პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ზამთრის ახალი კურორტები დაემატა: სად და რა ფასად ისიამოვნებთ სასრიალო ტრასებითა და სასტუმროებით
საქართველოს ზამთრის ახალი კურორტები დაემატა: სად და რა ფასად ისიამოვნებთ სასრიალო ტრასებითა და სასტუმროებით

სა­თხი­ლა­მუ­რო სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, კვლავ იძენს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას ინ­ფორ­მა­ცია ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის შე­სა­ხებ. სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ეს წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. 2015-2016 წლის ზამ­თრის სე­ზონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტებს კი­დევ ორი, გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლის და თეთ­ნულ­დის კუ­რორ­ტე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა.

გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლი, რო­მე­ლიც აჭა­რას სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თან აკავ­ში­რებს, 5 დე­კემ­ბერს პირ­ველ სე­ზონს სა­ზე­ი­მოდ გახ­სნის. გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლი წელს მომ­ხა­რე­ბელს ორ სა­ბა­გი­რო ხაზს შეს­თა­ვა­ზებს, ტრა­სე­ბის სა­ერ­თო სიგ­რძე 8 კი­ლო­მეტ­რი იქ­ნე­ბა. რვა­ად­გი­ლი­ა­ნი სა­ბა­გი­როს გარ­და, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ექ­ვსად­გი­ლი­ა­ნი ბაბ­ლი­თაც ისარ­გებ­ლებს.

სა­ბა­გი­როს დღი­უ­რი აბო­ნი­მენ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 30 ლარი იქ­ნე­ბა, ერთი ას­ვლის ფასი კი 5 ლარი.

"ბა­თუ­მი­დან გზა ყო­ველ­თვის ღია იქ­ნე­ბა, თუ სტი­ქი­ამ არ შეგ­ვი­შა­ლა ხელი. ვი­მუ­შა­ვებთ ადი­გე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რათა მათ, ვი­საც გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხილ­ზე სურთ ჩა­მოს­ვლა, ხელი არა­ფერ­ში შე­ე­შა­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გო­დერ­ძის მთის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გურო ალა­ფიშ­ვილ­მა.

სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად აშენ­და 2 სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც 26 და 36 ვი­ზი­ტორ­ზეა გათ­ვლი­ლი და სას­ტუმ­როს ტი­პის კო­ტე­ჯი, რო­მე­ლიც მზად არის 72 ადა­მი­ა­ნის მი­სა­ღე­ბად.

"სას­ტუმ­როს ორად­გი­ლი­ა­ნი ნომ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 60 ლარი იქ­ნე­ბა, ოთხად­გი­ლი­ა­ნის - 100 ლარი. და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძა­ლი­ან დი­დია, ყვე­ლა ნო­მე­რი და­ჯავ­შნი­ლია, რის გა­მოც პრობ­ლე­მის წი­ნა­შეც კი დავ­დე­ქით", - გა­ნა­ცხა­და ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თა­მარ დი­ა­სა­მი­ძემ. მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, კონ­ცერ­ტი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მე­დი­ა­ტუ­რი, ფრის­ტა­ი­ლე­რე­ბი, - სწო­რედ ასე აპი­რებს გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლი თა­ვის პირ­ვე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის მი­ღე­ბას.

თეთ­ნულ­დი, რო­გორც ზამ­თრის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი, წელს პირ­ველ დამ­სვე­ნებ­ლებს მი­ი­ღებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თეთ­ნულდს ვი­ზი­ტო­რე­ბი არც აქამ­დე აკ­ლდა, სა­ბა­გი­რო გზა იქ არას­დროს ყო­ფი­ლა, 15 დე­კემ­ბერს კი 3 სა­ბა­გი­რო გზა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა, რომ­ლის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი 3065 მეტ­რი იქ­ნე­ბა, მო­მა­ვალ წელს კი 3165 მეტრზე ავა. სას­რი­ა­ლო ტრა­სე­ბის ჯამი 25 კი­ლო­მეტრზე მე­ტია.

"იქ­ნე­ბა ყვე­ლა სირ­თუ­ლის სას­რი­ა­ლო ტრა­სა, კო­ტე­ჯე­ბი არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით, სრულ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მეს­ტი­ის სას­ტუმ­რო­ებ­ში გან­თავ­სდე­ბი­ან, სა­ი­და­ნაც სა­ბა­გი­რომ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია", - დას­ძენს პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ლე­ვან დად­ვა­ნი.

რო­გორც მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის პიარ-მენ­ჯერ­მა თამ­თა ია­შა­ღაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტა, იგეგ­მე­ბა თეთ­ნულ­დის მათ მე­ნე­ჯმენ­ტში გა­დას­ვლა. რაც შე­ე­ხე­ბა ზამ­თრის იმ კუ­რორ­ტებს, რო­მელ­საც, სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რობს, სი­ახ­ლე­ე­ბის გა­რე­შე არც ისი­ნი დახ­ვდე­ბი­ან თა­ვი­ანთ ერ­თგულ დამ­სვე­ნებ­ლებს. ბა­კუ­რი­ან­ში, კოხ­ტა­ზე წელს დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ახა­ლი ექ­ვსად­გი­ლი­ა­ნი სა­ბა­გი­რო­თი იმ­გზავ­რე­ბენ, რომ­ლის სიგ­რძემ 500 მეტ­რით მო­ი­მა­ტა და ახლა კოხ­ტას სა­ბა­გი­როს სიგ­რძე მთის წვე­რი­დან ძი­რამ­დე უკვე 2 კი­ლო­მეტ­რია, თუმ­ცა ტრა­სე­ბის და­მა­ტე­ბა მო­მა­ვალ­შიც იგეგ­მე­ბა და, სა­ერ­თო ჯამ­ში, მისი სიგ­რძე 6 კი­ლო­მეტ­რი იქ­ნე­ბა.

ად­რე­ნა­ლი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს კი ბა­კუ­რი­ა­ნი ტო­ბო­გა­ნით გა­ა­ხა­რებს. ბორ­ბლე­ბი­ა­ნი ციგა დიდ­ვე­ლის წვე­რი­დან 50-70 კმ სიჩ­ქა­რით და­ეშ­ვე­ბა და ტრა­სას რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას გა­დაკ­ვეთს.

"სე­ზო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ ეტა­პად გა­იხ­სნე­ბა 13 დკე­მე­ბერს - დიდ­ვე­ლი , 27 დე­კემ­ბერს კი კოხ­ტა, ორი­ვე­გან სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი მი­მიდ­ნა­რე­ობს. წელს ცოტა ადრე მოგ­ვი­თო­ვა, იმე­დია, ხარ­ვე­ზი არ შეგ­ვექ­მნე­ბა და სე­ზო­ნის გახ­სნას და­გეგ­მილ დროს მო­ვა­ხერ­ხებთ", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ბა­კუ­რი­ა­ნის დიდ­ვე­ლის მთის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე თაზო გამცმე­ლი­ძემ.

ბა­კუ­რი­ან­ში სხვა სი­ახ­ლე­ე­ბიც არის და­გეგ­მი­ლი. 2016 წლის და­სა­წყის­ში და­ი­წყე­ბა მი­ტარ­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. "და­მონ­ტაჟ­დე­ბა ორი სა­ბა­გი­რო და ერთი სა­ჩო­ჩი­ა­ლო, მი­ტარ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ოტ­რი­ა­ზე სა­მას სა­წოლ­ზე გათ­ვლილ ტუ­რის­ტულ ინ­ფარ­სტრუქ­ტუ­რას კი "ჯი­არ­დი­სი ჰოლ­დინ­გი" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს", - ამ­ბობს თამ­თა ია­შა­ღაშ­ვი­ლი.

გუ­და­ურ­ში და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ კი გუ­და­უ­რის მთის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნიკო ჩქა­რე­უ­ლი გვე­სა­უბ­რა.

"ჩა­ვა­ტა­რეთ ტრა­სე­ბის, სა­ბა­გი­რო­ე­ბის, სატ­კეპ­ნი ტექ­ნი­კის გეგ­მი­უ­რი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ჩვენ მზად ვართ, 13 დე­კემ­ბერს სე­ზო­ნი გავ­ხსნათ, მო­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით 15 სან­ტი­მეტ­რამ­დე თოვ­ლი, ამინ­დიც ხელს გვი­წყობს", - გა­ნა­ცხა­და ჩქა­რე­ულ­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

გუ­და­ურ­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის სი­ახ­ლე გონ­დო­ლას ზედა სად­გურ­თან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი 160 მეტ­რი­ა­ნი ბავ­შვე­ბის სა­ჩო­ჩი­ა­ლო იქ­ნე­ბა.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

AMBEBI.GE

საქართველოს ზამთრის ახალი კურორტები დაემატა: სად და რა ფასად ისიამოვნებთ სასრიალო ტრასებითა და სასტუმროებით

საქართველოს ზამთრის ახალი კურორტები დაემატა: სად და რა ფასად ისიამოვნებთ სასრიალო ტრასებითა და სასტუმროებით

სათხილამურო სეზონის მოახლოებასთან ერთად, კვლავ იძენს აქტუალურობას ინფორმაცია ზამთრის კურორტების შესახებ. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის ეს წელი განსაკუთრებული იქნება. 2015-2016 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოს ზამთრის კურორტებს კიდევ ორი, გოდერძის უღელტეხილის და თეთნულდის კურორტებიც დაემატება.

გოდერძის უღელტეხილი, რომელიც აჭარას სამცხე-ჯავახეთან აკავშირებს, 5 დეკემბერს პირველ სეზონს საზეიმოდ გახსნის. გოდერძის უღელტეხილი წელს მომხარებელს ორ საბაგირო ხაზს შესთავაზებს, ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრი იქნება. რვაადგილიანი საბაგიროს გარდა, დამსვენებლები ექვსადგილიანი ბაბლითაც ისარგებლებს.

საბაგიროს დღიური აბონიმენტის ღირებულება 30 ლარი იქნება, ერთი ასვლის ფასი კი 5 ლარი.

"ბათუმიდან გზა ყოველთვის ღია იქნება, თუ სტიქიამ არ შეგვიშალა ხელი.  ვიმუშავებთ ადიგენის მიმართულებითაც, რათა მათ, ვისაც გოდერძის უღელტეხილზე სურთ ჩამოსვლა, ხელი არაფერში შეეშალოთ", - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბრისას გოდერძის მთის დეპარტამენტის უფროსმა გურო ალაფიშვილმა.

სტუმრების მისაღებად აშენდა 2 სასტუმრო, რომელიც 26 და 36 ვიზიტორზეა გათვლილი და სასტუმროს ტიპის კოტეჯი, რომელიც მზად არის 72 ადამიანის მისაღებად.

"სასტუმროს ორადგილიანი ნომრის ღირებულება 60 ლარი იქნება, ოთხადგილიანის - 100 ლარი. დაინტერესება ძალიან დიდია, ყველა ნომერი დაჯავშნილია, რის გამოც პრობლემის წინაშეც კი დავდექით", - განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ დიასამიძემ. მოწვეული სტუმრები, კონცერტი ქართული ჯგუფების მონაწილეობით, მედიატური, ფრისტაილერები, - სწორედ ასე აპირებს გოდერძის უღელტეხილი თავის პირველი დამსვენებლების მიღებას.

თეთნულდი, როგორც ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტი, წელს პირველ დამსვენებლებს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ თეთნულდს ვიზიტორები არც აქამდე აკლდა, საბაგირო გზა იქ არასდროს ყოფილა, 15 დეკემბერს კი 3 საბაგირო გზა ოფიციალურად გაიხსნება, რომლის უმაღლესი წერტილი 3065 მეტრი იქნება, მომავალ წელს კი 3165 მეტრზე ავა. სასრიალო ტრასების ჯამი 25 კილომეტრზე მეტია.

"იქნება ყველა სირთულის სასრიალო ტრასა, კოტეჯები არ არის ჯერჯერობით, სრულდება ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, დამსვენებლები, სავარაუდოდ, მესტიის სასტუმროებში განთავსდებიან, საიდანაც საბაგირომდე დაახლოებით ნახევარი საათია",  - დასძენს პროექტის მენეჯერი ლევან დადვანი.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის პიარ-მენჯერმა თამთა იაშაღაშვილმა AMBEBI.GE-ს განუმარტა, იგეგმება თეთნულდის მათ მენეჯმენტში გადასვლა. რაც შეეხება ზამთრის იმ კურორტებს, რომელსაც, სეზონის დადგომასთან ერთად, უამრავი ადამიანი წლების განმავლობაში სტუმრობს, სიახლეების გარეშე არც ისინი დახვდებიან თავიანთ ერთგულ დამსვენებლებს. ბაკურიანში, კოხტაზე წელს დამსვენებლები ახალი ექვსადგილიანი საბაგიროთი იმგზავრებენ, რომლის სიგრძემ 500 მეტრით მოიმატა და ახლა კოხტას საბაგიროს სიგრძე მთის წვერიდან ძირამდე უკვე 2 კილომეტრია, თუმცა ტრასების დამატება მომავალშიც იგეგმება და, საერთო ჯამში, მისი სიგრძე 6 კილომეტრი იქნება.

ადრენალინის მოყვარულებს კი ბაკურიანი ტობოგანით გაახარებს. ბორბლებიანი ციგა დიდველის წვერიდან 50-70 კმ სიჩქარით დაეშვება და ტრასას რამდენიმე ადგილას გადაკვეთს.

"სეზონი, სავარაუდოდ, ორ ეტაპად გაიხსნება 13 დკემებერს - დიდველი , 27 დეკემბერს კი კოხტა, ორივეგან სამშენებლო პროცესი მიმიდნარეობს. წელს ცოტა ადრე მოგვითოვა, იმედია, ხარვეზი არ შეგვექმნება და სეზონის გახსნას დაგეგმილ დროს მოვახერხებთ", - განუცხადა AMBEBI.GE-ს ბაკურიანის დიდველის მთის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თაზო გამცმელიძემ.

ბაკურიანში სხვა სიახლეებიც არის დაგეგმილი. 2016 წლის დასაწყისში დაიწყება მიტარბის მშენებლობა. "დამონტაჟდება ორი საბაგირო და ერთი საჩოჩიალო, მიტარბის მიმდებარე ტერიოტრიაზე სამას საწოლზე გათვლილ ტურისტულ ინფარსტრუქტურას კი "ჯიარდისი ჰოლდინგი" განახორციელებს", - ამბობს თამთა იაშაღაშვილი.

გუდაურში დაგეგმილი სიახლეების შესახებ კი გუდაურის მთის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ჩქარეული გვესაუბრა.

"ჩავატარეთ ტრასების, საბაგიროების, სატკეპნი ტექნიკის გეგმიური სარემონტო სამუშაოები. ჩვენ მზად ვართ, 13 დეკემბერს სეზონი გავხსნათ, მოვიდა დაახლოებით 15 სანტიმეტრამდე თოვლი, ამინდიც ხელს გვიწყობს", - განაცხადა ჩქარეულმა ჩვენთან საუბრისას.

გუდაურში დამსვენებლებისთვის სიახლე გონდოლას ზედა სადგურთან დამონტაჟებული 160 მეტრიანი ბავშვების საჩოჩიალო იქნება.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია