პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკლავებში მოვიქციე და ვუთხარი, რომ მიყვარდა" - პარიზში ტერაქტს გადარჩენილი ადამიანების ისტორიები
"მკლავებში მოვიქციე და ვუთხარი, რომ მიყვარდა" - პარიზში ტერაქტს გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

სა­ღა­მოს ათი სა­ა­თი ხდე­ბო­და, Eagles of death metal მე­ექ­ვსე სიმ­ღე­რას მღე­რო­და, რო­დე­საც სრო­ლა და­ი­წყო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჰე­ლენ უილ­სონს სა­სიკ­ვდი­ლო აგო­ნი­ა­ში მყო­ფი თა­ვი­სი ბრი­ტა­ნე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნიკ ალექ­სან­დე­რი ეჭი­რა ხელ­ში.

"ხმა­უ­რი გა­ვი­გო­ნეთ და შემ­დეგ ხალ­ხმა და­ი­წყო კლუბ­ში შე­მო­ვარ­დნა. მერე კა­ცე­ბი მო­ვიდ­ნენ ავ­ტო­მა­ტე­ბით და ხალ­ხს და­უ­წყეს სრო­ლა. სა­საკ­ლაო იყო. თუ ვინ­მე გარ­ბო­და, ეგ­რე­ვე ეს­როდ­ნენ. ამი­ტომ ძირს დავ­წე­ქით, გული მის­კდე­ბო­და ნა­ბი­ჯის ხმა რომ მეს­მო­და. ყვე­ლა და­ცხრი­ლეს," - ყვე­ბა 49 წლის უილ­სო­ნი.

"ნიკი ჩემს გვერ­დით იყო, რო­დე­საც ია­ტაკ­ზე დავ­წე­ქით. ვი­ღაც გა­ინ­ძრა და მა­შინ­ვე ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით და­ი­წყეს სრო­ლა. ჩემს გვერ­დით იყო, როცა ტყვია მოხ­ვდა. ნიკი ვე­ღარ სუნ­თქავ­და, ვცა­დე ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა გა­მე­კე­თე­ბი­ნა მაგ­რამ არ უშ­ვე­ლა. მკლა­ვებ­ში მო­ვიქ­ციე და ვუ­თხა­რი, რომ მიყ­ვარ­და. ის ჩემი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იყო".

კრის­ტინ ტუ­დო­პი და მა­რი­შა ჯეკი შოტ­ლან­დი­ი­დან და­ბა­დე­ბის დღის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ჩა­ვიდ­ნენ პა­რიზ­ში და ერ­თად ეს­წრე­ბოდ­ნენ კონ­ცერტს.

"ხმა­ურ­ზე უკან მო­ვი­ხე­დეთ და და­ვი­ნა­ხეთ, რომ ტყვი­ებს ის­როდ­ნენ" - ყვე­ბა უდო­პი. "მა­რი­შა და მე უკა­ნა გა­სას­ვლელს ვე­ძებ­დით, მაგ­რამ კარი ვერ ვნა­ხეთ და სა­ბო­ლო­ოდ პა­ტა­რა სა­კუჭ­ნა­ო­ში და­ვი­მა­ლეთ ორ იტა­ლი­ელ­თან ერ­თად. ვცდი­ლობ­დით ხმა არ ამოგ­ვე­ღო და არ გავ­ნძრე­უ­ლი­ყა­ვით. ავ­ტო­მა­ტის სრო­ლის ხმე­ბი გვეს­მო­და, აფეთ­ქე­ბე­ბის, სა­ში­ნე­ლი კი­ვი­ლის. სამი სა­ა­თი ვის­ხე­დით ხე­ლი­ხელ­ჩა­ჭი­დე­ბუ­ლე­ბი ისე, რომ არ იცო­დით ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ არა­ფე­რი და ვფიქ­რობ­დით გა­დავ­რჩე­ბო­დით თუ არა ცო­ცხლე­ბი".

ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი იას­მი­ნი ყვე­ბა, რო­გორ შე­ვარ­და ოთხი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი დარ­ბაზ­ში, რომ­ლე­ბიც არც ცდი­ლობ­დნენ სახე და­ე­ფა­რათ და ყვი­როდ­ნენ, "რა­საც სი­რი­ა­ში აკე­თებთ, იმის გამო ახლა მო­გე­ზღვე­ბა­თო".

მის უილ­სო­ნი იხ­სე­ნებს, რო­გორ არ ინ­დობ­დნენ არა­ვის ტე­რო­რის­ტე­ბი. "უკა­ნა ოთახ­ში გა­ვიდ­ნენ, სა­დაც შშმ პი­რე­ბი იყ­ვნენ ეტ­ლებ­ში და მათი და­ხოც­ვა და­ი­წყეს. ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც ვინ­მე გა­ინ­ძრე­ო­და, ერთ-ერთი მათ­გა­ნი შე­მო­დი­ო­და და ცე­ცხლს ხსნი­და".

სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ ფან­ჯრე­ბი­დან გა­დამძვრა­ლიყ­ვნენ. ამ სა­ნა­ხა­ო­ბამ და­ნი­ელ პსე­ნის, რო­მელ­მაც ვი­დეო გა­და­ი­ღო, თუ რო­გორ კი­დია ორ­სუ­ლი ქალი მე­სა­მე სარ­თუ­ლის ფან­ჯრის კი­დე­ზე, 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი გა­ახ­სე­ნა. რო­დე­საც და­ნი­ე­ლი ქვე­ვით და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­ვი­და, თა­ვა­დაც დაჭ­რეს. ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი ფან­ჯრი­დან ეს­რო­და ხალ­ხს.

"თით­ქოს ხელ­ში მაშ­ხა­ლა ამი­ფეთ­ქდა, და­ვი­ხე­დე და სის­ხლი მოჩ­ქეფ­და ხე­ლი­დან. მო­პირ­და­პი­რე სახ­ლის შე­ნო­ბა­ში ფეხ­ში დაჭ­რი­ლი კაცი შე­ვიყ­ვა­ნეთ, ამე­რი­კე­ლი. აღე­ბი­ნა, ძა­ლი­ან ცივი იყო. ვში­შობ­დით, რომ მოკ­ვდე­ბო­და. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში დავ­რე­კეთ, მაგ­რამ ვერ ახერ­ხებ­დნენ ჩვენს ევა­კუ­ა­ცი­ას. შემ­დეგ ჩემ მე­გო­ბარ ექიმს და­ვუ­რე­კე და ვკი­თხე, რა მექ­ნა. მა­ი­სუ­რით სა­ჭე­რის გა­კე­თე­ბა მას­წავ­ლა და შემ­დეგ იქამ­დე ვი­ყა­ვით შე­ნო­ბა­ში გა­ჭე­დი­ლე­ბი, სა­ნამ პო­ლი­ცი­ამ არ გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა", - იხ­სე­ნებს და­ნი­ე­ლი.

"შიგ­ნით სის­ხლს მი­ქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, სა­ყას­ბოს გავ­და", - ყვე­ბა ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც შტურ­მით აიღო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი. ამ­ჟა­მად ბა­ტაკ­ლა­ნის შე­ნო­ბა­ში გარ­დაც­ვლილ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი რი­ცხვი 87-ა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია telegraph.co.uk-ს მი­ხედ­ვით.

"როცა უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლში ვი­წე­ქი და ვე­ლო­დე­ბო­დი ტყვი­ას, ყვე­ლას სახე და­მიდ­გა თვალ­წინ, ვინც ოდეს­მე მყვა­რე­ბია" - პა­რი­ზის ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას წე­რი­ლი

"მკლავებში მოვიქციე და ვუთხარი, რომ მიყვარდა" - პარიზში ტერაქტს გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

"მკლავებში მოვიქციე და ვუთხარი, რომ მიყვარდა" - პარიზში ტერაქტს გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

საღამოს ათი საათი ხდებოდა, Eagles of death metal მეექვსე სიმღერას მღეროდა, როდესაც სროლა დაიწყო. რამდენიმე წუთში ჰელენ უილსონს სასიკვდილო აგონიაში მყოფი თავისი ბრიტანელი შეყვარებული ნიკ ალექსანდერი ეჭირა ხელში.

"ხმაური გავიგონეთ და შემდეგ ხალხმა დაიწყო კლუბში შემოვარდნა. მერე კაცები მოვიდნენ ავტომატებით და ხალხს დაუწყეს სროლა. სასაკლაო იყო. თუ ვინმე გარბოდა, ეგრევე ესროდნენ. ამიტომ ძირს დავწექით, გული მისკდებოდა ნაბიჯის ხმა რომ მესმოდა. ყველა დაცხრილეს," - ყვება 49 წლის უილსონი.

"ნიკი ჩემს გვერდით იყო, როდესაც იატაკზე დავწექით. ვიღაც გაინძრა და მაშინვე ჩვენი მისამართით დაიწყეს სროლა. ჩემს გვერდით იყო, როცა ტყვია მოხვდა. ნიკი ვეღარ სუნთქავდა, ვცადე ხელოვნური სუნთქვა გამეკეთებინა მაგრამ არ უშველა. მკლავებში მოვიქციე და ვუთხარი, რომ მიყვარდა. ის ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო".

კრისტინ ტუდოპი და მარიშა ჯეკი შოტლანდიიდან დაბადების დღის მოგზაურობაში ჩავიდნენ პარიზში და ერთად ესწრებოდნენ კონცერტს.

"ხმაურზე უკან მოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ტყვიებს ისროდნენ" - ყვება უდოპი. "მარიშა და მე უკანა გასასვლელს ვეძებდით, მაგრამ კარი ვერ ვნახეთ და საბოლოოდ პატარა საკუჭნაოში დავიმალეთ ორ იტალიელთან ერთად. ვცდილობდით ხმა არ ამოგვეღო და არ გავნძრეულიყავით. ავტომატის სროლის ხმები გვესმოდა, აფეთქებების, საშინელი კივილის. სამი საათი ვისხედით ხელიხელჩაჭიდებულები ისე, რომ არ იცოდით ერთმანეთის შესახებ არაფერი და ვფიქრობდით გადავრჩებოდით თუ არა ცოცხლები".

ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი ადამიანი იასმინი ყვება, როგორ შევარდა ოთხი შეიარაღებული და შავებში ჩაცმული მამაკაცი დარბაზში, რომლებიც არც ცდილობდნენ სახე დაეფარათ და ყვიროდნენ, "რასაც სირიაში აკეთებთ, იმის გამო ახლა მოგეზღვებათო".

მის უილსონი იხსენებს, როგორ არ ინდობდნენ არავის ტერორისტები. "უკანა ოთახში გავიდნენ, სადაც შშმ პირები იყვნენ ეტლებში და მათი დახოცვა დაიწყეს. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე გაინძრეოდა, ერთ-ერთი მათგანი შემოდიოდა და ცეცხლს ხსნიდა".

საკონცერტო დარბაზიდან ადამიანები ცდილობდნენ ფანჯრებიდან გადამძვრალიყვნენ. ამ სანახაობამ დანიელ პსენის, რომელმაც ვიდეო გადაიღო, თუ როგორ კიდია ორსული ქალი მესამე სართულის ფანჯრის კიდეზე, 11 სექტემბრის ტერაქტი გაახსენა. როდესაც დანიელი ქვევით დასახმარებლად ჩავიდა, თავადაც დაჭრეს. ერთ-ერთი ტერორისტი ფანჯრიდან ესროდა ხალხს.

"თითქოს ხელში მაშხალა ამიფეთქდა, დავიხედე და სისხლი მოჩქეფდა ხელიდან. მოპირდაპირე სახლის შენობაში ფეხში დაჭრილი კაცი შევიყვანეთ, ამერიკელი. აღებინა, ძალიან ცივი იყო. ვშიშობდით, რომ მოკვდებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში დავრეკეთ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ ჩვენს ევაკუაციას. შემდეგ ჩემ მეგობარ ექიმს დავურეკე და ვკითხე, რა მექნა. მაისურით საჭერის გაკეთება მასწავლა და შემდეგ იქამდე ვიყავით შენობაში გაჭედილები, სანამ პოლიციამ არ გამოგვიყვანა", - იხსენებს დანიელი.

"შიგნით სისხლს მიქონდა ყველაფერი, საყასბოს გავდა", - ყვება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც შტურმით აიღო საკონცერტო დარბაზი. ამჟამად ბატაკლანის შენობაში გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი 87-ა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

"როცა უცხო ადამიანების სისხლში ვიწექი და ველოდებოდი ტყვიას, ყველას სახე დამიდგა თვალწინ, ვინც ოდესმე მყვარებია" - პარიზის ტრაგედიას გადარჩენილი გოგონას წერილი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა