კასპში საკანალიზაციო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწა ჩამოიშალა და მიწის ქვეშ ორი მუშა მოყვა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი მუშის ცხედარი იპოვეს და მიწიდან ამოიყვანეს, მეორე მუშა კი გადაარჩინეს.
სამუშაოებს კომპანია "მეოხი" ასრულებს.
წყარო: qartli.ge