პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოეშვით იპოკრიტულ თვითგვემას იმის გამო, რომ მსოფლიო საფრანგეთის ტერაქტს უფრო განიცდის, ვიდრე ტერაქტებს მესამე ქვეყნებში"
"მოეშვით იპოკრიტულ თვითგვემას იმის გამო, რომ მსოფლიო საფრანგეთის ტერაქტს უფრო განიცდის, ვიდრე ტერაქტებს მესამე ქვეყნებში"

პა­რიზ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსლებ­ში ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რე­ბელ­თა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ წყდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი ტე­რაქ­ტის მსხვერ­პლთა მი­მართ თა­ნაგ­რძნო­ბას სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში ტე­რაქ­ტე­ბის მსხვერ­პლთა მი­მართ გულ­გრი­ლო­ბის ფონ­ზე, ფრან­გი ხალ­ხის მი­მართ მო­მე­ტე­ბულ თა­ნაგ­რძნო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. საფ­რა­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სწო­რედ ასეთ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს.

"ერთი პა­ტა­რა რჩე­ვა, თუ ნე­ბას მომ­ცემთ - მო­ეშ­ვით ამ იპოკ­რი­ტულ თვითგვე­მას იმის გამო, რომ მსოფ­ლიო საფ­რან­გე­თის ტე­რაქტს უფრო გა­ნიც­დის, ვიდ­რე მსგავს და უა­რეს ტე­რაქ­ტებს მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში და თა­ვად სი­რი­ა­ში. საფ­რან­გე­თი იმი­ტომ არ გლო­ვობს, რომ ვი­ღა­ცამ "ფე­ის­ბუ­კის" ავა­ტა­რად მისი დრო­შა და­ა­ყე­ნოს. რო­გორ­მე გა­და­ი­ტანს ეს ქვე­ყა­ნა უთ­ქვე­ნო­ბას. ის, რომ თქვენ არ გა­გი­გი­ათ რა მოხ­და კე­ნი­ა­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ან ბე­ი­რუთ­ში, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პა­ში არა­ვის გა­უ­გია - ეს თქვენს "პრო­ფე­სი­ო­ნალ" ტე­ლე­ვი­ზი­ებს და მე­დი­ას მო­კი­თხეთ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი თემა რომ აქვთ სულ ამო­ჩე­მე­ბუ­ლი და გუ­შინ­წინ რომ გა­მო­ფხიზ­ლდნენ, ისიც სულ სამი ოთხი დღით... მაგ­რამ ამა­საც რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ - ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის თა­ვის ახ­ლობ­ლის ტრა­გე­დი­ას ტი­რის იმ დროს, რო­დე­საც ათა­სო­ბით სხვა ტრა­გე­დია ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, მე­ტიც - იმა­ვე ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ცხოვ­რობს. საფ­რან­გე­თი კი, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კულ­ტუ­რუ­ლად ბევ­რად ნაც­ნო­ბი, გა­სა­გე­ბი და ახ­ლო­ბე­ლია ვიდ­რე ახ­ლო­აღ­მო­სავ­ლე­თის, აფ­რი­კის ან აზი­ის ქვეყ­ნე­ბი.

გარ­წმუ­ნებთ არც კე­ნი­ე­ლე­ბი და მათი მე­ზობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან იმას, რაც გუ­შინ­წინ საფ­რან­გეთ­ში მოხ­და უფრო მე­ტად ვიდ­რე სა­კუ­თარ ტრა­გე­დი­ას, რად­გან საფ­რან­გე­თი მათ­თვის ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბია, ეს ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბაა და ამას ვერ გა­ექ­ცე­ვი. 

მე სუ­ლაც არ ვთვლი სა­მარ­ცხვი­ნოდ, რო­დე­საც ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი თბი­ლი­სი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით შე­წუხ­დნენ და სო­ლი­და­რო­ბა გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რად­გან ზუს­ტად ასე იქ­ცე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვე­ნი აქა­უ­რი ახ­ლობ­ლე­ბი, ბო­ლოს წყალ­დი­დო­ბის დროს.. რაგ­ბი­შიც კი სა­ქარ­თვე­ლოს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ ჩვე­ნი ხათ­რით. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არა ისე­თი ემო­ცი­უ­რო­ბით, ქარ­თვე­ლებს რომ გვა­ხა­სი­ა­თებს. თა­ნაგ­რძნო­ბა ადა­მი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი, თან­და­ყო­ლი­ლი თვი­სე­ბაა, მე­ტიც - რეფ­ლექ­სია და არ არის ყვე­ლაფ­რის გა­სო­ცი­ა­ლუ­რე­ბა და გა­პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლე­ბა სა­ჭი­რო რა­ღაც მდიდ­რე­ბი­სა და ღა­რი­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის მა­რა­დი­უ­ლი პრე­ტექ­სტამ­დე დაყ­ვა­ნა: რო­დე­საც კა­ლაშ­ნი­კოვს გი­მიზ­ნე­ბენ, იქ სო­ცი­ა­ლუ­რი აღა­რა­ფე­რია", - წერს პა­ა­ტა ქურ­და­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მოეშვით იპოკრიტულ თვითგვემას იმის გამო, რომ მსოფლიო საფრანგეთის ტერაქტს უფრო განიცდის, ვიდრე ტერაქტებს მესამე ქვეყნებში"

"მოეშვით იპოკრიტულ თვითგვემას იმის გამო, რომ მსოფლიო საფრანგეთის ტერაქტს უფრო განიცდის, ვიდრე ტერაქტებს მესამე ქვეყნებში"

პარიზში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ სოციალურ ქსლებში ინტერნეტ-მომხმარებელთა გამოხმაურება არ წყდება. ადამიანები ტერაქტის მსხვერპლთა მიმართ თანაგრძნობას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მსოფლიოს მესამე ქვეყნებში ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ გულგრილობის ფონზე, ფრანგი ხალხის მიმართ მომეტებულ თანაგრძნობას აპროტესტებენ. საფრაგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სწორედ ასეთ ადამიანებს მიმართავს.

"ერთი პატარა რჩევა, თუ ნებას მომცემთ - მოეშვით ამ იპოკრიტულ თვითგვემას იმის გამო, რომ მსოფლიო საფრანგეთის ტერაქტს უფრო განიცდის, ვიდრე მსგავს და უარეს ტერაქტებს მესამე ქვეყნებში და თავად სირიაში. საფრანგეთი იმიტომ არ გლოვობს, რომ ვიღაცამ "ფეისბუკის" ავატარად მისი დროშა დააყენოს. როგორმე გადაიტანს ეს ქვეყანა უთქვენობას. ის, რომ თქვენ არ გაგიგიათ რა მოხდა კენიაში რამდენიმე თვის წინ, ან ბეირუთში, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპაში არავის გაუგია - ეს თქვენს "პროფესიონალ" ტელევიზიებს და მედიას მოკითხეთ, წლების განმავლობაში ორი თემა რომ აქვთ სულ ამოჩემებული და გუშინწინ რომ გამოფხიზლდნენ, ისიც სულ სამი ოთხი დღით... მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ - ადამიანი ყოველთვის თავის ახლობლის ტრაგედიას ტირის იმ დროს, როდესაც ათასობით სხვა ტრაგედია ხდება მსოფლიოში, მეტიც - იმავე ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს. საფრანგეთი კი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოსთვის კულტურულად ბევრად ნაცნობი, გასაგები და ახლობელია ვიდრე ახლოაღმოსავლეთის, აფრიკის ან აზიის ქვეყნები.

გარწმუნებთ არც კენიელები და მათი მეზობლები განიცდიან იმას, რაც გუშინწინ საფრანგეთში მოხდა უფრო მეტად ვიდრე საკუთარ ტრაგედიას, რადგან საფრანგეთი მათთვის ნაკლებად გასაგებია, ეს ადამიანის ბუნებაა და ამას ვერ გაექცევი. 

მე სულაც არ ვთვლი სამარცხვინოდ, როდესაც ჩემი და ჩემი შვილების ნათესავები და მეგობრები თბილისიდან განსაკუთრებით შეწუხდნენ და სოლიდარობა გამოგვიცხადეს, რადგან ზუსტად ასე იქცევიან საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი აქაური ახლობლები, ბოლოს წყალდიდობის დროს.. რაგბიშიც კი საქართველოს გულშემატკივრობენ ჩვენი ხათრით. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისეთი ემოციურობით, ქართველებს რომ გვახასიათებს. თანაგრძნობა ადამიანის ბუნებრივი, თანდაყოლილი თვისებაა, მეტიც - რეფლექსია და არ არის ყველაფრის გასოციალურება და გაპოლიტკორექტულება საჭირო რაღაც მდიდრებისა და ღარიბების დაპირისპირების მარადიული პრეტექსტამდე დაყვანა: როდესაც კალაშნიკოვს გიმიზნებენ, იქ სოციალური აღარაფერია", - წერს პაატა ქურდაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს