კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი "ჩამოსულები", რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს
ცნობილი "ჩამოსულები", რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს

ჩა­მო­სუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა თბი­ლისს აწუ­ხებ­და და ალ­ბათ, სულ შე­ა­წუ­ხებს... "ambebi.ge" იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, ვისი აკ­ვა­ნიც თბი­ლის­ში არ დარ­წე­უ­ლა, მაგ­რამ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს.

მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი

ალ­ბათ რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია მომ­ხიბ­ვლე­ლი ად­ვო­კა­ტის მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის მძი­მე ბავ­შვო­ბა. ის პან­კის­ში და­ი­ბა­და, 5 წლის იყო, როცა მამა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გარ­და­ეც­ვა­ლა და ოჯა­ხი ღია ცის ქვეშ დარ­ჩა. ამ­ბობს, რომ რთუ­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, რად­გან პან­კი­სე­ლე­ბი მის ჩაც­მუ­ლო­ბა­საც კი ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ. მა­რი­ამ­მა ად­ვო­კა­ტო­ბა მა­მის უკა­ნო­ნოდ და­კარ­გუ­ლი ქო­ნე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად გა­და­წყვი­ტა. მთის ხა­სი­ა­თი აქვს, ამ­ბობს, რომ მკაცრ პი­რო­ბებ­ში აღ­ზრდამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი გა­ხა­და. ის დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნო. სულ ცოტა ხნის წინ ლე­ვან ხურ­ცი­ა­ზე და­ქორ­წინ­და.

დუტა სხირტლა­ძე

მსა­ხი­ო­ბი დუტა სხირტლა­ძე თე­ლავ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი ვა­ლიც­კია, ბავ­შვო­ბის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი პო­ლო­ნეთ­ში გა­ა­ტა­რა, თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად კი თე­ლა­ვი­დან ჩა­მო­ვი­და. დუტა დე­დის გვარს ატა­რებს. სტუ­დენ­ტო­ბი­სას არა­ნა­ირ სამ­სა­ხურს არ თა­კი­ლობ­და. ამ­ბო­ბენ, რომ თოვ­ლის ბა­ბუ­აც იყო ახა­ლი წლის დღე­ებ­ში. თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მისი კა­რი­ე­რა ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­და. ის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბია.

სოფო ხალ­ვა­ში

მომ­ღე­რა­ლი სოფო ხალ­ვა­ში ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. სოფო მა­ყუ­რე­ბელ­მა და მსმე­ნელ­მა "ნუ­ცას სკო­ლი­დან" გა­იც­ნო, რა­საც მოჰ­ყვა "ევ­რო­ვი­ზია" და "ახა­ლი ტალ­ღა". სო­ფოს მშობ­ლე­ბი ახ­ლაც ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ, მომ­ღე­რა­ლი ოჯახს ხში­რად სტუმ­რობს, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში.

თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე

მო­დე­ლი თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სულ ცოტა ხნის წინ, თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბით გა­იც­ნო. სი­შიშ­ვლით ხალ­ხის გა­ო­ცე­ბას ყო­ფი­ლი მე­და­ვით­ნე დღემ­დე აგ­რძე­ლებს. თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძეს მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, მისი ნამ­დვი­ლი მა­მის ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე არ იცის, მას მა­მო­ბას მუ­სი­კო­სი კაკო ვა­შა­ლო­მი­ძე უწევ­და, რო­მელ­საც დე­და­მი­სი თა­მუ­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ცო­ლად გაჰ­ყვა. თა­მუ­ნას ძმაც ჰყავს, რო­მე­ლიც მას­ზე უმ­ცრო­სია. იმის გამო, რომ სახ­ლში მძი­მე პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და, კა­ხეთ­ში ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­და. თა­მუ­ნას ბე­ბია კა­ხეთ­ში მომ­ვლელ ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რო­მელ­საც შვი­ლიშ­ვი­ლი ხში­რად სტუმ­რობს.

ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი წყალ­ტუ­ბო­ში და­ი­ბა­და, შემ­დეგ კი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად კა­ხეთ­ში გა­და­ვი­და. ბავ­შვო­ბის გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი ბიჭ­ვინ­თა­შიც გა­ა­ტა­რა. თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან გად­მო­ვი­და. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, თბი­ლის­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­მოს­ვლის წინა ღა­მეს ოჯახ­მა ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა, უფრო მე­ტიც, მა­მას­თან ერ­თად ცოტა და­ლია. და­ა­რი­გეს, რომ ქა­ლაქ­ში არ უნდა მო­დუ­ნე­ბუ­ლი­ყო და ამ მხრივ დღემ­დე ფორ­მა­შია.

ნა­ტა­ლია მახ­ვი­ლა­ძე

"რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ტა­ლია მახ­ვი­ლა­ძე ტყი­ბულ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. სკო­ლა­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე იყო, რო­მე­ლიც კარ­გად სწავ­ლობ­და და სკო­ლის გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რიც გახ­ლდათ. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. მისი კა­რი­ე­რა ჯერ კი­დევ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს და­ი­წყო, ის ხში­რად ჩნდე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­ში, ამას მოჰ­ყვა პრე­სა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზე" და სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
0

პოლიტიკოსები რატომ არ ჩართეთ სიაში?????

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ცნობილი "ჩამოსულები", რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს

ცნობილი "ჩამოსულები", რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს

ჩამოსულების პრობლემა თბილისს აწუხებდა და ალბათ, სულ შეაწუხებს... "ambebi.ge" იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისი აკვანიც თბილისში არ დარწეულა, მაგრამ დიდ წარმატებას მიაღწიეს.

მარიამ კუბლაშვილი

ალბათ რთულად წარმოსადგენია მომხიბვლელი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მძიმე ბავშვობა. ის პანკისში დაიბადა, 5 წლის იყო, როცა მამა ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ამბობს, რომ რთული ბავშვობა ჰქონდა, რადგან პანკისელები მის ჩაცმულობასაც კი ვერ ეგუებოდნენ. მარიამმა ადვოკატობა მამის უკანონოდ დაკარგული ქონების დასაბრუნებლად გადაწყვიტა. მთის ხასიათი აქვს, ამბობს, რომ მკაცრ პირობებში აღზრდამ განსაკუთრებულად შრომისუნარიანი გახადა. ის დღეს წარმატებული ქალია, რომელიც ფართო საზოგადოებამ პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო. სულ ცოტა ხნის წინ ლევან ხურციაზე დაქორწინდა.

დუტა სხირტლაძე

მსახიობი დუტა სხირტლაძე თელავში დაიბადა და გაიზარდა. მისი ნამდვილი გვარი ვალიცკია, ბავშვობის გარკვეული პერიოდი პოლონეთში გაატარა, თბილისში საცხოვრებლად კი თელავიდან ჩამოვიდა. დუტა დედის გვარს ატარებს. სტუდენტობისას არანაირ სამსახურს არ თაკილობდა. ამბობენ, რომ თოვლის ბაბუაც იყო ახალი წლის დღეებში. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მისი კარიერა ელვისებური სისწრაფით განვითარდა. ის დღეს საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

სოფო ხალვაში

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. სოფო მაყურებელმა და მსმენელმა "ნუცას სკოლიდან" გაიცნო, რასაც მოჰყვა "ევროვიზია" და "ახალი ტალღა". სოფოს მშობლები ახლაც ბათუმში ცხოვრობენ, მომღერალი ოჯახს ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით ზაფხულში.

თამუნა ვაშალომიძე

მოდელი თამუნა ვაშალომიძე საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ, თამამი ნაბიჯებით გაიცნო. სიშიშვლით ხალხის გაოცებას ყოფილი მედავითნე დღემდე აგრძელებს. თამუნა ვაშალომიძეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მისი ნამდვილი მამის ვინაობა დღემდე არ იცის, მას მამობას მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე უწევდა, რომელსაც დედამისი თამუნას დაბადების შემდეგ ცოლად გაჰყვა. თამუნას ძმაც ჰყავს, რომელიც მასზე უმცროსია. იმის გამო, რომ სახლში მძიმე პირობები ჰქონდა, კახეთში ბებიასთან იზრდებოდა. თამუნას ბებია კახეთში მომვლელ ქალბატონთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც შვილიშვილი ხშირად სტუმრობს.

ლევან ყოჩიაშვილი

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი წყალტუბოში დაიბადა, შემდეგ კი ოჯახი საცხოვრებლად კახეთში გადავიდა. ბავშვობის გარკვეული წლები ბიჭვინთაშიც გაატარა. თბილისში საცხოვრებლად დედოფლისწყაროდან გადმოვიდა. როგორც თავად იხსენებს, თბილისში სასწავლებლად წამოსვლის წინა ღამეს ოჯახმა ძალიან ინერვიულა, უფრო მეტიც, მამასთან ერთად ცოტა დალია. დაარიგეს, რომ ქალაქში არ უნდა მოდუნებულიყო და ამ მხრივ დღემდე ფორმაშია.

ნატალია მახვილაძე

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნატალია მახვილაძე ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. სკოლაში ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე იყო, რომელიც კარგად სწავლობდა და სკოლის გაზეთის რედაქტორიც გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად თბილისში წამოვიდა. მისი კარიერა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო, ის ხშირად ჩნდებოდა უნივერსიტეტის სატელევიზიო პროექტებში, ამას მოჰყვა პრესა, ტელეკომპანია "მზე" და სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE