პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ღმერთი არსებობს, მას თქვენ სძულხართ" - "შარლი ებდომ" პარიზის ტერაქტებზე 13 კარიკატურა გამოაქვეყნა
"თუ ღმერთი არსებობს, მას თქვენ სძულხართ" - "შარლი ებდომ" პარიზის ტერაქტებზე 13 კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრან­გუ­ლი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი სა­ტი­რუ­ლი გა­ზე­თის "შარ­ლი ებ­დოს" რე­დაქ­ცია, რო­მე­ლიც სკან­და­ლუ­რი კა­რი­კა­ტუ­რე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, პა­რიზ­ში მომ­ხდარ ტე­რაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ვი­და.

"მთე­ლი სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი შო­კი­რე­ბუ­ლი და აღ­შფო­თე­ბუ­ლია პა­რიზ­ში 13 ნო­ემ­ბერს მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გამო. "შარ­ლი ებდო" უთა­ნაგ­რძნობს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს. გა­ზე­თი თა­ვა­დაც იც­ნობს ტე­რო­რის­ტუ­ლი სი­სას­ტი­კის და ის­ლა­მუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ქმე­დე­ბებს, რო­მელ­თაც სხვა მი­ზა­ნი არ გა­აჩ­ნი­ათ, გარ­და რეს­პუბ­ლი­კი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა", - ნათ­ქვა­მია რე­დაქ­ცი­ის მი­მარ­თვა­ში.

ამას­თან "შარ­ლი ებ­დოს" კა­რი­კა­ტუ­რის­ტმა ჯოან სფარ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა კა­რი­კა­ტუ­რე­ბი, რო­მე­ლიც 13 ნო­ემ­ბრის ტე­რაქტს ეძღვნე­ბა. კა­რი­კა­ტუ­რა­ზე მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ტექ­ნი­კით ადა­მი­ა­ნია და­ხა­ტუ­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ წი­ნა­და­დე­ბებს წარ­მოთ­ქვამს:

1. საფ­რან­გე­თი ძვე­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად ეხუ­ტე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

2. პა­რი­ზი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქია. ჩვენ გვიყ­ვარს მუ­სი­კა, სმა, სი­ხა­რუ­ლი.

3. ას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე სიკ­ვდი­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, სი­ცო­ცხლის გემო წა­ერ­თმი­ათ ჩვენ­თვის.

4. მათ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს.

5. ისი­ნი, ვი­საც უყ­ვართ, ვი­საც უყ­ვართ ცხოვ­რე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ყო­ველ­თვის და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან.

6. პა­რი­ზის დე­ვი­ზი სი­ლა­მა­ზეა.

7. "ცუ­რავს, მაგ­რამ არ იძი­რე­ბა" - პა­რი­ზის დე­ვი­ზი.

8. მე­გობ­რე­ბო მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მად­ლო­ბა #PrayForParis-სთვის, მაგ­რამ ჩვენ აღარ გვჭირ­დე­ბა მეტი რე­ლი­გია! ჩვე­ნი რწმე­ნა მუ­სი­კა! კოც­ნა! სი­ცო­ცხლე! შამ­პა­ნუ­რი და სი­ხა­რუ­ლია! #ParisIsAboutLife.

9. ტე­რო­რიზ­მი მტე­რი არაა, ტე­რო­რიზ­მი მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პია. იმ მანტრის გა­მე­ო­რე­ბა, რომ ჩვენ "ომის რე­ჟიმ­ში ვართ", რო­დე­საც არ გვყოფ­ნის სი­მა­მა­ცე პირ­და­პირ და­ვა­სა­ხე­ლოთ მტე­რი, არაფ­რის­კენ წაგ­ვიყ­ვანს. ჩვე­ნი მტრე­ბი არი­ან ისი­ნი, ვი­საც სიკ­ვდი­ლი უყ­ვარს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით ისი­ნი სულ არ­სე­ბობ­დნენ. ის­ტო­რია მათ მალე ივი­წყებს.

10. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სა­ღა­მოს და­ი­ღუპ­ნენ, გა­მო­ვიდ­ნენ იმის­თვის, რომ ეცხოვ­რათ, და­ე­ლი­ათ და ემ­ღე­რათ, მათ არ იცოდ­ნენ, რომ ომი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

11. იმის მა­გივ­რად, რომ გა­ვი­ყოთ, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი ფა­სე­უ­ლია.

12. სიკ­ვდი­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბო, თუ ღმერ­თი არ­სე­ბობს, მას თქვენ სძულ­ხართ. და თქვენ უკვე წა­ა­გეთ რო­გორც დე­და­მი­წა­ზე, ისე სა­მო­თხე­ში.

13. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ მიგ­ვი­ფურ­თხე­ბია სიკ­ვდი­ლის­თვის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dayonline.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"თუ ღმერთი არსებობს, მას თქვენ სძულხართ" - "შარლი ებდომ" პარიზის ტერაქტებზე 13 კარიკატურა გამოაქვეყნა

"თუ ღმერთი არსებობს, მას თქვენ სძულხართ" - "შარლი ებდომ" პარიზის ტერაქტებზე 13 კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგული ყოველკვირეული სატირული გაზეთის "შარლი ებდოს" რედაქცია, რომელიც სკანდალური კარიკატურებითაა ცნობილი, პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა.

"მთელი სარედაქციო ჯგუფი შოკირებული და აღშფოთებულია პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. "შარლი ებდო" უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს. გაზეთი თავადაც იცნობს ტერორისტული სისასტიკის და ისლამური ტოტალიტარული იდეოლოგიის ქმედებებს, რომელთაც სხვა მიზანი არ გააჩნიათ, გარდა რესპუბლიკისა და დემოკრატიის ღირებულებების განადგურებისა", - ნათქვამია რედაქციის მიმართვაში.

ამასთან "შარლი ებდოს" კარიკატურისტმა ჯოან სფარმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა კარიკატურები, რომელიც 13 ნოემბრის ტერაქტს ეძღვნება. კარიკატურაზე მინიმალისტური ტექნიკით ადამიანია დახატული, რომელიც შემდეგ წინადადებებს წარმოთქვამს:

1. საფრანგეთი ძველი ქვეყანაა, სადაც შეყვარებულები თავისუფლად ეხუტებიან ერთმანეთს.

2. პარიზი ჩვენი დედაქალაქია. ჩვენ გვიყვარს მუსიკა, სმა, სიხარული.

3. ასწლეულების მანძილზე სიკვდილის მოყვარულები ცდილობდნენ, სიცოცხლის გემო წაერთმიათ ჩვენთვის.

4. მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

5. ისინი, ვისაც უყვართ, ვისაც უყვართ ცხოვრება, საბოლოოდ ყოველთვის დაჯილდოვდებიან.

6. პარიზის დევიზი სილამაზეა.

7. "ცურავს, მაგრამ არ იძირება" - პარიზის დევიზი.

8. მეგობრებო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მადლობა #PrayForParis-სთვის, მაგრამ ჩვენ აღარ გვჭირდება მეტი რელიგია! ჩვენი რწმენა მუსიკა! კოცნა! სიცოცხლე! შამპანური და სიხარულია! #ParisIsAboutLife.

9. ტერორიზმი მტერი არაა, ტერორიზმი მოქმედების პრინციპია. იმ მანტრის გამეორება, რომ ჩვენ "ომის რეჟიმში ვართ", როდესაც არ გვყოფნის სიმამაცე პირდაპირ დავასახელოთ მტერი, არაფრისკენ წაგვიყვანს. ჩვენი მტრები არიან ისინი, ვისაც სიკვდილი უყვარს. განსხვავებული ფორმებით ისინი სულ არსებობდნენ. ისტორია მათ მალე ივიწყებს.

10. ადამიანები, რომლებიც დღეს საღამოს დაიღუპნენ, გამოვიდნენ იმისთვის, რომ ეცხოვრათ, დაელიათ და ემღერათ, მათ არ იცოდნენ, რომ ომი იყო გამოცხადებული.

11. იმის მაგივრად, რომ გავიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ფასეულია.

12. სიკვდილის მოყვარულებო, თუ ღმერთი არსებობს, მას თქვენ სძულხართ. და თქვენ უკვე წააგეთ როგორც დედამიწაზე, ისე სამოთხეში.

13. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიგვიფურთხებია სიკვდილისთვის.

მომზადებულია dayonline.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა