პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
AP: ერაყულმა სპეცსამსახურებმა საფრანგეთს ტერაქტის შესახებ ერთი დღით ადრე ამცნეს - რა ეწერა ISIS-ის დეპეშაში
AP: ერაყულმა სპეცსამსახურებმა საფრანგეთს ტერაქტის შესახებ ერთი დღით ადრე ამცნეს - რა ეწერა ISIS-ის დეპეშაში

პა­რიზ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტე­ბამ­დე ერთი დღით ადრე, ერა­ყის დაზ­ვერ­ვამ და­გეგ­მი­ლი ტე­რაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ის ქვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ესო­ში­ე­თედ პრე­სი" იტყო­ბი­ნე­ბა.

ერა­ყუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ქვეყ­ნებ­ში გა­იგ­ზავ­ნა დე­პე­შა, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დერ­მა აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დიმ კო­ა­ლი­ცი­ის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე, მათ შო­რის საფ­რან­გეთ­სა და აშშ-ზე, ასე­ვე რუ­სეთ­სა და ირან­ზე დარ­ტყმე­ბის მი­ტა­ნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. დე­პე­შა­ში არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმე­ბის ზუს­ტი დრო და ად­გი­ლი.

თა­ვის მხრივ, საფ­რან­გე­თის უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და "ესო­ში­ე­თედ პრესს", რომ სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი ფრან­გულ დაზ­ვერ­ვას მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ას ყო­ველ­დღე აწ­ვდი­ან. "ესო­ში­ე­ი­თედ პრე­სი" წერს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­პე­შის ასლი მო­ი­პო­ვა, გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი­მე ერა­ყელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სა­ა­გენ­ტოს და­უ­დას­ტუ­რა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ­მა ბაღ­დად­მა საფ­რან­გე­თი პო­ტენ­ცი­ურ რის­კებ­ზე წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლა.

კერ­ძოდ, ფრან­გულ მხა­რეს მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­გეგ­მა თავ­დას­ხმე­ბი სი­რი­ის ქა­ლაქ რა­ყა­ში. დაზ­ვერ­ვის ცნო­ბით, სი­რი­ი­დან ტე­რო­რის­ტე­ბი გა­იგ­ზავ­ნენ, სა­დაც საფ­რან­გეთ­ში მათ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი დახ­ვდნენ. ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იყო 24 ადა­მი­ა­ნი - 19 შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და 5 თა­ნა­შემ­წე და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

თა­ვის მხრივ, ერა­ყის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა იბ­რა­ჰიმ ალ-ჯა­ა­ფა­რიმ სა­ჯა­როდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ერა­ყის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია საფ­რან­გეთს, აშშ-სა და ირანს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე­ში მოხ­ვდნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

AP: ერაყულმა სპეცსამსახურებმა საფრანგეთს ტერაქტის შესახებ ერთი დღით ადრე ამცნეს - რა ეწერა ISIS-ის დეპეშაში

AP: ერაყულმა სპეცსამსახურებმა საფრანგეთს ტერაქტის შესახებ ერთი დღით ადრე ამცნეს - რა ეწერა ISIS-ის დეპეშაში

პარიზში მომხდარ ტერაქტებამდე ერთი დღით ადრე, ერაყის დაზვერვამ დაგეგმილი ტერაქტების შესახებ საერთაშორისო კოალიციის ქვეყნებს ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ სააგენტო "ესოშიეთედ პრესი" იტყობინება.

ერაყული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ამ ქვეყნებში გაიგზავნა დეპეშა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ კოალიციის წევრ სახელმწიფოებზე, მათ შორის საფრანგეთსა და აშშ-ზე, ასევე რუსეთსა და ირანზე დარტყმების მიტანის ბრძანება გასცა. დეპეშაში არ იყო მითითებული დაგეგმილი თავდასხმების ზუსტი დრო და ადგილი.

თავის მხრივ, საფრანგეთის უშიშროების წარმომადგენელმა განუცხადა "ესოშიეთედ პრესს", რომ სხვადასხვა წყაროები ფრანგულ დაზვერვას მსგავსი ტიპის ინფორმაციას ყოველდღე აწვდიან. "ესოშიეითედ პრესი" წერს, რომ აღნიშნული დეპეშის ასლი მოიპოვა, გარდა ამისა, რამდენიმე ერაყელმა მაღალჩინოსანმა სააგენტოს დაუდასტურა, რომ ოფიციალურმა ბაღდადმა საფრანგეთი პოტენციურ რისკებზე წინასწარ გააფრთხილა.

კერძოდ, ფრანგულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ დაიგეგმა თავდასხმები სირიის ქალაქ რაყაში. დაზვერვის ცნობით, სირიიდან ტერორისტები გაიგზავნენ, სადაც საფრანგეთში მათ მხარდამჭერები დახვდნენ. ოპერაციაში ჩართული იყო 24 ადამიანი - 19 შემსრულებელი და 5 თანაშემწე და ორგანიზატორი.

თავის მხრივ, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯააფარიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ ერაყის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთს, აშშ-სა და ირანს, რომ აღნიშნული ქვეყნები ტერორისტების სამიზნეში მოხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა