პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისური "ტიტანიკი" - საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მიწაში იძირება
თბილისური "ტიტანიკი" - საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მიწაში იძირება

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ 119-ე სა­ჯა­რო სკო­ლაა. რო­გორც აქა­უ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი ავა­რი­ულ შე­ნო­ბა­ში ხში­რად შე­დი­ან სა­თა­მა­შოდ

რა მსგავ­სე­ბაა ლი­ბა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­სა და ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში ლი­ბა­ნის ქუ­ჩას შო­რის? რით ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს უდი­დე­სი სამ­გზავ­რო გემი "ტი­ტა­ნი­კი" და ლი­ბა­ნის #6-ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი? ხომ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია?! თუმ­ცა ორი ერ­თმა­ნე­თის­გან გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად და თვი­სებ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ლი­ბა­ნი და თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ლი­ბა­ნის ქუჩა, გემი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბით არ ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს... არ­ცთუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში ლი­ბან­ში სა­ო­მარ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა გა­ა­პარ­ტა­ხა ქვე­ყა­ნა, იხო­ცე­ბო­და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში კი ლი­ბა­ნის ქუ­ჩა­ზე ჯერ კი­დევ დგას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, რომ­ლის ბი­ნად­რე­ბიც ნგრე­ვა­სა და მსხვერ­პლს ყო­ველ წუთს ელო­დე­ბი­ან. XX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს, რო­დე­საც "ტი­ტა­ნი­კი" აის­ბერგთან შე­ჯა­ხე­ბი­სას ჩა­ი­ძი­რა, 1500-ზე მეტი კაცი და­ი­ღუ­პა, XXI სა­უ­კუ­ნე­ში კი აგერ, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში "ტი­ტა­ნიკს" ცხრა­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს ეძა­ხი­ან. შე­ნო­ბის სა­ძირ­კვე­ლი აის­ბერ­გმა არა, მაგ­რამ გრუნ­ტის წყლებ­მა ისე და­ა­ზი­ა­ნა, კორ­პუ­სის ერთი ნა­წი­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი მი­წამ ამო­ავ­სო. ოკე­ა­ნე­ში ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის მსგავ­სად, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ერთი ნა­წი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შუ­ა­ზე "გა­და­ტყდა და სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა. უმ­წეო მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად შევ­ყუ­რებ­დი ამ "ტი­ტა­ნიკს" და ფილმში ნა­ნა­ხი კად­რე­ბი თვალ­წინ მი­ცო­ცხლდე­ბო­და. კორ­პუ­სის მო­ბი­ნად­რე­ე­ბი წლე­ბია, დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ 119-ე სა­ჯა­რო სკო­ლაა. რო­გორც აქა­უ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი ავა­რი­ულ შე­ნო­ბა­ში ხში­რად შე­დი­ან სა­თა­მა­შოდ.

ცი­უ­რი ბე­ქა­უ­რი, მო­ბი­ნად­რე: "2005 წლის მარ­ტში სა­კომ­პენ­სა­ციო თან­ხა - 8.000 აშშ დო­ლა­რი გა­მოგ­ვიყ­ვეს, რო­მე­ლიც ნო­ემ­ბერ­ში ჩაგ­ვე­რი­ცხა. ამ დროს ბი­ნე­ბის ფას­მა მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა და ვერ­აფე­რი ვი­ყი­დეთ. დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის ისევ გამ­გე­ო­ბას მივ­მარ­თეთ, გამ­გე­ბე­ლი შეგ­ვპირ­და, თან­ხა აი­ღეთ და ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით შეს­ყიდ­ვა­შიო, რა თქმა უნდა, ესეც და­პი­რე­ბად დარ­ჩა. ეს კორ­პუ­სი გა­სახ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თუ გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს, ესეც კი არ ვი­ცით. შარ­შან გლ­და­ნის გამ­გე­ბელ­მა დაგ­ვი­ბა­რა და გვი­თხრა, ბომბზე ზის თქვე­ნი კორ­პუ­სი და სხვა ბი­ნე­ბი მო­ძებ­ნე­თო. რომ მოვ­ძებ­ნოთ ბი­ნე­ბი, თან­ხას გა­დაგ­ვიხ­დით-მეთ­ქი? სად გვაქვს ფუ­ლიო".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

თბილისური "ტიტანიკი" - საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მიწაში იძირება

თბილისური "ტიტანიკი" - საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მიწაში იძირება

საცხოვრებელი სახლის წინ 119-ე საჯარო სკოლაა. როგორც აქაურები ამბობენ, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდ

რა მსგავსებაა ლიბანის რესპუბლიკასა და ავჭალის დასახლებაში ლიბანის ქუჩას შორის? რით ჰგვანან ერთმანეთს უდიდესი სამგზავრო გემი "ტიტანიკი" და ლიბანის #6-ში არსებული მრავალსართულიანი კორპუსი? ხომ ძნელი წარმოსადგენია?! თუმცა ორი ერთმანეთისგან გეოგრაფიულად და თვისებრივად განსხვავებული ლიბანი და თბილისში მდებარე ლიბანის ქუჩა, გემი და საცხოვრებელი კორპუსი მხოლოდ სახელებით არ ჰგვანან ერთმანეთს... არცთუ ისე შორეულ წარსულში ლიბანში საომარმა მოქმედებებმა გააპარტახა ქვეყანა, იხოცებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენს რეალობაში კი ლიბანის ქუჩაზე ჯერ კიდევ დგას საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ბინადრებიც ნგრევასა და მსხვერპლს ყოველ წუთს ელოდებიან. XX საუკუნის დამდეგს, როდესაც "ტიტანიკი" აისბერგთან შეჯახებისას ჩაიძირა, 1500-ზე მეტი კაცი დაიღუპა, XXI საუკუნეში კი აგერ, თბილისში, ავჭალის დასახლებაში "ტიტანიკს" ცხრასართულიან კორპუსს ეძახიან. შენობის საძირკველი აისბერგმა არა, მაგრამ გრუნტის წყლებმა ისე დააზიანა, კორპუსის ერთი ნაწილის პირველი სართული მიწამ ამოავსო. ოკეანეში ჩაძირული გემის მსგავსად, მრავალსართულიანი შენობის ერთი ნაწილი რამდენიმე წლის წინ შუაზე "გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. უმწეო მოსახლეობასთან ერთად შევყურებდი ამ "ტიტანიკს" და ფილმში ნანახი კადრები თვალწინ მიცოცხლდებოდა. კორპუსის მობინადრეები წლებია, დახმარებას ითხოვენ. საცხოვრებელი სახლის წინ 119-ე საჯარო სკოლაა. როგორც აქაურები ამბობენ, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდ.

ციური ბექაური, მობინადრე: "2005 წლის მარტში საკომპენსაციო თანხა - 8.000 აშშ დოლარი გამოგვიყვეს, რომელიც ნოემბერში ჩაგვერიცხა. ამ დროს ბინების ფასმა მკვეთრად მოიმატა და ვერ­აფერი ვიყიდეთ. დახმარებისათვის ისევ გამგეობას მივმართეთ, გამგებელი შეგვპირდა, თანხა აიღეთ და ჩვენ დაგეხმარებით შესყიდვაშიო, რა თქმა უნდა, ესეც დაპირებად დარჩა. ეს კორპუსი გასახლებას ექვემდებარება თუ გამაგრებით სამუშაოებს, ესეც კი არ ვიცით. შარშან გლდანის გამგებელმა დაგვიბარა და გვითხრა, ბომბზე ზის თქვენი კორპუსი და სხვა ბინები მოძებნეთო. რომ მოვძებნოთ ბინები, თანხას გადაგვიხდით-მეთქი? სად გვაქვს ფულიო".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია