პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდა ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს
შიდა ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ო­ნებ­თან და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის გი­ორ­გი ამა­შუ­კე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შიდა ქარ­თლში სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სრუ­ლად აა­ნა­ზღა­უ­რებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გი­ორ­გი ამა­შუ­კელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე შიდა ქარ­თლის სამ, ქა­რე­ლის, გო­რის და ხა­შუ­რის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ზა­რა­ლის და­სად­გე­ნად სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ. თუ რა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ძლი­ერ­მა ქარ­მა და წვი­მამ რე­გი­ონს, გი­ორ­გი ამა­შუ­კე­ლის თქმით, სრუ­ლი სუ­რა­თი თან­ხობ­რი­ვად ხვალ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ძლი­ე­რი ქა­რი­სა და წვი­მის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი და­ზი­ან­და, ასე­ვე წაქ­ცე­უ­ლია ხე­ე­ბი. ზა­რა­ლი ძი­რი­თა­დად ამ კუ­თხით არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბით სხვა რე­გი­ო­ნე­ბის­გან. სა­ხუ­რა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ კი­დევ გუ­შინ შევ­ქმე­ნით სო­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. აქ სა­უ­ბა­რია ქა­რე­ლის, გო­რის და ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ზე. კო­მი­სი­ე­ბი და­დი­ან და აკე­თე­ბენ ზა­რა­ლის აღ­წე­რას. პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი დღის ბო­ლოს გვექ­ნე­ბა, ხოლო თან­ხა­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი ხვა­ლის­თვის გვე­ცო­დი­ნე­ბა.

ამ ეტაპ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ბრი­გა­დე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა კო­მი­სი­ის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ზა­რა­ლის აღ­დგე­ნა მოხ­დეს. აღ­დგე­ნის ხარ­ჯებს მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო გა­ი­ღებს. პირ­ველ ეტაპ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­წყე­ბენ ზა­რა­ლის აღ­მო­ფხვრას. რო­დე­საც სა­ერ­თო სუ­რა­თი გად­მო­იგ­ზავ­ნე­ბა უკვე მთავ­რო­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ა­ფი­ნან­სებს", -გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­გი­ო­ნებ­თან და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა გი­ორ­გი ამა­შუ­კელ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

შიდა ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს

შიდა ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, შიდა ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი ამაშუკელმა განუცხადა, ამ ეტაპზე შიდა ქართლის სამ, ქარელის, გორის და ხაშურის, მუნიციპალიტეტში ზარალის დასადგენად სპეციალური კომისიები მუშაობენ. თუ რა ზიანი მიაყენა ძლიერმა ქარმა და წვიმამ რეგიონს, გიორგი ამაშუკელის თქმით, სრული სურათი თანხობრივად ხვალ იქნება ცნობილი.

"ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა, ასევე წაქცეულია ხეები. ზარალი ძირითადად ამ კუთხით არის დაფიქსირებული განსხვავებით სხვა რეგიონებისგან. სახურავებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გუშინ შევქმენით სოციალური კომისიები მუნიციპალიტეტებში. აქ საუბარია ქარელის, გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტებზე. კომისიები დადიან და აკეთებენ ზარალის აღწერას. პირველადი შედეგები დღის ბოლოს გვექნება, ხოლო თანხაში გამოხატული შედეგები ხვალისთვის გვეცოდინება.

ამ ეტაპზე შესაბამისი ბრიგადების მობილიზება მიმდინარეობს, რათა კომისიის მიერ დაფიქსირებული ზარალის აღდგენა მოხდეს. აღდგენის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო გაიღებს. პირველ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ბიუჯეტების ფარგლებში დაიწყებენ ზარალის აღმოფხვრას. როდესაც საერთო სურათი გადმოიგზავნება უკვე მთავრობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დააფინანსებს", -განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"