მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ად­ვო­კატ გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძის ცე­მის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამმ­მარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ლაშა კვირ­კვა­ია ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­ვე დღეს, 14:00 სა­ათ­ზე უნდა ემ­სჯე­ლა სა­სა­მარ­თლოს მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, "ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" წევ­რე­ბი, თუმ­ცა თა­ვად საქ­მის მო­სა­მარ­თლე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცე­სის და­წყე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

[იხი­ლეთ ვი­დეო]

ასე­ვე, უც­ნო­ბია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­ცე­სი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ი­მარ­თე­ბა, ექ­ნე­ბა თუ არა მე­დი­ას მისი გა­შუ­ქე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ად­ვო­კატ გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძის ცე­მის ფაქ­ტზე ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლაშა კვირ­კვა­ია რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­კა­ვეს. იგი პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. კვირ­კვა­ია თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ას მარ­თავს.

რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, კობა კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძემ სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ელს. ერთ სა­მარ­თალ­დამ­ცავს კი ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო და ყური აუ­წია. მი­სი­ვე თქმით, ლაშა კვირ­კვა­ი­ამ სწო­რედ ამის გამო შე­ად­გი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოქმი, მაგ­რამ ეს გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა.

ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­დე­საც მდი­ნა­რა­ძეს აკა­ვებ­დნენ, იგი აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და და თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც ამ დროს მი­ი­ყე­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებული ვაკე-საბურთალოს სამმმართველოს მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოშივე დღეს, 14:00 საათზე უნდა ემსჯელა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, "ადვოკატთა ასოციაციის" წევრები, თუმცა თავად საქმის მოსამართლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯერჯერობით არ გამოჩენილა. შესაბამისად, პროცესის დაწყება ვერ ხერხდება.

[იხილეთ ვიდეო]

ასევე, უცნობია იმ შემთხვევაში, თუ პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება, ექნება თუ არა მედიას მისი გაშუქების საშუალება.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია რამდენიმე დღის წინ დააკავეს. იგი პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. კვირკვაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობის აქციას მართავს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, კობა კობახიძე აცხადებს, გიორგი მდინარაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე პოლიციელს. ერთ სამართალდამცავს კი ფიზიკურად შეეხო და ყური აუწია. მისივე თქმით, ლაშა კვირკვაიამ სწორედ ამის გამო შეადგინა ადმინისტრაციული ოქმი, მაგრამ ეს გამოძიების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.

ბრალდებულის ინფორმაციით, როდესაც მდინარაძეს აკავებდნენ, იგი აგრესიულად იქცეოდა და თვითდაზიანებებიც ამ დროს მიიყენა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია