პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს"
"როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს"

ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღო­ლი პა­რიზ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო ცრემ­ლე­ბამ­დე მი­ვი­და. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, რო­მის პაპ­მა ვა­ტი­კან­ში წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე თქვა: "წა­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის გული ასე­თი სა­ში­ნე­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­დეს".

ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ექვს ნა­წილ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მო­წყო­ბა­ზე. შე­დე­გად 89 ადა­მი­ა­ნი ბა­ტაკ­ლა­ნის თე­ატ­რში მოკ­ლეს. პაპ­მა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში დას­ძი­ნა: "ძა­ლა­დო­ბა და სი­ძულ­ვი­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის პრობ­ლე­მებს არ წყვეტს. ღმერ­თის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად ღვთის გმო­ბა და დიდი ცოდ­ვაა."

პაპ­მა აგ­რეთ­ვე მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა და მი­უ­სამ­ძიმ­რა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ფრან­სუა ოლან­დს და სრუ­ლი­ად ფრანგ ხალ­ხს. პაპ­მა კა­თო­ლი­კურ სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რი "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი" საქ­ცი­ე­ლია და აღ­ნიშ­ნა, რომ "ამ მკვლე­ლო­ბებს ვერ გა­ა­მარ­თლებს ვერ­ცერ­თი რე­ლი­გია და ადა­მი­ა­ნი".

იტა­ლი­ურ ტე­ლე­სად­გურ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უს დროს პაპ­მა გა­ნა­ცხა­და: "მე ახ­ლოს ვარ ფრანგ ხალ­ხთან, გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებ­თან და ყვე­ლა მათ­გა­ნის­თვის ვლო­ცუ­ლობ. ძა­ლი­ან და­სევ­დი­ა­ნე­ბუ­ლი და გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი ვარ. მე არ მეს­მის, ძა­ლი­ან რთუ­ლია ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის გა­გე­ბა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია express.co.uk-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს"

"როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს"

ტაძარში ქადაგებისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი პარიზში მომხდარი ტრაგედიის გამო ცრემლებამდე მივიდა. რამდენიმე საათით ადრე, რომის პაპმა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე თქვა: "წამოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანის გული ასეთი საშინელი ქმედებების განხორციელების საშუალებას იძლეოდეს".

ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო საფრანგეთის დედაქალაქის ექვს ნაწილში ტერორისტული აქტების მოწყობაზე. შედეგად 89 ადამიანი ბატაკლანის თეატრში მოკლეს. პაპმა თავის გამოსვლაში დასძინა: "ძალადობა და სიძულვილი კაცობრიობის პრობლემებს არ წყვეტს. ღმერთის სახელის გამოყენება ძალადობის გასამართლებლად ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა."

პაპმა აგრეთვე მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და სრულიად ფრანგ ხალხს. პაპმა კათოლიკურ სატელევიზიო არხთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარი "არაადამიანური" საქციელია და აღნიშნა, რომ "ამ მკვლელობებს ვერ გაამართლებს ვერცერთი რელიგია და ადამიანი".

იტალიურ ტელესადგურთან სატელეფონო ინტერვიუს დროს პაპმა განაცხადა: "მე ახლოს ვარ ფრანგ ხალხთან, გარდაცვლილთა ოჯახებთან და ყველა მათგანისთვის ვლოცულობ. ძალიან დასევდიანებული და გულდამძიმებული ვარ. მე არ მესმის, ძალიან რთულია ასეთი ქმედებების გაგება".

მომზადებულია express.co.uk-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა