საფრანგეთის ხელისუფლება, პარიზის ტერაქტების შემდეგ, 10 ათასამდე სამხედროს ამოქმედებას აპირებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ "ფრანსპრესი" ქვეყნის პრემიერმინისტრის გარემოცვიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ტერაქტების სერიებამდე საფრანგეთის მასშტაბით უსაფრთხოებას 7 ათასი სამხედრო იცავდა. "რაც შეეხება პარიზს, ტერაქტებამდე 4 ათასამდე სამხედრო იცავდა უსაფრთხოებას, დღის ბოლომდე კი მათი რიცხვი 5 ათასი გახდება", - განუცხადა სააგენტოს წყარომ და დასძინა, რომ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოებას 10 ათასი სამხედრო დაიცავს.
პარიზში, 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 129 ადამიანი, 350-ზე მეტი კი დაშავდა.