მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით" - ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის ელჩთან
"საქართველო არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით" - ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის ელჩთან

არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის წინა პი­რო­ბა ყო­ფი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ამა თუ იმ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხზე აშშ-ის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბებს ყუ­რა­დღე­ბით უს­მენს რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ისე ოპო­ზი­ცია და მთლი­ა­ნად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა. გა­სულ კვი­რას აშშ-ის ახა­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში იან კელი "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში" გვეს­ტუმ­რა. ელჩი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბევ­რი რამ ახა­ლი შე­ი­ტყო "თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის ამ ბას­ტი­ო­ნის შე­სა­ხებ". ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში იან კე­ლიმ "კვი­რის პა­ლიტ­რას" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

- მო­გე­სალ­მე­ბით, ბა­ტო­ნო ელჩო. რო­გორც ვიცი, თქვენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად 40 წლის წინ იყა­ვით...

- უფრო ზუს­ტად, 39 წლის წინ. იქ­ნებ გაგ­ვი­ზი­ა­როთ თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რა ცვლი­ლე­ბებს ხე­დავთ 39 წლის წინ ნა­ნახ სა­ქარ­თვე­ლო­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბას შო­რის?

- პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბას გიხ­დით მოწ­ვე­ვი­სა და იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რომ გე­სა­უბ­როთ თქვენ და თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით იმ ქარ­თველ აუ­დი­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია თქვე­ნი გა­ზე­თის ტი­რა­ჟის მეშ­ვე­ო­ბით. 1976 წელს ლე­ნინ­გრა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­ლდით. ეს ბრეჟნე­ვის პე­რი­ო­დი იყო. ლე­ნინ­გრა­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მოს­კოვ­შიც ჩავ­დი­ო­დი ხოლ­მე. მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს იყო მძლავ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა. ბევრ რუსს არ სურ­და ჩემ­თან სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ამე­რი­კე­ლი ვი­ყა­ვი. საბ­ჭო­თა ტუ­რის­ტულ­მა სა­ა­გენ­ტომ სტუ­დენ­ტე­ბი ოთხი დღით თბი­ლის­ში ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა ჩემ­თვის გაბრ­წყი­ნე­ბა­სა­ვით იყო.

გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი იმ ფე­რე­ბით, რო­მე­ლიც აქ ვი­ხი­ლე. სა­ო­ცა­რი იყო, თუ რამ­დე­ნად გულ­ღია იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი ჩემ­და­მი, რო­გორც ამე­რი­კე­ლი ტუ­რის­ტი­სად­მი. ასე­ვე, გა­მაკ­ვირ­ვა იმ სი­ა­მა­ყემ, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლე­ბი აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტავ­დნენ თა­ვი­სი ქარ­თვე­ლო­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­მართ. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ქარ­თვე­ლე­ბი სა­ნი­მუ­შო­ე­ბიც იყ­ვნენ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში - ისი­ნი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ახ­დენ­დნენ ჯერ რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი და შემ­დეგ რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მას შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში - იყო ცუდი და კარ­გი პე­რი­ო­დე­ბიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი 1995 წელს - ცუდი დრო იყო, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი, ქვე­ყა­ნას ჰყავ­და უამ­რა­ვი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი და ხში­რად ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლაც კი სა­ხი­ფა­თო იყო. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წელს ვი­ყა­ვი და ისევ გაბრ­წყი­ნე­ბა­სა­ვით იყო ჩემ­თვის იმ კუ­თხით, თუ რა­ო­დენ დიდი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და სა­ქარ­თვე­ლომ. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და ამ პე­რი­ოდ­ში მსურ­და მხო­ლოდ ერთი სა­მუ­შაო - რო­მე­ლიც და­მა­ყე­ნებ­და ბრძო­ლის ველ­ზე იმ ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის ჩა­რე­ვას გა­ნიც­დის. ეს იყო ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი,

რო­მე­ლიც მქონ­და.

- ე.ი. ოც­ნე­ბა აგიხ­დათ!..

- დიახ. (იცი­ნის)

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ნა­ტოს ვარ­შა­ვის სა­მი­ტი­სად­მი ოპ­ტი­მის­ტუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი და ელის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს გა­დად­გამს. სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვენ რა პროგ­ნოზს გა­ა­კე­თებ­დით და რისი იმე­დი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნას?

- ჩვე­ნი პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სად­მი მტკი­ცე და ურ­ყე­ვია. ამას მხარს ვუ­ჭერთ არა მხო­ლოდ სი­ტყვით, არა­მედ დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­აც გვაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ვგუ­ლის­ხმობ ერ­თობ­ლივ სამ­ხედ­რო წვრთნებს, ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცოდ­ნი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­და­ცე­მას და ა.შ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ვარ­შა­ვა­ში აღი­ნიშ­ნოს ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­კე­თა ნა­ტოს­თვის და ნა­ტომ გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ჩემი გა­მოწ­ვე­ვა თქვენ­თვის იმე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა - მტკი­ცედ მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი აქვს. მჯე­რა, რომ ამის სჯე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­საც. სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს ის, რომ ნატო 28 ქვეყ­ნის ალი­ან­სია და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­სენ­სუ­სით მი­ი­ღე­ბა. ვარ­შა­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მახ­ვილ­დეს რე­ა­ლო­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა სა­მიტ­ზე გა­კეთ­დეს მტკი­ცე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა და აღი­ნიშ­ნოს ის პროგ­რე­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უდა­ვოდ აქვს ბოლო პე­რი­ოდ­ში. მათ შო­რის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში წვრთნი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტრის გახ­სნა.

- ექ­სპერტთა ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ თუ სა­მიტ­ზე, რო­გორც თქვენ ბრძა­ნეთ, მტკი­ცე­ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­კეთ­და ან მაპ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი არ გა­და­იდ­გა, ამან შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­ში და­სავ­ლე­თის მი­მართ იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სე­ბის მომსწრე­ნიც გაგ­ვხა­დოს.

- სა­ქარ­თვე­ლო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მე­ო­რე კონ­ტრი­ბუ­ტო­რია ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში, ქარ­თვე­ლებ­მა რე­ა­ლუ­რი მსხვერ­პლი გა­ი­ღეს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის­თვის. თუ არ­სე­ბობს, ნამ­დვი­ლად მეს­მის ასე­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბის. ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს. ამე­რი­კა მუდ­მი­ვად აფიქ­სი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას. გა­სულ კვი­რას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ნა­ტოს სიძ­ლი­ე­რე სწო­რედ მის ერ­თო­ბა­ში, კონ­სენ­სუს­შია, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად 28 ქვეყ­ნის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო. მე­ო­რე მხრივ, ხში­რად ესეც გა­მოწ­ვე­ვაა. უნდა ვა­ღი­ა­როთ, ზოგ­ჯერ 28 ხმის მი­ღე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რად დარ­ჩე­ბა მო­მა­ვალ­შიც. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მე­გობ­რე­ბიც ჰყავს, გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე. ისი­ნი ხელს შე­უ­წყო­ბენ თქვენს ქვე­ყა­ნას, რომ მი­აღ­წი­ოს სა­წა­დელს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"საქართველო არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით" - ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის ელჩთან

"საქართველო არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით" - ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის ელჩთან

არცთუ იშვიათად, ჩვენი ამერიკელი მეგობრების შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების წინა პირობა ყოფილა. შესაბამისად, ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე აშშ-ის ელჩის განცხადებებს ყურადღებით უსმენს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და მთლიანად, საზოგადოება. გასულ კვირას აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში იან კელი ”პალიტრამედიაში” გვესტუმრა. ელჩი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ ახალი შეიტყო ”თავისუფალი მედიის ამ ბასტიონის შესახებ”. ვიზიტის ფარგლებში იან კელიმ ”კვირის პალიტრას” საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საჭირბოროტო საკითხებზე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- მოგესალმებით, ბატონო ელჩო. როგორც ვიცი, თქვენ ჩვენს ქვეყანაში პირველად 40 წლის წინ იყავით...

- უფრო ზუსტად, 39 წლის წინ. იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები, რა ცვლილებებს ხედავთ 39 წლის წინ ნანახ საქართველოსა და დღევანდელობას შორის?

- პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისა და იმ შესაძლებლობისთვის, რომ გესაუბროთ თქვენ და თქვენი მეშვეობით იმ ქართველ აუდიტორიას, რომელიც მრავალრიცხოვანია თქვენი გაზეთის ტირაჟის მეშვეობით. 1976 წელს ლენინგრადის უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდით. ეს ბრეჟნევის პერიოდი იყო. ლენინგრადი ძალიან მიყვარდა და მოსკოვშიც ჩავდიოდი ხოლმე. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო მძლავრი ტოტალიტარული სისტემა. ბევრ რუსს არ სურდა ჩემთან საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელი ვიყავი. საბჭოთა ტურისტულმა სააგენტომ სტუდენტები ოთხი დღით თბილისში ჩამოგვიყვანა. საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის გაბრწყინებასავით იყო.

გაკვირვებული დავრჩი იმ ფერებით, რომელიც აქ ვიხილე. საოცარი იყო, თუ რამდენად გულღია იყვნენ ქართველები ჩემდამი, როგორც ამერიკელი ტურისტისადმი. ასევე, გამაკვირვა იმ სიამაყემ, რომელსაც ქართველები აშკარად გამოხატავდნენ თავისი ქართველობის, საქართველოსადმი კუთვნილების მიმართ. გარკვეულწილად, ქართველები სანიმუშოებიც იყვნენ საბჭოთა კავშირში - ისინი იდენტიფიკაციას ახდენდნენ ჯერ როგორც ქართველები და შემდეგ როგორც საბჭოთა კავშირის მოქალაქეები. მას შემდეგ რამდენჯერმე დავბრუნდი საქართველოში - იყო ცუდი და კარგი პერიოდებიც. საქართველოში ვიყავი 1995 წელს - ცუდი დრო იყო, ელექტროენერგიის დეფიციტი, ქვეყანას ჰყავდა უამრავი იძულებით გადაადგილებული პირი და ხშირად ქუჩაში გამოსვლაც კი სახიფათო იყო. შემდეგ საქართველოში 2012 წელს ვიყავი და ისევ გაბრწყინებასავით იყო ჩემთვის იმ კუთხით, თუ რაოდენ დიდი პროგრესი განიცადა საქართველომ. დიპლომატიური მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს და ამ პერიოდში მსურდა მხოლოდ ერთი სამუშაო - რომელიც დამაყენებდა ბრძოლის ველზე იმ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის ჩარევას განიცდის. ეს იყო ერთადერთი სურვილი,

რომელიც მქონდა.

- ე.ი. ოცნება აგიხდათ!..

- დიახ. (იცინის)

- საზოგადოების დიდი ნაწილი ნატოს ვარშავის სამიტისადმი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ელის, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. საინტერესოა, თქვენ რა პროგნოზს გააკეთებდით და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას?

- ჩვენი პოზიცია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევია. ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ დიდი ინვესტიციაც გვაქვს განხორციელებული. ვგულისხმობ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, ქართული მხარისთვის ტექნოლოგიური ცოდნისა და აღჭურვილობის გადაცემას და ა.შ.

მნიშვნელოვანი იქნება, ვარშავაში აღინიშნოს ის ყველაფერი, რაც საქართველომ გააკეთა ნატოსთვის და ნატომ გააკეთა საქართველოსთვის. ჩემი გამოწვევა თქვენთვის იმედის შენარჩუნებაა - მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აქვს. მჯერა, რომ ამის სჯერა საქართველოს მოსახლეობასაც. სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ნატო 28 ქვეყნის ალიანსია და გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. ვარშავაში ყურადღება უნდა გამახვილდეს რეალობაზე. შეიძლება სამიტზე გაკეთდეს მტკიცე პოლიტიკური განცხადება და აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს უდავოდ აქვს ბოლო პერიოდში. მათ შორის, მნიშვნელოვანია საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა.

- ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თუ სამიტზე, როგორც თქვენ ბრძანეთ, მტკიცე­ პოლიტიკური განცხადება არ გაკეთდა ან მაპ-ის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი არ გადაიდგა, ამან შესაძლოა, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში დასავლეთის მიმართ იმედგაცრუება გამოიწვიოს, რამაც შეიძლება, არასასიამოვნო პროცესების მომსწრენიც გაგვხადოს.

- საქართველო რაოდენობის მიხედვით მეორე კონტრიბუტორია ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, ქართველებმა რეალური მსხვერპლი გაიღეს ნატოში გაწევრებისთვის. თუ არსებობს, ნამდვილად მესმის ასეთი იმედგაცრუების. ამავე დროს, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს. ამერიკა მუდმივად აფიქსირებს საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერას. გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენმა საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატოს სიძლიერე სწორედ მის ერთობაში, კონსენსუსშია, როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად 28 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. მეორე მხრივ, ხშირად ესეც გამოწვევაა. უნდა ვაღიაროთ, ზოგჯერ 28 ხმის მიღება რთულია, მაგრამ ამერიკა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად დარჩება მომავალშიც. საქართველოს სხვა მეგობრებიც ჰყავს, განსაკუთრებით ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. ისინი ხელს შეუწყობენ თქვენს ქვეყანას, რომ მიაღწიოს საწადელს.

გაგრძელება

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

"რომ იმეორებთ, სააკაშვილი უნდა გაიწიოსო... ლოგიკა არსებობს?! მაგას ვერ ეღირსება ვერავინ" - სააკაშვილი გრიგოლიას და მიშველაძეს მიმართავს

"4 თვეა, ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეებს, ქვეყნის ჯანჯღარსა და არევაში, თვეში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ახდევინებს" - რას წერს შალვა პაპუაშვილი?