მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა
პარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა

პა­რიზ­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმე­ბის დროს, ტე­რო­რის­ტე­ბი სამ კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ ჯგუ­ფად მოქ­მე­დებ­დნენ. რო­გორც "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ პა­რი­ზის პრო­კუ­რორ­მა ფრან­სუა მი­ლენ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებს ე.წ. შა­ჰი­დის ქამ­რე­ბი ეკე­თათ და კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი.

"ჩვენ უნდა და­ვად­გი­ნოთ, სა­ი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ ისი­ნი და ვინ აფი­ნან­სებ­და მათ", - გა­ნა­ცხა­და მან.

მო­ლე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლი 30 წლის მა­მა­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში და­ი­ბა­და. კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა, 2010 წელს ის­ლა­მის­ტებს და­უ­ახ­ლოვ­და, რის გა­მოც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო, თუმ­ცა არც ერთი დაჯ­გუ­ფე­ბა­ში არ გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლა.

პა­რი­ზის პრო­კუ­რორ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­რაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­ა­კა­ვეს 3 ადა­მი­ა­ნი, აქე­დან ერთი - საფ­რან­გე­თი-ბელ­გი­ის სა­ზღვარ­ზე.

მო­ლენ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ერთ-ერთ თავ­დამ­სხმელს სი­რი­ის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი ჰქონ­და. მან ასე­ვე უარ­ყო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია 8 თავ­დამ­სხმელ­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­რაქ­ტე­ბი 7-მა ადა­მი­ან­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, აქე­დან 6-მა თავი აი­ფეთ­ქა.

მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს, ტე­რო­რის­ტე­ბი სი­რი­ა­სა და ერაყს ახ­სე­ნებ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა

პარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა

პარიზში მომხდარი თავდასხმების დროს, ტერორისტები სამ კარგად ორგანიზებულ და კოორდინირებულ ჯგუფად მოქმედებდნენ. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მილენმა განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელებს ე.წ. შაჰიდის ქამრები ეკეთათ და კალაშნიკოვის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები.

"ჩვენ უნდა დავადგინოთ, საიდან ჩამოვიდნენ ისინი და ვინ აფინანსებდა მათ", - განაცხადა მან.

მოლენის განცხადებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი 30 წლის მამაკაცი იყო, რომელიც პარიზის გარეუბანში დაიბადა. კრიმინალური წარსულის მქონე ახალგაზრდა, 2010 წელს ისლამისტებს დაუახლოვდა, რის გამოც სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა არც ერთი დაჯგუფებაში არ გაწევრიანებულა.

პარიზის პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ტერაქტების გამოძიების ფარგლებში, დააკავეს 3 ადამიანი, აქედან ერთი - საფრანგეთი-ბელგიის საზღვარზე.

მოლენმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს სირიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. მან ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 8 თავდამსხმელზე და განაცხადა, რომ ტერაქტები 7-მა ადამიანმა განახორციელა, აქედან 6-მა თავი აიფეთქა.

მისი თქმით, სამართალდამცველებთან მოლაპარაკებების დროს, ტერორისტები სირიასა და ერაყს ახსენებდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა