ფრანგული გამოცემა France 24 პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბატაკლანის თეატრში გარდაცვლილთა რიცხვი 100-ის ფარგლებშია.
მათ შორის ოთხი ტერორისტია. პოლიციის ინფორმაციით, შტურმი პრაქტიკულად დასრულებული და ამჟამად მიმდინარეობს გადარჩნილი მძევლების ევაკუაცია.
ოფიციალური ინფორმაციით, შტურმის გარდა, ტერაქტების სერიის დროს მოკლულია 39 ადამიანი, არაოფიციალური მონაცემებით კი გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე აღწევს.
პარიზში ტერორისტული აქტები დღეს იმ დროს განხორციელდა, როდესაც საფრანგეთ-გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ერთ-ერთი აფეთქება სწორედ სტადიონის მახლობლად მოხდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოლანდმა განცხადება სატელვიზიო გამოსვლისას ცოტა ხნის წინ გააკეთა. მანვე ფრანგ ხალხს სოლიდარობისა და სამძიმრის სიტყვებით მიმართა.
ამასთან, როგორც ოლანდმა აღნიშნა, მომხდარი ტერაქტების გამო, ქვეყნის საზღვრები უკვე ჩაიკეტა. ხვალ პარიზში სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაკეტილი იქნება.
პარიზში განვითარებული მოვლენების ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#ტერაქტი პარიზში