პარტნიორები:

    უახლესი ინფორმაცია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შესახებ - CNN-ი გარდაცვლილთა ახალ მონაცემებს აქვეყნებს

    უახლესი ინფორმაცია საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შესახებ - CNN-ი გარდაცვლილთა ახალ მონაცემებს აქვეყნებს

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საფრანგეთში 6 სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებულია.

    როგორც "როიტერი" იტყობინება, პარიზის სხვადასხვა ადგილზე გუშინ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.

    წყაროს ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა თეატრ ბატაკლანში როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს.

    ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, ბოევიკები მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს.

    ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა ოლანდმა სტადიონი დატოვა, მან ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ოლანდმა საფრანგეთის საზღვრები ჩაკეტილად გამოაცხადა, რათა დამნაშავეთა გაქცევა არ დაუშვან.

    პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის თქმით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი სულ მცირე 120-ს შეადგენს.

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა