საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარიზში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება" - საფრანგეთში საქართველოს ელჩი
"პარიზში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება" - საფრანგეთში საქართველოს ელჩი

საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, ეკა სი­რა­ძე-დე­ლო­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს 2 მო­ქა­ლა­ქეს­თან, რომ­ლე­ბიც პა­რიზ­ში ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბი­ან, და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

რო­გორც დე­ლო­ნემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მათ­თან კონ­ტაქ­ტზე გას­ვლას ამ დრომ­დე ცდი­ლო­ბენ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ იძებ­ნე­ბა საფ­რან­გე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­სა და პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში.

"ოჯა­ხე­ბი ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ხუთ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც პა­რიზ­ში ტუ­რის­ტე­ბად არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი, თუმ­ცა აქე­დან სამ­თან კონ­ტაქ­ტზე გა­ვე­დით. დაგ­ვრჩა ორი, რომ­ლებ­საც ამ დრომ­დე ვე­ძებთ, თუმ­ცა მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია საფ­რან­გე­თის არც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი­დან გვაქვს და არც სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან, რომ ისი­ნი და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან", - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ეკა სი­რა­ძე-დე­ლო­ნეს თქმით, ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი და­შა­ვე­ბულ­თა და ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა შო­რის არ არის.

მეტი| უმ­ძი­მე­სი ღა­მის სრუ­ლი ქრო­ნო­ლო­გია: ყვე­ლა­ფე­რი 6 ტე­რაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც 150-ზე მეტი სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა

ყვე­ლა დე­ტა­ლი| #ტე­რაქ­ტე­ბი პა­რიზ­ში

"პარიზში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება" - საფრანგეთში საქართველოს ელჩი

"პარიზში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება" - საფრანგეთში საქართველოს ელჩი

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქესთან, რომლებიც პარიზში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, დაკავშირება ვერ ხერხდება.

როგორც დელონემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათთან კონტაქტზე გასვლას ამ დრომდე ცდილობენ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებსა და პარიზის საავადმყოფოებში.

"ოჯახები ვერ უკავშირდებოდნენ საქართველოს ხუთ მოქალაქეს, რომლებიც პარიზში ტურისტებად არიან ჩამოსულები, თუმცა აქედან სამთან კონტაქტზე გავედით. დაგვრჩა ორი, რომლებსაც ამ დრომდე ვეძებთ, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის არც სამართალდამცავი უწყებებიდან გვაქვს და არც საავადმყოფოებიდან, რომ ისინი დაშავებულთა შორის არიან", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ეკა სირაძე-დელონეს თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი დაშავებულთა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არ არის.

მეტი| უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

ყველა დეტალი| #ტერაქტები პარიზში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია