პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვამთქნარებთ და რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი მთქნარება?
რატომ ვამთქნარებთ და რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი მთქნარება?

მთქნა­რე­ბა რეფ­ლექ­სუ­რი, უნებ­ლიე სუნ­თქვი­თი აქ­ტია, ხან­გრძლი­ვი და ღრმა ჩა­სუნ­თქვა, რომ­ლის დრო­საც ორ­გა­ნიზ­მში გა­ცი­ლე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ჟანგბა­დი ხვდე­ბა. ამ­თქნა­რებს დე­დის მუ­ცელ­ში სა­ი­მე­დოდ მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი ნა­ყო­ფიც კი...

მთქნა­რე­ბის ყვე­ლა მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა.

1. ჟანგბა­დი­სა და ნახ­ში­რორ­ჟან­გის ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვი­სას

რო­დე­საც სის­ხლში იმა­ტებს ნახ­ში­რორ­ჟან­გის რა­ო­დე­ნო­ბა, ორ­გა­ნიზ­მი ითხოვს ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას და ჟანგბა­დის უფრო დიდ ულუ­ფას, რის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ა­ნი მთქნა­რე­ბას იწყებს.

2. ადაპ­ტა­ცი­ის­თვის

მთქნა­რე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს სა­ა­თობ­რი­ვი სარ­ტყლის ცვლი­ლე­ბი­სად­მი ადაპ­ტა­ცი­ას. მუც­ლად ყოფ­ნის მე-20 კვი­რას ნა­ყო­ფის ორ­გა­ნიზ­მი იწყებს ძი­ლი­სა და სი­ფხიზ­ლის ციკ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რის გა­მოც ამ პე­რი­ოდ­ში ის ბევ­რს ამ­თქნა­რებს.

ანა­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი ირ­თვე­ბა ხან­გრძლი­ვი ფრე­ნი­სას: ორ­გა­ნიზ­მი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად იწყებს გაძ­ლი­ე­რე­ბულ მთქნა­რე­ბას, რაც მიზ­ნად ისა­ხავს ძი­ლი­სა და სი­ფხიზ­ლის ციკ­ლის ცვლი­ლე­ბი­სად­მი შე­გუ­ე­ბა­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას.

3. ენერ­გი­ის მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად

დი­ლით მთქნა­რე­ბა ორ­გა­ნიზ­მის ენერ­გი­ით შევ­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჟანგბა­დის ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე დიდი ულუ­ფა ადა­მი­ანს ააქ­ტი­უ­რებს, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას და ყუ­რა­დღე­ბას.

4. რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის

ადა­მი­ა­ნი ამ­თქნა­რებს და­სამ­შვი­დებ­ლა­დაც, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის წინ, სპორ­ტსმე­ნი - შე­ჯიბ­რე­ბის, სტუ­დენ­ტი - გა­მოც­დის, პა­ცი­ენ­ტი - ექი­მის კა­ბი­ნეტ­ში შეს­ვლის, მსა­ხი­ო­ბი კი სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ.

5. ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის

მთქნა­რე­ბა სა­სარ­გებ­ლოა ცხვი­რი­სა და ყუ­რე­ბის­თვის. ამ დროს იხ­სნე­ბა არ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰა­ი­მო­რის ღრუ­სა და ევსტა­ქის მი­ლებს უკავ­შირ­დე­ბა, რაც ყუ­რე­ბის და­გუ­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. იგი ასე­ვე არე­გუ­ლი­რებს წნე­ვას შუა ყურ­ში.

6. მო­წყე­ნი­ლო­ბი­სას

დიდ­ხანს პა­სი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ კუნ­თებ­ში გუბ­დე­ბა სის­ხლი, ადა­მი­ა­ნი ეშ­ვე­ბა, ერე­ვა ძილი და იწყებს მთქნა­რე­ბას.

7. ტვი­ნის "გა­საგ­რი­ლებ­ლად"

მთქნა­რე­ბა ტვი­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რას არე­გუ­ლი­რებს. ადა­მი­ა­ნი ხში­რად ამ­თქნა­რებს სი­ცხე­ში. გრი­ლი ჰა­ე­რის ულუ­ფა ტვინს ნა­წი­ლობ­რივ აგ­რი­ლებს და მუ­შა­ო­ბა­საც უად­ვი­ლებს.

ერთი სი­ტყვით, მთქნა­რე­ბა რეფ­ლექ­სია, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სხე­უ­ლის სა­სურ­ველ ტო­ნუს­ში მო­საყ­ვა­ნად სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი ძი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ეს რეფ­ლექ­სი მას მო­დუ­ნე­ბა­სა და რე­ლაქ­სა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა.

8. და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნად

გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი უმი­ზე­ზო მთქნა­რე­ბა ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მიც არის, მათ შო­რის: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, აპ­ნო­ე­სი - სუნ­თქვის შე­ჩე­რე­ბის და აორ­ტის განშრე­ვე­ბი­სა.

ტვი­ნი გზავ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ჩა­სუნ­თქვის სიგ­ნალს არა მხო­ლოდ ჟანგბა­დო­ვა­ნი, არა­მედ ნახ­შირ­წყლო­ვა­ნი, კერ­ძოდ, გლუ­კო­ზუ­რი შიმ­ში­ლის დრო­საც. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს სის­ხლში სწო­რედ ამ ნივ­თი­ე­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა ირ­ღვე­ვა, რის გა­მოც შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს ხში­რი მთქნა­რე­ბა ახა­სი­ა­თებს. აპ­ნოე ემარ­თე­ბათ მსუ­ქან და ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს. ხში­რი მთქნა­რე­ბაც, სწო­რედ მათ­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რატომ ვამთქნარებთ და რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი მთქნარება?

რატომ ვამთქნარებთ და რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს ხშირი მთქნარება?

მთქნარება რეფლექსური, უნებლიე სუნთქვითი აქტია, ხანგრძლივი და ღრმა ჩასუნთქვა, რომლის დროსაც ორგანიზმში გაცილებით დიდი რაოდენობის ჟანგბადი ხვდება. ამთქნარებს დედის მუცელში საიმედოდ მოკალათებული ნაყოფიც კი...

მთქნარების ყველა მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა რამდენიმე მათგანში ეჭვი არავის ეპარება.

1. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევისას

როდესაც სისხლში იმატებს ნახშირორჟანგის რაოდენობა, ორგანიზმი ითხოვს ბალანსის აღდგენას და ჟანგბადის უფრო დიდ ულუფას, რის შედეგადაც ადამიანი მთქნარებას იწყებს.

2. ადაპტაციისთვის

მთქნარება მიზნად ისახავს საათობრივი სარტყლის ცვლილებისადმი ადაპტაციას. მუცლად ყოფნის მე-20 კვირას ნაყოფის ორგანიზმი იწყებს ძილისა და სიფხიზლის ციკლების გამომუშავებას, რის გამოც ამ პერიოდში ის ბევრს ამთქნარებს.

ანალოგიური მექანიზმი ირთვება ხანგრძლივი ფრენისას: ორგანიზმი ინტუიციურად იწყებს გაძლიერებულ მთქნარებას, რაც მიზნად ისახავს ძილისა და სიფხიზლის ციკლის ცვლილებისადმი შეგუებასა და ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას.

3. ენერგიის მარაგის შესავსებად

დილით მთქნარება ორგანიზმის ენერგიით შევსების საუკეთესო საშუალებაა. ჟანგბადის ჩვეულებრივზე დიდი ულუფა ადამიანს ააქტიურებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ყურადღებას.

4. რელაქსაციისთვის

ადამიანი ამთქნარებს დასამშვიდებლადაც, საპასუხისმგებლო მოვლენების წინ, სპორტსმენი - შეჯიბრების, სტუდენტი - გამოცდის, პაციენტი - ექიმის კაბინეტში შესვლის, მსახიობი კი სცენაზე გასვლის წინ.

5. ჯანმრთელობისთვის

მთქნარება სასარგებლოა ცხვირისა და ყურებისთვის. ამ დროს იხსნება არხები, რომლებიც ჰაიმორის ღრუსა და ევსტაქის მილებს უკავშირდება, რაც ყურების დაგუბების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. იგი ასევე არეგულირებს წნევას შუა ყურში.

6. მოწყენილობისას

დიდხანს პასიურ მდგომარეობაში მყოფ კუნთებში გუბდება სისხლი, ადამიანი ეშვება, ერევა ძილი და იწყებს მთქნარებას.

7. ტვინის "გასაგრილებლად"

მთქნარება ტვინის ტემპერატურას არეგულირებს. ადამიანი ხშირად ამთქნარებს სიცხეში. გრილი ჰაერის ულუფა ტვინს ნაწილობრივ აგრილებს და მუშაობასაც უადვილებს.

ერთი სიტყვით, მთქნარება რეფლექსია, რომელიც ადამიანს სხეულის სასურველ ტონუსში მოსაყვანად სჭირდება, თუმცა, როდესაც ორგანიზმი ძილისთვის ემზადება, ეს რეფლექსი მას მოდუნებასა და რელაქსაციაში ეხმარება.

8. დაავადების ნიშნად

გაძლიერებული უმიზეზო მთქნარება ზოგიერთი დაავადების სიმპტომიც არის, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტის, აპნოესი - სუნთქვის შეჩერების და აორტის განშრევებისა.

ტვინი გზავნის გაძლიერებული ჩასუნთქვის სიგნალს არა მხოლოდ ჟანგბადოვანი, არამედ ნახშირწყლოვანი, კერძოდ, გლუკოზური შიმშილის დროსაც. შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში სწორედ ამ ნივთიერების ათვისება ირღვევა, რის გამოც შაქრიან დიაბეტს ხშირი მთქნარება ახასიათებს. აპნოე ემართებათ მსუქან და ხანდაზმულ ადამიანებს. ხშირი მთქნარებაც, სწორედ მათთვისაა დამახასიათებელი წაიკითხეთ ვრცლად

თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

როგორ ცნობდნენ ბებიები და ბაბუები ამინდის პროგნოზს ბუნებაზე დაკვირვებით - 11 ხალხური მეთოდი

"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"