა­სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა კლი­ენ­ტე­ბი ის ადა­მი­ა­ნე­ბია, რომ­ლებ­საც ბან­კში გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სეს­ხი არ მის­ცეს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

საქართველოში ათასობით საკრედიტო ორგანიზაცია ხალხს აღატაკებს

საქართველოში ათასობით საკრედიტო ორგანიზაცია ხალხს აღატაკებს

74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 18 საკრედიტო კავშირი, 1000-ზე მეტი ლომბარდი და ასეულობთი მცირე სესხის გამცემი დაწესებულება - ეს არის უკონტროლო ფინანსური ბაზრის ნაწილი, რომლის მონაწილეები დღეში რამდენჯერმე ურეკავენ, "ესემესებს" უგზავნიან ადამიანებს და სესხს სთავაზობენ. არ არსებობს უახლესი კვლევა, რომელიც დაადგენდა, რამდენად რისკის შემცველია ამდენი უკონტროლო საფინანსო ორგანიზაცია ქვეყანაში, რა ზღვარს უახლოვდება ე.წ. ჭარბვალიანობის კოეფიციენტი. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება ერთ დღეს ბუმერანგივით დაატყდეს ისედაც გაღატაკებულ ქვეყანას.

"ბიზნეს-რეზონანსის" ერთ-ერთი რესპონდენტი, ნაირა მჭედლიშვილი 58 წლისაა, უმუშევარი. არ აქვს სოციალური დახმარება, პენსია ან სხვა ტიპის შემოსავალი. კვირა არ გავა მის მობილურ ტელეფონზე რამდენიმე შეტყობინება არ მივიდეს კრედიტის შეთავაზების შესახებ. ამჯერად საფინანსო კომპანიები უკვე "ესემესებს" აღარ სჯერდებიან და პოტენციურ კლიენტებს პირდაპირ ტელეფონზეც ურეკავენ. "ამასწინათ დამირეკეს ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციიდან და 600-ლარიანი სესხი შემომთავაზეს. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ არ მინდოდა. ოპერატორი გოგონა არ მომეშვა და მარწმუნებდა, რომ მის ორგანიზაციას სესხის ძალიან კარგი პირობები ჰქონდა. რამდენიმე წუთი მესაუბრა სასესხო პირობებზე. ვუთხარი, რომ არანაირი შემოსავალი არ მქონდა სესხის დასაბრუნებლად და ძალიან გამიკვირდა, რომ ჩემნაირ ადამიანს სთავაზობდნენ. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, გარანტია იყო ჩემი ქონება. არ მაქვს შემოსავალი, მაგრამ მაქვს სახლი, შესაბამისი ნივთებით. თუ სესხს ვერ გადავიხდიდი, გარანტი სწორედ ეს ქონება იქნებოდა", - ამბობს ნაირა მჭედლიშვილი.

საკრედიტო დაწესებულებები ყოველგვარ რისკზე მიდიან, მთავარია პოტენციურ კლიენტს რაიმე სახის ქონება გააჩნდეს. მათთვის მთავარი ფაქტორი კლიენტის გადახდისუნარიანობა არ არის. დაბალი საფინანსო განათლების მქონე, ეკონომიკურად გაჭირვებული ადამიანები ამგვარი ცდუნების მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. შესაბამისად, მოსახლეობა უფრო მეტად ღატაკდება, ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმდება და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს აწვება მძიმე ტვირთად. ხელისუფლება კი ამ ბიზნესის რეგულირებისთვის არაფერს აკეთებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში 18 საკრედიტო კავშირია. მათი აქტივების მოცულობა, ამ დროისთვის, 10,6 მილიონ ლარს აღემატება, მათ მიერ გაცემული სესხების ოდენობა 7,275 მილიონ ლარს აღწევს. მე-2 კვარტლის მონაცემებით, საკრედიტო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 200 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საქართველოში ეს სეგმენტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. ეროვნულ ბანკს 74 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აქვს აღნუსხული საფინანსო სივრცეში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2006 წელს გამოჩნდა, როცა მიიღეს კანონი "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ".

2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს არის რეკორდული მოგების მაჩვენებელი. შარშან მთელი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციების მოგება 80 მილიონ ლარს შეადგენდა. ასევე სწრაფად იზრდება მათი აქტივები - 1,546 მილიარდი ლარი. ამ ორგანიზაციებს 1,160 მილიარდი ლარის კრედიტი აქვთ გაცემული. ყველაზე დიდი ნაწილი სამომხმარებლო სესხებზე მოდის - 560 მილიონი ლარი, შემდეგია სოფლის მეურნეობა - 245 მილიონი ლარი და მას მცირედით ჩამორჩება ვაჭრობა - 238 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ქვეყანაში 1000-ზე მეტი ლომბარდია რეგისტრირებული, ამასთანავე ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა მცირე სესხის გამცემი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა საერთოდ უკონტროლოა. ასევე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რამდენია ასეთი ორგანიზაცია და რა რაოდენობის სესხი აქვს მას გაცემული. საკმარისია პირი დარეგისტრირდეს ინდმეწარმედ ან შექმნას შპს და იწყებს ფინანსურ საქმიანობას. შემდეგ მათი წარმომადგენლები ურეკავენ ადამიანებს, სთავაზობენ სესხებს, ხოლო ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პირობების დარღვევის შემთხვევაში, სესხის ანაზღაურება ხდება მსესხებლის ქონებით.

ხშირ შემთხვევაში მსესხებელი ისე აწერს ხელს ხელშეკრულებას, რომ მას არ კითხულობს. ზოგადად კი ხელშეკრულებაში გაწერილი მუხლები იმდენად რთულად აღსაქმელია, რომ ფინანსურად გაუნათლებელმა ადამიანმა შეიძლება ვერც კი გაიგოს. საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენელი, კლიენტის დაკარგვის შიშით მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მას არაფერს ეუბნება. გარდა ამისა, არასაბანკო დაწესებულებათა კლიენტები ის ადამიანებია, რომლებსაც ბანკში გადახდისუუნაროობიდან გამომდინარე სესხი არ მისცეს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია