პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი მკურნალობაზე უარს აცხადებს
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი მკურნალობაზე უარს აცხადებს

გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძის ცე­მის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ლაშა კვირ­კვა­ია, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ავ­თან­დილ იმე­და­ძემ გა­ნუ­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ლაშა კვირ­კვა­ია მხო­ლოდ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ აღე­ნიშ­ნე­ბა შიმ­ში­ლო­ბის გამო სი­თხის დე­ფი­ცი­ტი. აქვს გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ხლში და სა­სა­მარ­თლო­ზე დას­წრე­ბას ალ­ბათ ვერ შეძ­ლებ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის გა­მარ­თვას, ავ­თან­დილ იმე­და­ძე აცხა­დებს, რომ ამის შე­სა­ხებ გუ­შინ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ იყო და მხო­ლოდ დღეს დი­ლით მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია. მისი თქმით, ად­მი­ნის­ტრა­ცია შე­ე­ცა­და მაქ­სი­მა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ასე­ვე შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო სა­სა­მარ­თლ სხდო­მის გა­მარ­თვის­თვის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, რა­ზეც, ავ­თან­დილ იმე­და­ძის თქმით, რო­გორც მო­სა­მარ­თლემ, ისე პა­ცი­ენ­ტმა უარი გა­ნა­ცხა­დეს.

ლაშა კვირ­კვა­ი­ას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ წუ­თებ­ში მსჯე­ლობს. სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გარ­და არა­ვის მი­ე­ცა, მათ შო­რის არც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ად­ვო­კატ გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძის ცე­მის ფაქ­ტზე ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლაშა კვირ­კვა­ია სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. თა­ვად კვირ­კვა­ია ბრალს არ აღი­ა­რებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ად­ვო­კატ­მა მდი­ნა­რა­ძემ ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, რის შემ­დე­გაც მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა და გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძემ ამ დროს თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მას არ ეს­წრე­ბა თა­ვად გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძე, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტებს, ისი­ნი ლაშა კვირ­კვა­ი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხო­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი მკურნალობაზე უარს აცხადებს

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი მკურნალობაზე უარს აცხადებს

გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებული ლაშა კვირკვაია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მკურნალობაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ლაშა კვირკვაია მხოლოდ სტაციონარული დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აღენიშნება შიმშილობის გამო სითხის დეფიციტი. აქვს გარკვეული ცვლილებები სისხლში და სასამართლოზე დასწრებას ალბათ ვერ შეძლებდა.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასამართლოს სხდომის გამართვას, ავთანდილ იმედაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ გუშინ ინფორმირებული არ იყო და მხოლოდ დღეს დილით მიიღო ინფორმაცია. მისი თქმით, ადმინისტრაცია შეეცადა მაქსიმალური ორგანიზება გაეკეთებინა, ასევე შეთავაზებული იყო სასამართლ სხდომის გამართვისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკონფერენციო დარბაზი, რაზეც, ავთანდილ იმედაძის თქმით, როგორც მოსამართლემ, ისე პაციენტმა უარი განაცხადეს.

ლაშა კვირკვაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთებში მსჯელობს. სხდომაზე დასწრების საშუალება პროცესის მონაწილეების გარდა არავის მიეცა, მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს.

პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. თავად კვირკვაია ბრალს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ ადვოკატმა მდინარაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება და გიორგი მდინარაძემ ამ დროს თვითდაზიანებები მიიყენა.

სასამართლო სხდომას არ ესწრება თავად გიორგი მდინარაძე, რომელიც ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატებს, ისინი ლაშა კვირკვაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია