საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის ტერაქტთან დაკავშირებით ბარაქ ობამა განცხადებას ავრცელებს
საფრანგეთის ტერაქტთან დაკავშირებით ბარაქ ობამა განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ საფ­რან­გეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი დაგ­მო და საფ­რან­გეთს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და. პრე­ზი­დენტ ობა­მას გან­ცხა­დე­ბა თეთ­რი სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. ობა­მას შე­ფა­სე­ბით, ეს იყო თავ­დას­ხმა არამ­ხო­ლოდ ფრანგ ხალ­ხზე, არა­მედ თავ­დას­ხმა მთელ კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე და უნი­ვერ­სა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე.

ბა­რაკ ობა­მას თქმით, აშშ მზად არის, საფ­რან­გეთს ყვე­ლა სა­ხის დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს. "ტე­რო­რიზმსა და ექ­სტრე­მიზ­მთან ბრძო­ლა­ში ჩვენ ფრან­გებ­თან ერ­თად ვართ", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ.

მისი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ ვინ არის ტე­რაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, თუმ­ცა აშშ, სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, მზად არის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ ტე­რო­რის­ტე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს.

საფ­რან­გეთ­ში გუ­შინ ექვს სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად 153 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 200-ზე მეტი და­შავ­და. პა­რი­ზის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ რეს­ტორ­ნებს, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­სა და ფეხ­ბურ­თის სტა­დი­ონ­თან ახ­ლოს.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა მომ­ხდარს უპ­რე­ცე­დენ­ტო ტე­რო­რის­ტუ­ლი შე­ტე­ვა უწო­და.

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა თე­ატრ "ბა­ტაკ­ლან­ში" როკ-კონ­ცერ­ტზე მი­სუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 100 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა ძა­ლებ­მა შე­ნო­ბა­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს, მოკ­ლუ­ლია 8 ბო­ე­ვი­კი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი მძევ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ასე­ვე ორ­ჯერ შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე, სა­დაც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ოლან­დი და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მე­გობ­რულ სა­ფეხ­ბურ­თო მატჩს ეს­წრე­ბოდ­ნენ. მას შემ­დეგ, რაც ფრან­სუა ოლან­დმა სტა­დი­ო­ნი და­ტო­ვა, მან ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. ოლან­დმა საფ­რან­გე­თის სა­ზღვრე­ბი ჩა­კე­ტი­ლად გა­მო­ა­ცხა­და, რათა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გაქ­ცე­ვა არ და­უშ­ვან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

საფრანგეთის ტერაქტთან დაკავშირებით ბარაქ ობამა განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის ტერაქტთან დაკავშირებით ბარაქ ობამა განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული აქტები დაგმო და საფრანგეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. პრეზიდენტ ობამას განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ობამას შეფასებით, ეს იყო თავდასხმა არამხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ თავდასხმა მთელ კაცობრიობაზე და უნივერსალურ ფასეულობებზე.

ბარაკ ობამას თქმით, აშშ მზად არის, საფრანგეთს ყველა სახის დახმარება გაუწიოს. "ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ", - განაცხადა ობამამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ ვინ არის ტერაქტების ორგანიზატორი, თუმცა აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ტერორისტების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონთან ახლოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.

შეიარაღებულმა პირებმა თეატრ "ბატაკლანში" როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, მოკლულია 8 ბოევიკი და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.

ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ოლანდმა საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტილად გამოაცხადა, რათა დამნაშავეების გაქცევა არ დაუშვან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა