საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სურამელი მამაკაცი, რომლის ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო - 100 000 ნახვა 2 დღეში!
ვინ არის სურამელი მამაკაცი, რომლის ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო - 100 000 ნახვა 2 დღეში!

ვი­დე­ოს - "ვა­ს­ა­სის პირ­და­პი­რი ჩარ­თვა ხა­შუ­რი­დან", რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და, 2 დღე­ში 100 000-მდე ნახ­ვა აქვს. ვი­დე­ოს ავ­ტო­რი 31 წლის სუ­რა­მე­ლი ვასო გრი­გა­ლაშ­ვი­ლია. მისი 40 წა­მი­ა­ნი ვი­დე­ოს ში­ნა­არ­სი ათო­ბით ათას­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ზე­პი­რად იცის, თუმ­ცა ვი­დე­ოს ავ­ტორს ცოტა თუ იც­ნობს. ამ სტა­ტი­ა­ში ბოლო პე­რი­ო­დის ყვე­ლა­ზე "ვირუ­სუ­ლი ვი­დე­ოს" ავ­ტორს გა­გაც­ნობთ.

- სუ­რა­მი­დან მოვ­დი­ო­დი თბი­ლის­ში, გზა­ში რა­ტომ­ღაც და­მე­ბა­და იდეა, რომ ეს გა­და­მე­ღო. გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, გად­მო­ვე­დი და გა­და­ვი­ღე ის, რაც ყვე­ლამ ნახა. სხვა­თა შო­რის, ბევ­რმა და­წე­რა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წყალ­დი­დო­ბის თე­მა­ზე ასე­თი ლა­პა­რა­კიო. ჯერ ერთი, რომ როცა ამ ვი­დე­ოს ვი­ღებ­დი, მაგ დროს წყალ­დი­დო­ბა არ იყო, უბ­რა­ლოდ, მაგ­რად წვიმ­და, მე­ო­რეც, ვფიქ­რობ, იუ­მო­რის დრო ყო­ველ­თვი­საა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არა ქარ­თვე­ლე­ბის იუ­მო­რი, აქამ­დე სკვი­თე­ბი­ვით ვიქ­ნე­ბო­დით გა­და­შე­ნე­ბუ­ლი.

- მა­შინ­ვე გა­და­წყვი­ტე რომ აგეტვირ­თა?

- "video vision" არის ასე­თი გვერ­დი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის შექ­მნი­ლი იყო. ამ გვერ­დის ერთ-ერთი ად­მი­ნი მეც ვარ და გა­დავ­წყვი­ტე, იქ ამეტვირ­თა ეს ვი­დეო. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში იმ­დე­ნი ნახ­ვა და გა­ზი­ა­რე­ბა ჰქონ­და, რამ­დე­ნიც "ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას" და­არ­სე­ბის დღი­დან დღემ­დე არ ჰქო­ნია. მერე ამ გვერ­დი­დან სხვა­დას­ხვა გვერ­დებ­მა გა­ა­ზი­ა­რეს და მგო­ნი სა­ერ­თო ჯამ­ში 100 000-მდე ნახ­ვა და­უგ­როვ­და, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, თან 2 დღე­ში, ცოტა ნამ­დვი­ლად არაა, გულ­წრფე­ლად ვთქვა, მი­ხა­რია, რომ ჩემს ვი­დე­ოს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

- ელო­დი ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას?

- სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ამის ნა­ხე­ვარ­საც არ ვე­ლო­დი. რო­გორც ჩანს, ხალ­ხს გულ­წრფე­ლო­ბა მო­ე­წო­ნა და იმი­ტო­მაც გავ­რცელ­და. სხვა­თა შო­რის, არ მე­გო­ნა და ბევ­რმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. მა­გა­ლი­თად, კობა სუ­ბე­ლი­ან­მა პრე­მი­ე­რის გვერ­დზე გა­ა­ზი­ა­რა და და­ა­კო­მენ­ტა­რა - აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ა­კი­თხოთ ამ კაცს ხა­შურ­შიო. ჰოდა, ახლა ვართ პრე­მი­ე­რის ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში.

- სხვა დროს თუ აპი­რებ ვი­დეო-მი­მარ­თვე­ბის გავ­რცე­ლე­ბას?

- კი, კი აუ­ცი­ლებ­ლად. სა­მო­მავ­ლოდ პრე­ზი­დენტს დავ­პა­ტი­ჟებთ სუ­რამ-ხა­შურ­ში. ჩა­მო­ვიდ­ნენ, ნა­ხონ რამ­ხე­ლა გან­ძი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს. ვგეგ­მავთ გლო­ბა­ლურ მი­მარ­თვებ­საც და სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ვიწ­ვევთ ბა­რაკ ობა­მას. მოკ­ლედ, დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს და ვნა­ხოთ, იმე­დია გა­მოგ­ვი­ვა.

- ვასო, რამ­დე­ნა­დაც ვიცი არ­სე­ბობს სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც მუ­შა­ო­ბა შენი დიდი სურ­ვი­ლია.

- ბავ­შვო­ბი­დან ვთა­მა­შობ­დი მან-სან-კანს, მერე სცე­ნა­რებს ვწერ­დი ხოლ­მე. მოკ­ლედ, სულ იუ­მო­რის სამ­ყა­რო­ში ვტრი­ა­ლებ და ძა­ლი­ან მინ­და რო­მე­ლი­მე იუ­მო­რის­ტუ­ლი შოუს სცე­ნა­რის­ტო­ბა. იმე­დია, ეს ოც­ნე­ბა ამის­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არის სურამელი მამაკაცი, რომლის ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო - 100 000 ნახვა 2 დღეში!

ვინ არის სურამელი მამაკაცი, რომლის ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო - 100 000 ნახვა 2 დღეში!

ვიდეოს - "ვასასის პირდაპირი ჩართვა ხაშურიდან", რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა, 2 დღეში 100 000-მდე ნახვა აქვს. ვიდეოს ავტორი 31 წლის სურამელი ვასო გრიგალაშვილია. მისი 40 წამიანი ვიდეოს შინაარსი ათობით ათასმა მომხმარებელმა ზეპირად იცის, თუმცა ვიდეოს ავტორს ცოტა თუ იცნობს. ამ სტატიაში ბოლო პერიოდის ყველაზე "ვირუსული ვიდეოს" ავტორს გაგაცნობთ.

- სურამიდან მოვდიოდი თბილისში, გზაში რატომღაც დამებადა იდეა, რომ ეს გადამეღო. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და გადავიღე ის, რაც ყველამ ნახა. სხვათა შორის, ბევრმა დაწერა, როგორ შეიძლება წყალდიდობის თემაზე ასეთი ლაპარაკიო. ჯერ ერთი, რომ როცა ამ ვიდეოს ვიღებდი, მაგ დროს წყალდიდობა არ იყო, უბრალოდ, მაგრად წვიმდა, მეორეც, ვფიქრობ, იუმორის დრო ყოველთვისაა. დარწმუნებული ვარ, რომ არა ქართველების იუმორი, აქამდე სკვითებივით ვიქნებოდით გადაშენებული.

- მაშინვე გადაწყვიტე რომ აგეტვირთა?

- "video vision" არის ასეთი გვერდი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის შექმნილი იყო. ამ გვერდის ერთ-ერთი ადმინი მეც ვარ და გადავწყვიტე, იქ ამეტვირთა ეს ვიდეო. დაახლოებით 15 წუთში იმდენი ნახვა და გაზიარება ჰქონდა, რამდენიც "ლეიბორისტულ პარტიას" დაარსების დღიდან დღემდე არ ჰქონია. მერე ამ გვერდიდან სხვადასხვა გვერდებმა გააზიარეს და მგონი საერთო ჯამში 100 000-მდე ნახვა დაუგროვდა, რაც საქართველოში, თან 2 დღეში, ცოტა ნამდვილად არაა, გულწრფელად ვთქვა, მიხარია, რომ ჩემს ვიდეოს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა.

- ელოდი ასეთ გამოხმაურებას?

- სიმართლე რომ ვთქვა, ამის ნახევარსაც არ ველოდი. როგორც ჩანს, ხალხს გულწრფელობა მოეწონა და იმიტომაც გავრცელდა. სხვათა შორის, არ მეგონა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გააზიარა. მაგალითად, კობა სუბელიანმა პრემიერის გვერდზე გააზიარა და დააკომენტარა - აუცილებლად უნდა ჩააკითხოთ ამ კაცს ხაშურშიო. ჰოდა, ახლა ვართ პრემიერის ლოდინის რეჟიმში.

- სხვა დროს თუ აპირებ ვიდეო-მიმართვების გავრცელებას?

- კი, კი აუცილებლად. სამომავლოდ პრეზიდენტს დავპატიჟებთ სურამ-ხაშურში. ჩამოვიდნენ, ნახონ რამხელა განძი აქვს საქართველოს. ვგეგმავთ გლობალურ მიმართვებსაც და საქართველოში მოვიწვევთ ბარაკ ობამას. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს და ვნახოთ, იმედია გამოგვივა.

- ვასო, რამდენადაც ვიცი არსებობს სამსახური, სადაც მუშაობა შენი დიდი სურვილია.

- ბავშვობიდან ვთამაშობდი მან-სან-კანს, მერე სცენარებს ვწერდი ხოლმე. მოკლედ, სულ იუმორის სამყაროში ვტრიალებ და ძალიან მინდა რომელიმე იუმორისტული შოუს სცენარისტობა. იმედია, ეს ოცნება ამისრულდება.

იხილეთ ვიდეო

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია