პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტოსკოლის გახსნა ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს"
"ავტოსკოლის გახსნა ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს"

ავ­ტო­პარ­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა იმ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, ვინც მარ­თვის მოწ­მო­ბას იღებს. მო­თხოვ­ნას ერ­გე­ბა ბიზ­ნე­სიც და თბი­ლის­ში დღეს ავ­ტოს­კო­ლა თით­ქმის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გვხვდე­ბა, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბა ყო­ველ­გვა­რი ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე მუ­შა­ობს. ისიც უნდა ით­ქვას, რომ B კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად და თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე გა­სას­ვლე­ლად მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ველს არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ სჭირ­დე­ბა, ე.წ. "ფსი­ქო­სა" და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტოს­კო­ლის გახ­სნა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბა დღეს ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლი­ათ რო­გორც სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ ავ­ტო­ინ­სტრუქ­ტო­რებს, ისე ტაქ­სის მძღო­ლებ­სა თუ მშე­ნებ­ლებს. ამ ფონ­ზე კი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ავ­ტოს­კო­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას უჩი­ვი­ან. მათი თქმით, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ია­ფ­ფა­სი­ან და მოკ­ლე­ვა­დი­ან თე­ო­რი­ულ კურს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. იმ ავ­ტოს­კო­ლე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც მარ­თვის მოწ­მო­ბის თე­ო­რი­ულ თუ პრაქ­ტი­კულ კურსს ატა­რე­ბენ, მცი­რე ნა­წი­ლი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მათ კონ­კუ­რენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დი აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი.

და­ვით წიკ­ლა­უ­რი, ერთ-ერთი ავ­ტოს­კო­ლის მფლო­ბე­ლი და პე­და­გო­გი: "სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ავ­ტოს­კო­ლაა. არა­ვინ გამ­კი­თხა­ვი არ არის, ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია ამით ფული აკე­თოს. არც დიპ­ლომს გთხოვს ვინ­მე და არც ლი­ცენ­ზი­ას. თუ პი­როვ­ნე­ბა C, D და E კა­ტე­გო­რი­ას არ ას­წავ­ლის, არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი არ სჭირ­დე­ბა, მას შე­უძ­ლია კარ­გად და­ი­მახ­სოვ­როს მო­ცე­მუ­ლი 1032 ბი­ლე­თი, სა­რეკ­ლა­მო აბრა გა­მო­აკ­რას და ყვე­ლა სრულ­წლო­ვან მო­ქა­ლა­ქეს წა­უ­კი­თხოს B კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად სა­ჭი­რო თე­ო­რი­უ­ლი კურ­სი. პრაქ­ტი­კუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ დღე­ში მო­ამ­ზა­დო პი­როვ­ნე­ბა გა­მოც­და­ზე გა­სას­ვლე­ლად და ეს მარ­კე­ტინ­გუ­ლა­დაც გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რო­გორც იმ სამი დღის წინ არ იცო­და მოს­წავ­ლემ საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი, ისე არ ეცო­დი­ნე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის შემ­დე­გაც. სა­ხელ­მწი­ფო გა­ი­ძუ­ლებს ცუ­დად ას­წავ­ლო და იცი, რომ ეს უკე­თე­სია შენი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის."

ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ირ სან­ქცი­ას არ აკის­რებს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის 18 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც არ სჭირ­დე­ბათ თე­ო­რი­უ­ლი კურ­სის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნა გა­მოც­და­ზე გა­სას­ვლე­ლად. "პი­რის კერ­ძო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ თე­ო­რი­უ­ლი კურ­სი შე­ას­წავ­ლოს მსურ­ველს, თუმ­ცა მას არ შე­ეძ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი ცნო­ბის გა­ცე­მა. თუ შედ­გე­ბა ავ­ტოს­კო­ლა, რო­მე­ლიც შემ­დეგ გას­ცემს შე­სა­ბა­მი­სი კურ­სის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუთს, ამ შემ­თხვე­ვა­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­გის­ტრი­რე­ბა, რის­თვი­საც სა­ჭი­როა: სას­კო­ლო პროგ­რა­მა, ბეჭ­დი­სა და მოწ­მო­ბის ნი­მუ­ში, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის აღ­წე­რი­ლო­ბა და ცნო­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო­დან. მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ავ­ტოს­კო­ლის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნა კი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა არას­რულ­წლო­ვან­თათ­ვის და C, D, E კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის", - აღ­ნიშ­ნეს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ავტოსკოლის გახსნა ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს"

"ავტოსკოლის გახსნა ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს"

ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც მართვის მოწმობას იღებს. მოთხოვნას ერგება ბიზნესიც და თბილისში დღეს ავტოსკოლა თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, თუმცა უმეტესობა ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მუშაობს. ისიც უნდა ითქვას, რომ B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად და თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად მართვის მოწმობის აღების მსურველს არანაირი დოკუმენტი არ სჭირდება, ე.წ. "ფსიქოსა" და პირადობის მოწმობის გარდა. შესაბამისად, ავტოსკოლის გახსნა და მოსწავლეების მიღება დღეს ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ როგორც სპეციალიზირებულ ავტოინსტრუქტორებს, ისე ტაქსის მძღოლებსა თუ მშენებლებს. ამ ფონზე კი ლიცენზირებული ავტოსკოლების მფლობელები მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას უჩივიან. მათი თქმით, მართვის მოწმობის აღების მსურველები იაფფასიან და მოკლევადიან თეორიულ კურს ანიჭებენ უპირატესობას. იმ ავტოსკოლებიდან, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ თუ პრაქტიკულ კურსს ატარებენ, მცირე ნაწილი ლიცენზირებულია. შესაბამისად, მათ კონკურენტებთან შედარებით მაღალი გადასახადი აქვთ დაწესებული.

დავით წიკლაური, ერთ-ერთი ავტოსკოლის მფლობელი და პედაგოგი: "საქართველოს მასშტაბით თითებზე ჩამოსათვლელი ლიცენზირებული ავტოსკოლაა. არავინ გამკითხავი არ არის, ნებისმიერს შეუძლია ამით ფული აკეთოს. არც დიპლომს გთხოვს ვინმე და არც ლიცენზიას. თუ პიროვნება C, D და E კატეგორიას არ ასწავლის, არანაირი საბუთი არ სჭირდება, მას შეუძლია კარგად დაიმახსოვროს მოცემული 1032 ბილეთი, სარეკლამო აბრა გამოაკრას და ყველა სრულწლოვან მოქალაქეს წაუკითხოს B კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო თეორიული კურსი. პრაქტიკულად შესაძლებელია სამ დღეში მოამზადო პიროვნება გამოცდაზე გასასვლელად და ეს მარკეტინგულადაც გამართლებული იქნება, მაგრამ როგორც იმ სამი დღის წინ არ იცოდა მოსწავლემ საგზაო ნიშნები, ისე არ ეცოდინება მართვის მოწმობის აღების შემდეგაც. სახელმწიფო გაიძულებს ცუდად ასწავლო და იცი, რომ ეს უკეთესია შენი მატერიალური კეთილდღეობისთვის."

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე არანაირ სანქციას არ აკისრებს იმ ადამიანს, რომელიც ასწავლის 18 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს, რომელთაც არ სჭირდებათ თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა გამოცდაზე გასასვლელად. "პირის კერძო გადაწყვეტილებაა, რომ თეორიული კურსი შეასწავლოს მსურველს, თუმცა მას არ შეეძლება არანაირი ცნობის გაცემა. თუ შედგება ავტოსკოლა, რომელიც შემდეგ გასცემს შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელ საბუთს, ამ შემთხვევაშია აუცილებელი რეგისტრირება, რისთვისაც საჭიროა: სასკოლო პროგრამა, ბეჭდისა და მოწმობის ნიმუში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერილობა და ცნობა საგადასახადოდან. მომსახურების სააგენტოში, ავტოსკოლის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა კი სავალდებულოა არასრულწლოვანთათვის და C, D, E კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის", - აღნიშნეს მომსახურების სააგენტოში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია