საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე პარიზში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს "ფეისბუქით" მიმართავს:
"მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო, რომლებიც პარიზში იმყოფებით, საელჩოს განცხადებაზე ვმუშაობთ, სადაც მოგაწვდით ცხელი ხაზის ნომერს, ამიტომ ცოტა უნდა დაგველოდოთ. ყველა ვარიანტში, დარჩით სახლებში ან სასტუმროებში და არ აყვეთ პანიკას", - წერს ელჩი.
ეკატერინე სირაძე-დელონე წერს ასევე, რომ ბატაკლანის თეატრთან ისმის სროლები, მეტროს 5 ხაზი გადაკეტილია.
პარიზში განვითარებული მოვლენების ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#ტერაქტი პარიზში