ბრიუსელში ჩატარებული რეიდის დროს სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, რეიდები პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს უკავშირდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"ბიბისი", საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პარიზში განხორციელებული თავდასხმების შემსრულებლები თავის დროზე სირიაში იყვნენ ჩასულები.
ბოლო მონაცემებით, რვიდან სამ თავდამსხმელს საფრანგეთის, სირიისა და ეგვიპტის მოქალაქის პასპორტები ჰქონდათ. პასუხისმგებლობა ტერაქტებისთვის "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელი თავდასხმები - "მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია".