სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია MenuGroup UK-მა ფონდისგან GranatusVentures 720,000 დოლარის ინვესტიცია მიიღო
კომპანია MenuGroup UK-მა ფონდისგან GranatusVentures 720,000 დოლარის ინვესტიცია მიიღო

კომ­პა­ნია Menu Group UK Limited-მა, რო­მე­ლიც ფლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში რეს­ტორ­ნე­ბი­დან საჭ­მლის მი­ტა­ნის სერ­ვისს menu.ge, ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ხით 720 000 აშშ დო­ლა­რი მი­ი­ღო კომ­პა­ნი­ის­გან Granatus Ventures.

რეს­ტორ­ნე­ბი­დან მზა კერ­ძე­ბის შეკ­ვე­თის პო­პუ­ლა­რუ­ლი პლატ­ფორ­მა menu.ge, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მხო­ლოდ თბი­ლის­ში ოპე­რი­რებს, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით გეგ­მავს მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. გარ­და კერ­ძე­ბი­სა, კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ყვა­ვი­ლე­ბის, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტორ­ტე­ბის, ალ­კოჰო­ლუ­რი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის, ფას­ტფუ­დის შეკ­ვე­თა­საც.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხელი მო­ვა­წე­რეთ კონ­ტრაქტს ვენ­ჩუ­რულ ფონდთან და მი­ვი­ღეთ 720 000 დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. ბი­უ­ჯე­ტი დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ხარ­ჯე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ მუდ­მი­ვად გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს, უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდით ჩვენს ასორ­ტი­მენტს, გავზრდით რეს­ტორ­ნე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ასე­ვე იმ ქა­ლა­ქებს, სა­დაც Menu.ge იმუ­შა­ვებს," - გა­ნა­ცხა­და Menu.ge-ს დი­რექ­ტორ­მა.

ამ ეტაპ­ზე Menu.ge 150 -ზე მეტ რეს­ტო­რანს, მა­ღა­ზი­ა­სა და ფას­ტფუ­დის წერ­ტი­ლებს აერ­თი­ა­ნებს. სა­იტ­ზე მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შე­უკ­ვე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც რეს­ტორ­ნებ­ში იყი­დე­ბა, ასე­ვე სას­მე­ლე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლო­ბა. უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში და­ე­მა­ტე­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის კვე­ბაც. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით , კომ­პა­ნია ასე­ვე გეგ­მავს მო­მა­ვალ­ში ისარ­გებ­ლობს პროგ­რა­მით, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შეძ­ლებს თავი აა­რი­დოს სა­ცო­ბებს და უა­მინ­დო­ბას.

Menu.ge-ზე შეკ­ვე­თე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ონ­ლა­ინ და მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ასე­ვე ტე­ლე­ფო­ნით. Menu.ge -დან შეკ­ვე­თი­სას გა­დახ­და ხდე­ბა რო­გორც ნაღ­დი ფუ­ლით, ასე­ვე საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით რო­გორც სა­იტ­ზე, ასე­ვე ტერ­მი­ნა­ლით მი­ტა­ნი­სას. სა­იტ­ზე შე­სუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირ­ჩევს სა­სურ­ველ კერძს, რეს­ტო­რანს, გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას და აძ­ლევს შეკ­ვე­თას. სხვა­თა შო­რის, კომ­პა­ნი­ის კლი­ენ­ტებს შო­რის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ად­გი­ლი უკა­ვი­ათ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სით. ის­რა­ელ­ში, საფ­რან­გეთ­ში, აშშ-ში, დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში და ევ­რო­პის სხვა ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად უკ­ვე­თა­ვენ თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის ყვა­ვი­ლებ­სა თუ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტორ­ტებს. რო­გორც კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, შეკ­ვე­თებს menu.ge ავ­სტრა­ლი­ი­და­ნაც ღე­ბუ­ლობს.

კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს საჭ­მლის­მი­ტა­ნას­პირ­და­პირთქვენს ბი­ნა­ში, ოფის­ში ან სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში. მი­ღე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით menu.ge გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტულს გახ­დის აღ­ნიშ­ნულ სერ­ვისს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კომპანია MenuGroup UK-მა ფონდისგან GranatusVentures 720,000 დოლარის ინვესტიცია მიიღო

კომპანია MenuGroup UK-მა ფონდისგან GranatusVentures 720,000 დოლარის ინვესტიცია მიიღო

კომპანია Menu Group UK Limited-მა, რომელიც ფლობს საქართველოში რესტორნებიდან საჭმლის მიტანის სერვისს menu.ge, ინვესტიციის სახით 720 000 აშშ დოლარი მიიღო კომპანიისგან Granatus Ventures.

რესტორნებიდან მზა კერძების შეკვეთის პოპულარული პლატფორმა menu.ge, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისში ოპერირებს, მიღებული ინვესტიციით გეგმავს მომსახურების ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესებას. გარდა კერძებისა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ყვავილების, სადღესასწაულო ტორტების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ფასტფუდის შეკვეთასაც.

„რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს ვენჩურულ ფონდთან და მივიღეთ 720 000 დოლარის ინვესტიცია ბაზრის განვითარებისთვის კავკასიის რეგიონში. ბიუჯეტი დიდი ნაწილი საქართველოში დაიხარჯება. ეს ნიშნავს, რომ მუდმივად გავაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, უფრო მრავალფეროვანს გავხდით ჩვენს ასორტიმენტს, გავზრდით რესტორნებისა და თანამშრომლების რაოდენობას, ასევე იმ ქალაქებს, სადაც Menu.ge იმუშავებს,“ - განაცხადა Menu.ge-ს დირექტორმა.

ამ ეტაპზე Menu.ge 150 -ზე მეტ რესტორანს, მაღაზიასა და ფასტფუდის წერტილებს აერთიანებს. საიტზე მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს ყველაფერი, რაც რესტორნებში იყიდება, ასევე სასმელები, ყვავილები და ტკბილეულობა. უახლოეს ხანებში დაემატება შინაური ცხოველების კვებაც. განხორციელებული ინვესტიციის საშუალებით , კომპანია ასევე გეგმავს მომავალში ისარგებლობს პროგრამით, რომლის მეშვეობითაც შეძლებს თავი აარიდოს საცობებს და უამინდობას.

Menu.ge-ზე შეკვეთები ხორციელდება ონლაინ და მობილური აპლიკაციების მეშვეობით, ასევე ტელეფონით. Menu.ge -დან შეკვეთისას გადახდა ხდება როგორც ნაღდი ფულით, ასევე საკრედიტო ბარათით როგორც საიტზე, ასევე ტერმინალით მიტანისას. საიტზე შესული მომხმარებელი ირჩევს სასურველ კერძს, რესტორანს, გადახდის საშუალებას და აძლევს შეკვეთას. სხვათა შორის, კომპანიის კლიენტებს შორის საკმაოდ აქტიური ადგილი უკავიათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ადგილზე მიტანის სერვისით. ისრაელში, საფრანგეთში, აშშ-ში, დსთ-ს ქვეყნებში და ევროპის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველები ხშირად უკვეთავენ თბილისში მცხოვრები ახლობლებისა და მეგობრებისთვის ყვავილებსა თუ სადღესასწაულო ტორტებს. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, შეკვეთებს menu.ge ავსტრალიიდანაც ღებულობს.

კომპანია უზრუნველყოფს საჭმლისმიტანასპირდაპირთქვენს ბინაში, ოფისში ან სასტუმროს ნომერში. მიღებული ინვესტიციით menu.ge გაცილებით კომფორტულს გახდის აღნიშნულ სერვისს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი