Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ"
"თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ"

ევ­რო­პის ის­ტო­რი­ა­ში 13 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მო, რო­დე­საც ტე­რო­რის­ტებ­მა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქს შე­უ­ტი­ეს, "სის­ხლი­ა­ნი პა­რას­კე­ვის" სა­ხე­ლით შევა. პა­რი­ზის ექვს სხვა­დას­ხვა ად­გილს ტე­რო­რის­ტე­ბი ერ­თდრო­უ­ლად და­ესხნენ თავს, მათ სა­მიზ­ნედ ქცე­უ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა კი სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ტე­რაქ­ტე­ბის სე­რი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ". ფრან­გულ და არა­ბულ ენებ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მათი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ეს თავ­დას­ხმე­ბი წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ საფ­რან­გე­თის სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის პა­სუ­ხი იყო.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ ტე­რო­რიზ­მის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტორს, ბად­რი ნა­ჭყე­ბი­ას:

- ამ­გვა­რი შე­ტე­ვის­თვის საფ­რან­გე­თი მზად უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ვფიქ­რობ, ამ ტე­რაქ­ტე­ბის შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბი და­ფიქ­რდე­ბი­ან სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 90-იანი წლე­ბი­დან ევ­რო­პა­ში ტე­რო­რიზ­მის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყო. სწო­რედ ამ დროს მოხ­და საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათე­უ­ლო­ბით აფეთ­ქე­ბა. ამ თავ­დას­ხმებ­ში ალ­ჟი­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამას მოჰ­ყვა მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი, რო­მელ­თა მსხვერ­პლი, ძი­რი­თა­დად, ებ­რა­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, მერე კი იყო ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა ჟურ­ნალ "შარ­ლი ებ­დო­ზე" 2015 წლის იან­ვარ­ში. ამ ბოლო ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე პა­რი­ზის ერთ-ერთი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი იყო, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. შე­იძ­ლე­ბა უფრო მას­შტა­ბურ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნენ სტა­დი­ონ­ზეც, თუმ­ცა, ეს არ გა­მო­უ­ვი­დათ. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მათ 80 ათას გულ­შე­მატ­კი­ვარს შო­რის რომ შე­ეღ­წი­ათ, რა ამ­ბა­ვი დატ­რი­ალ­დე­ბო­და...

სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ზე თავ­დას­ხმა და მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა გვახ­სე­ნებს მოს­კოვ­ში მომ­ხდარ ე.წ. დუბ­როვ­სკის ტე­რაქტს, რო­დე­საც თე­ატრ "ნორდ ოს­ტში" შეჭ­რილ­მა ჩეჩ­ნებ­მა იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს. მა­შინ 130 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რაც შე­ე­ხე­ბა ერთ ქა­ლაქ­ზე ასეთ მას­შტა­ბურ შე­ტე­ვას, შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ 2008 წლის თავ­დას­ხმა ინ­დო­ე­თის ეკო­ნო­მი­კურ დე­და­ქა­ლა­ქად წო­დე­ბულ მუმ­ბა­ი­ზე, რო­დე­საც 10-მა ტე­რო­რის­ტმა ლა­მის მთე­ლი ქა­ლა­ქის პა­რა­ლი­ზე­ბა შეძ­ლო. მა­შინ ტე­რო­რის­ტე­ბი თავს და­ესხნენ ორ სას­ტუმ­როს, ებ­რა­ულ ცენ­ტრსა და რეს­ტო­რანს. რო­გორც მახ­სოვს, 195 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მუმ­ბა­ის ტე­რაქ­ტში 12 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. საფ­რან­გეთ­შიც ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ რვა ტე­რო­რისტზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ანუ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მას­შტა­ბურ ტე­რაქ­ტებ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც წესი, ასე­თი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი და და­ხუ­რუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი უფრო მო­ბი­ლუ­რად მოქ­მე­დე­ბენ და მი­ზან­საც აღ­წე­ვენ. დიდი დაჯ­გუ­ფე­ბი­დან, შე­საძ­ლოა, ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნოს.

ხვალ შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს იგი­ვე... ამი­ტომ არის სა­ჭი­რო, ჩვენ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ ამ სა­კითხს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა უნდა იღებ­დეს ზო­მებს ტე­რო­რის­ტთა თავ­დას­ხმის პრე­ვენ­ცი­ის­თვის. სა­ინ­ტე­რე­სოა ერთი ფაქ­ტი: საფ­რან­გე­თი დღეს ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ბირ­თვუ­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ასე­თი დარ­ტყმის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. შე­მიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით გი­თხრათ, რომ ეს არის ფრან­გუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლი კო­ლაფ­სი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევთ ამ სამ­სა­ხუ­რებს და ეს უნდა იყოს კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი მთე­ლი ევ­რო­პის­თვი­საც. ეს იყო კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, დიდი და­ფი­ნან­სე­ბით. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ეს რო­გორ გა­მო­ე­პა­რათ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ"

"თუ სახმელეთო ოპერაცია არ დაიწყეს, ტერორისტები მთელ ევროპას წალეკავენ"

ევროპის ისტორიაში 13 ნოემბრის საღამო, როდესაც ტერორისტებმა საფრანგეთის დედაქალაქს შეუტიეს, "სისხლიანი პარასკევის" სახელით შევა. პარიზის ექვს სხვადასხვა ადგილს ტერორისტები ერთდროულად დაესხნენ თავს, მათ სამიზნედ ქცეული მშვიდობიანი მოსახლეობა კი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ". ფრანგულ და არაბულ ენებზე გავრცელებული მათი განცხადებების მიხედვით, ეს თავდასხმები წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთის საჰაერო დარტყმების პასუხი იყო.

შექმნილი ვითარების შეფასება ვთხოვეთ ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორს, ბადრი ნაჭყებიას:

- ამგვარი შეტევისთვის საფრანგეთი მზად უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ამ ტერაქტების შემდეგ მსოფლიოს ლიდერები დაფიქრდებიან სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობაზე. მოგეხსენებათ, 90-იანი წლებიდან ევროპაში ტერორიზმის ახალი ტალღა დაიწყო. სწორედ ამ დროს მოხდა საფრანგეთის ტერიტორიაზე ათეულობით აფეთქება. ამ თავდასხმებში ალჟირული ჯგუფები მონაწილეობდნენ. ამას მოჰყვა მცირემასშტაბიანი ტერორისტული აქტები, რომელთა მსხვერპლი, ძირითადად, ებრაელები იყვნენ, მერე კი იყო ტერორისტული თავდასხმა ჟურნალ "შარლი ებდოზე" 2015 წლის იანვარში. ამ ბოლო ტერორისტული აქტის მთავარი სამიზნე პარიზის ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზი იყო, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეიძლება უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდნენ სტადიონზეც, თუმცა, ეს არ გამოუვიდათ. ხომ წარმოგიდგენიათ, მათ 80 ათას გულშემატკივარს შორის რომ შეეღწიათ, რა ამბავი დატრიალდებოდა...

საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა და მძევლების აყვანა გვახსენებს მოსკოვში მომხდარ ე.წ. დუბროვსკის ტერაქტს, როდესაც თეატრ "ნორდ ოსტში" შეჭრილმა ჩეჩნებმა იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანეს. მაშინ 130 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება ერთ ქალაქზე ასეთ მასშტაბურ შეტევას, შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის თავდასხმა ინდოეთის ეკონომიკურ დედაქალაქად წოდებულ მუმბაიზე, როდესაც 10-მა ტერორისტმა ლამის მთელი ქალაქის პარალიზება შეძლო. მაშინ ტერორისტები თავს დაესხნენ ორ სასტუმროს, ებრაულ ცენტრსა და რესტორანს. როგორც მახსოვს, 195 ადამიანი დაიღუპა. მუმბაის ტერაქტში 12 ადამიანი მონაწილეობდა. საფრანგეთშიც ჯერჯერობით მხოლოდ რვა ტერორისტზე ლაპარაკობენ, ანუ ორივე შემთხვევაში მასშტაბურ ტერაქტებში ბევრი ადამიანი არ მონაწილეობდა. როგორც წესი, ასეთი მცირერიცხოვანი და დახურული ტერორისტული ჯგუფები უფრო მობილურად მოქმედებენ და მიზანსაც აღწევენ. დიდი დაჯგუფებიდან, შესაძლოა, ინფორმაციამ გაჟონოს.

ხვალ შეიძლება რომელიმე არაფრით გამორჩეულ ქვეყანაში მოხდეს იგივე... ამიტომ არის საჭირო, ჩვენმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. ყველა ქვეყანა უნდა იღებდეს ზომებს ტერორისტთა თავდასხმის პრევენციისთვის. საინტერესოა ერთი ფაქტი: საფრანგეთი დღეს ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ქვეყანაა, რომელიც ასეთი დარტყმის მსხვერპლი აღმოჩნდა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არის ფრანგული სპეცსამსახურების სრული კოლაფსი. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევთ ამ სამსახურებს და ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი მთელი ევროპისთვისაც. ეს იყო კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი, დიდი დაფინანსებით. დაუჯერებელია, ეს როგორ გამოეპარათ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია