პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი, საფრანგეთში საბერძნეთის გავლით ჩავიდა
ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი, საფრანგეთში საბერძნეთის გავლით ჩავიდა

პა­რიზ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბის ერთ-ერთი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც სი­რი­ის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი ჰქონ­და, საფ­რან­გეთ­ში სა­ბერ­ძნე­თის გავ­ლით ჩა­ვი­და. რო­გორც "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა, ამის შე­სა­ხებ სა­ბერ­ძნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის მი­ნის­ტრმა ნი­კოს ტოს­კას­მა გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­ის მო­ქა­ლა­ქემ რე­გის­ტრა­ცია ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, ლე­რო­სის კუნ­ძულ­ზე გა­ი­ა­რა.

ფრან­გუ­ლი მხა­რის ცნო­ბით, ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, ის ფრან­გუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, ის­ლა­მის­ტებ­თან კავ­ში­რე­ბის გამო იყო ცნო­ბი­ლი.

გარ­და ამი­სა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ტე­რაქ­ტე­ბის ერთ-ერთი შემ­სრუ­ლებ­ლის ცხედ­რის შე­მოწ­მე­ბი­სას, ეგ­ვიპ­ტის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ფრან­გუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ სტა­დი­ონ "სტად დე ფრანსთან" ტე­რო­რის­ტე­ბი ბელ­გი­ის სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვიდ­ნენ. ფრან­გი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ჟა­მად შეატ-ის მარ­კის შავ ავ­ტო­მო­ბილს ეძე­ბენ.

პა­რიზ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბის გამო ბრუ­სე­ლის გა­რე­უბ­ნებ­ში რე­ი­დე­ბი ჩა­ტარ­და, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ფრან­გუ­ლი მე­დია ასე­ვე იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ, ქალი იყო.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, პა­რიზ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბის შე­დე­გად 127 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თავ­დას­ხმებ­ზე დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი, საფრანგეთში საბერძნეთის გავლით ჩავიდა

ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი, საფრანგეთში საბერძნეთის გავლით ჩავიდა

პარიზში განხორციელებული ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელსაც სირიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა, საფრანგეთში საბერძნეთის გავლით ჩავიდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნიკოს ტოსკასმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სირიის მოქალაქემ რეგისტრაცია ოქტომბრის დასაწყისში, ლეროსის კუნძულზე გაიარა.

ფრანგული მხარის ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი საფრანგეთის მოქალაქე იყო, ის ფრანგული სპეცსამსახურებისთვის, ისლამისტებთან კავშირების გამო იყო ცნობილი.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებლის ცხედრის შემოწმებისას, ეგვიპტის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩინეს.

ფრანგული მედია იტყობინება, რომ სტადიონ "სტად დე ფრანსთან" ტერორისტები ბელგიის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილით მივიდნენ. ფრანგი სამართალდამცველები ამჟამად შეატ-ის მარკის შავ ავტომობილს ეძებენ.

პარიზში განხორციელებული ტერაქტების გამო ბრუსელის გარეუბნებში რეიდები ჩატარდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ფრანგული მედია ასევე იტყობინება, რომ ერთ-ერთი ტერორისტი სავარაუდოდ, ქალი იყო.

ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა თავდასხმებზე დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა