პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი თევზის სასარგებლო თვისებებსა და მის უსაფრთხოებაზე - კვების ტექნოლოგისა და ექიმის რჩევები
ყველაფერი თევზის სასარგებლო თვისებებსა და მის უსაფრთხოებაზე - კვების ტექნოლოგისა და ექიმის რჩევები

თევ­ზი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და წყლის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. თევ­ზის ხორ­ცში შე­მა­ვა­ლი ცი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა, შე­სა­ბა­მი­სად, თევ­ზის ცი­ლებს ორ­გა­ნიზ­მი კარ­გად ით­ვი­სებს. თევ­ზის მოხ­მა­რე­ბის წლი­უ­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ნორ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 17 კი­ლოგ­რა­მია.

სა­ნამ თევ­ზი შო­რე­უ­ლი ოკე­ა­ნი­დან, ზღვი­დან, მდი­ნა­რი­დან თუ აკ­ვა­რი­უ­მი­დან ჩვენს მა­გი­და­ზე მოხ­ვდე­ბა, დის­ტრი­ბუ­ცი­ის, შე­ნახ­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის ხან­გრძლივ ეტა­პებს გა­დის. იმის­თვის, რომ მან შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი, და­ცუ­ლი უნდა იყოს გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE "ნი­კო­რას" შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დის, "ოკე­ა­ნის" ტექ­ნო­ლოგ გი­ორ­გი ჩა­ბი­ჩა­ძეს ესა­უბ­რა.

-რა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა თევ­ზი?

-თევ­ზი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და წყლის გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი შემ­ცვე­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. თევ­ზის ხორ­ცი მდი­და­რია მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თაც. იგი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს კალ­ცი­უმს, კა­ლი­უმს, ფოს­ფორს, გო­გირდს, ქლორს, ნატ­რი­უმს, მაგ­ნი­უმს. მას­ში უხ­ვა­დაა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბიც: იოდი, კო­ბალ­ტი, მო­ლიბ­დე­ნი, მან­გა­ნუ­მი, თუ­თია, ბრო­მი, ფტო­რი და სხვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იო­დი­სა და სე­ლე­ნის შემ­ცვე­ლო­ბის მი­ხედ­ვით, თევზს არ­ცერ­თი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი არ შე­ედ­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ თევ­ზი ორ­გა­ნიზ­მის­თვის შე­უც­ვლე­ლი პრო­დუქ­ტია და მისი მი­ნე­რა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის აქ­ტი­ურ, გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ მუ­შა­ო­ბას.

გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მა მას ყვე­ლა­ზე იო­ლად ინე­ლებს, ვიდ­რე სხვა ნე­ბის­მი­ერ საკ­ვებს, მი­თუ­მე­ტეს, ხორცს. მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლია და დი­ე­ტო­ლო­გე­ბიც ურ­ჩე­ვენ ხოლ­მე რა­ცი­ონ­ში მის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას.

-რა პი­რო­ბებ­ში უნდა ინა­ხე­ბო­დეს თევ­ზი?

-რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­სა და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას, გა­ყი­ნუ­ლი თევ­ზი უნდა ინა­ხე­ბო­დეს -18°C. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის არ კარ­გავს თა­ვის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ხოლო თუ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის, შე­ნახ­ვის ან რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს და­ირ­ღვა შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, რა თქმა უნდა, ეს ამ პრო­დუქტს ზი­ანს აყე­ნებს. მომ­ხმა­რე­ბელს ვურ­ჩევ, ისეთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნოს თევ­ზი, სა­დაც ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით ღამე მა­ცივ­რებს არ გა­თი­შა­ვენ. ერ­თა­დერ­თი, რაც თევზს უკარ­გავს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს და აფუ­ჭებს კი­დეც, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია.

"ნი­კო­რას" სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თევ­ზის შე­ნახ­ვაც ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვის შე­სა­ბა­მი­სად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქა­შა­ყის ფილე ზეთ­ში, ასე­ვე და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი სკუმბრია მა­ღა­ზი­ებ­ში 0... +6°C ინა­ხე­ბა, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი შე­ცი­ე­ბუ­ლი კალ­მა­ხის შე­ნახ­ვა კი -2...0°C ხდე­ბა. თუმ­ცა, მომ­ხმა­რებ­ლის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შე­ცი­ე­ბულ კალ­მახს +6°C შე­ი­ნა­ხა­ვენ, მისი გა­მო­ყე­ნე­ბის ვადა 6 დღი­დან 2 დღემ­დე შემ­ცირ­დე­ბა.

-რო­გორ უნდა გა­არ­ჩი­ოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა, თევ­ზი ახა­ლია თუ არა?

-იმის­თვის, რომ გა­არ­ჩი­ოთ ახა­ლია თუ არა ეს პრო­დუქ­ტი, გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მას არ უნდა აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს სიყ­ვით­ლე­ე­ბი (ფარ­ფლე­ბი­სა და მუც­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე) გამ­ღვა­ლი თევ­ზის ქსო­ვი­ლი კი ფი­ზი­კუ­რი და­წო­ლის შემ­დეგ ბუ­ნებ­რივ ად­გილს უნდა უბ­რუნ­დე­ბო­დეს, თუ ჩაზ­ნე­ქი­ლი რჩე­ბა, მა­შინ მას უკვე და­კარ­გუ­ლი აქვს თა­ვი­სი ხა­რის­ხი.

-ხში­რად გვსმე­ნია, რომ ცო­ცხალ თევზს, რო­მე­ლიც აკ­ვა­რი­უ­მე­ბი­დან იყი­დე­ბა, მი­ცე­მუ­ლი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის გამო, ნაკ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბა აქვს. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ფაქ­ტი სი­მარ­თლეს?

-საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი შე­მო­დის სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, გრა­ნუ­ლი­რე­ბუ­ლი სა­ხით. ის ნამ­დვი­ლად არ არის რა­ი­მე ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი. ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო­დან ამოყ­ვა­ნი­ლი თევ­ზი, რა თქმა უნდა, უფრო გემ­რი­ე­ლია, თუმ­ცა ეს გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბის სხვა­ო­ბა ასი­დან შე­საძ­ლოა, ერ­თმა ადა­მი­ან­მა გა­არ­ჩი­ოს მხო­ლოდ. "ნი­კო­რას" სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ კალ­მა­ხი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი აკ­ვა­რი­უ­მი­დან ყი­დუ­ლობს, ჩვე­ნი­ვე სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბა­შია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, რო­მე­ლიც გუ­რი­ის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ვა­კი­ჯვრში მდე­ბა­რე­ობს. პრო­დუქ­ცი­ის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სწო­რედ იქი­დან ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნით, აქ, ად­გილ­ზე, კი გვაქვს ბაზა, სა­დაც ვი­ღებთ ცო­ცხალ თევზს, შემ­დეგ ხდე­ბა მი­წო­დე­ბა, დის­ტრი­ბუ­ცია მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ეს ყვე­ლა პი­რო­ბა და­ცუ­ლია, ცო­ცხა­ლი თევ­ზი არ კარ­გავს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს.

-თუ კალ­მა­ხი აკ­ვა­რი­უ­მი­დან უკვე ამოყ­ვა­ნი­ლი და გა­სა­ყი­დად გამ­ზა­დე­ბუ­ლია, რო­გორ უნდა გა­არ­ჩი­ოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა, რომ ის არ არის ძვე­ლი?

-კალ­მახს უყ­ვარს ჟანგბა­დით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი და ცივი წყა­ლი. თუ ეს პი­რო­ბე­ბი შექ­მნი­ლი აქვს, არ მოკ­ვდე­ბა. როცა ამ პრო­დუქტს, დაკ­ლულს და გამ­ზა­დე­ბულს ნა­ხავთ ყი­ნულ­ზე, შიგ­ნით ჩა­ი­ხე­დეთ თუ ფხე­ბი ქსო­ვი­ლი­დან ამოყ­რი­ლი, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი არ არის, თევ­ზი ახა­ლია, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ის შე­საძ­ლოა, აკ­ვა­რი­უმ­ში მო­უკ­ვდათ და ამ სა­ხით მოხ­ვდა ყი­ნუ­ლე­ბი­ან დახლზე. ასე­ვე არ უნდა ქონ­დეს შეც­ვლი­ლი ფერი და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეტყო­ბო­დეს ბუ­ნებ­რი­ვი კოპ­ლე­ბი.

პე­დი­ატ­რი მაკა ნატ­როშ­ვი­ლი თევ­ზის ბავ­შვის კვე­ბის რა­ცი­ონ­ში შე­ტა­ნას 8 თვის ასა­კი­დან გვირ­ჩევს.

"ვი­ნა­ი­დან არის ძა­ლი­ან ალერ­გი­უ­ლი პრო­დუქ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ულუ­ფე­ბით (და­სა­წყის­ში 5 გრა­მით) უნდა მი­ვა­წო­დოთ ბავ­შვს და თუკი გა­მოვ­ლინ­და რა­ი­მე სა­ხის ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, აუ­ცი­ლებ­ლად შევ­წყვი­ტოთ მისი მი­ღე­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი შეგ­ვიძ­ლია დოზა თან­და­თან გავ­ზარ­დოთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი ისეთ ბავ­შვებ­შიც კი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს რო­მელ­თაც არ აქვთ ალერ­გი­ი­სად­მი წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბა.

თევ­ზი ჭარ­ბად არის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი D ვი­ტა­მი­ნი­თა და კალ­ცი­უ­მით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით მოზ­რდილ­თა ასაკ­ში. თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია, ზღვის თევზზე გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი, მა­გა­ლი­თად ზღვის კალ­მახ­სა და ორა­გულ­ზე. ორი­ვე მათ­გა­ნი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ბავ­შვის ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

კვი­რა­ში ერთხელ სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია თევ­ზის მირ­თმე­ვა კარ­ტო­ფი­ლის პი­უ­რეს­თან, ან სუ­პის სა­ხით. თევ­ზი უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც გა­და­მუ­შა­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვა­დაც არ კარ­გავს სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს. ასე რომ, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ცხიმ­ში შემ­წვა­რიც შეგ­ვიძ­ლია და­ვა­გე­მოვ­ნე­ბი­ნოთ ბავ­შვს, ოღონდ, უფრო მოზ­რდილ ასაკ­ში", - აღ­ნიშ­ნა პე­დი­ატრმა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

ყველაფერი თევზის სასარგებლო თვისებებსა და მის უსაფრთხოებაზე - კვების ტექნოლოგისა და ექიმის რჩევები

ყველაფერი თევზის სასარგებლო თვისებებსა და მის უსაფრთხოებაზე - კვების ტექნოლოგისა და ექიმის რჩევები

თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. თევზის ხორცში შემავალი ცილები ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, შესაბამისად, თევზის ცილებს ორგანიზმი კარგად ითვისებს. თევზის მოხმარების წლიური ფიზიოლოგიური ნორმა დაახლოებით 17 კილოგრამია.

სანამ თევზი შორეული ოკეანიდან, ზღვიდან, მდინარიდან თუ აკვარიუმიდან ჩვენს მაგიდაზე მოხვდება, დისტრიბუციის, შენახვის რეალიზების ხანგრძლივ ეტაპებს გადის. იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს თავისი სასარგებლო თვისებები, დაცული უნდა იყოს გარკვეული სტანდარტები. უფრო დაწვრილებით ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე AMBEBI.GE "ნიკორას" შვილობილი ბრენდის, "ოკეანის" ტექნოლოგ გიორგი ჩაბიჩაძეს ესაუბრა.

-რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა თევზი?

-თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. თევზის ხორცი მდიდარია მინერალური ნივთიერებებითაც. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, ნატრიუმს, მაგნიუმს. მასში უხვადაა მიკროელემენტებიც: იოდი, კობალტი, მოლიბდენი, მანგანუმი, თუთია, ბრომი, ფტორი და სხვა. აღსანიშნავია, რომ იოდისა და სელენის შემცველობის მიხედვით, თევზს არცერთი საკვები პროდუქტი არ შეედრება. სწორედ ამიტომ თევზი ორგანიზმისთვის შეუცვლელი პროდუქტია და მისი მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ, გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას.

გადამამუშავებელი სისტემა მას ყველაზე იოლად ინელებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ საკვებს, მითუმეტეს, ხორცს. მიუხედავად მაღალი კვებითი ღირებულებებისა, ამავდროულად ძალიან დაბალკალორიულია და დიეტოლოგებიც ურჩევენ ხოლმე რაციონში მის აქტიურად გამოყენებას.

-რა პირობებში უნდა ინახებოდეს თევზი?

-რაც შეეხება შენახვის პირობებსა და ვარგისიანობას, გაყინული თევზი უნდა ინახებოდეს -18°C. ამ შემთხვევაში, ის არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო თუ ტრანსპორტირების, შენახვის ან რეალიზაციის დროს დაირღვა შენახვის პირობები, რა თქმა უნდა, ეს ამ პროდუქტს ზიანს აყენებს. მომხმარებელს ვურჩევ, ისეთ მაღაზიაში შეიძინოს თევზი, სადაც ეკონომიის მიზნით ღამე მაცივრებს არ გათიშავენ. ერთადერთი, რაც თევზს უკარგავს სასარგებლო თვისებებს და აფუჭებს კიდეც, ტემპერატურული ცვლილებებია.

"ნიკორას" სუპერმარკეტებში დამუშავებული თევზის შენახვაც ყველა ნორმის დაცვის შესაბამისად ხორციელდება. მაგალითად, ქაშაყის ფილე ზეთში, ასევე დამარინადებული სკუმბრია მაღაზიებში 0... +6°C ინახება, ყველასათვის საყვარელი შეციებული კალმახის შენახვა კი -2...0°C ხდება. თუმცა, მომხმარებლის საყურადღებოდ შემიძლია გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეციებულ კალმახს +6°C შეინახავენ, მისი გამოყენების ვადა 6 დღიდან 2 დღემდე შემცირდება.

-როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა, თევზი ახალია თუ არა?

-იმისთვის, რომ გაარჩიოთ ახალია თუ არა ეს პროდუქტი, გაყინულ მდგომარეობაში მას არ უნდა აღენიშნებოდეს სიყვითლეები (ფარფლებისა და მუცლის მიმდებარე ტერიტორიებზე) გამღვალი თევზის ქსოვილი კი ფიზიკური დაწოლის შემდეგ ბუნებრივ ადგილს უნდა უბრუნდებოდეს, თუ ჩაზნექილი რჩება, მაშინ მას უკვე დაკარგული აქვს თავისი ხარისხი.

-ხშირად გვსმენია, რომ ცოცხალ თევზს, რომელიც აკვარიუმებიდან იყიდება, მიცემული საკვები დანამატების გამო, ნაკლები სარგებლობა აქვს. რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს?

-საკვები დანამატები შემოდის საზღვარგარეთიდან, გრანულირებული სახით. ის ნამდვილად არ არის რაიმე ზიანის მომტანი. ბუნებრივი გარემოდან ამოყვანილი თევზი, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელია, თუმცა ეს გემოვნური თვისების სხვაობა ასიდან შესაძლოა, ერთმა ადამიანმა გაარჩიოს მხოლოდ. „ნიკორას“ სუპერმარკეტების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ კალმახი, რომელსაც მომხმარებელი აკვარიუმიდან ყიდულობს, ჩვენივე საკალმახე მეურნეობაშია გამოყვანილი, რომელიც გურიის რაიონში, სოფელ ვაკიჯვრში მდებარეობს. პროდუქციის ტრანსპორტირება სწორედ იქიდან ხდება სპეციალური მანქანით, აქ, ადგილზე, კი გვაქვს ბაზა, სადაც ვიღებთ ცოცხალ თევზს, შემდეგ ხდება მიწოდება, დისტრიბუცია მოთხოვნის მიხედვით. შესაბამისად, თუ ეს ყველა პირობა დაცულია, ცოცხალი თევზი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.

-თუ კალმახი აკვარიუმიდან უკვე ამოყვანილი და გასაყიდად გამზადებულია, როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა, რომ ის არ არის ძველი?

-კალმახს უყვარს ჟანგბადით გამდიდრებული და ცივი წყალი. თუ ეს პირობები შექმნილი აქვს, არ მოკვდება. როცა ამ პროდუქტს, დაკლულს და გამზადებულს ნახავთ ყინულზე, შიგნით ჩაიხედეთ თუ ფხები ქსოვილიდან ამოყრილი, ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის, თევზი ახალია, სხვა შემთხვევაში, ის შესაძლოა, აკვარიუმში მოუკვდათ და ამ სახით მოხვდა ყინულებიან დახლზე. ასევე არ უნდა ქონდეს შეცვლილი ფერი და აუცილებლად უნდა ეტყობოდეს ბუნებრივი კოპლები.

პედიატრი  მაკა ნატროშვილი თევზის ბავშვის კვების რაციონში შეტანას 8 თვის ასაკიდან გვირჩევს.

"ვინაიდან არის ძალიან ალერგიული პროდუქტი, განსაკუთრებით მცირე ულუფებით (დასაწყისში 5 გრამით) უნდა მივაწოდოთ ბავშვს და თუკი გამოვლინდა რაიმე სახის ალერგიული რეაქცია, აუცილებლად შევწყვიტოთ მისი მიღება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში კი შეგვიძლია დოზა თანდათან გავზარდოთ. აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქციები ისეთ ბავშვებშიც კი შეიძლება განვითარდეს რომელთაც არ აქვთ ალერგიისადმი წინასწარი განწყობა.

თევზი ჭარბად არის გამდიდრებული D ვიტამინითა და კალციუმით. აქედან გამომდინარე საჭირო და აუცილებელი საკვები პროდუქტია, განსაკუთრებით მოზრდილთა ასაკში. თუმცა უმჯობესია, ზღვის თევზზე გავაკეთოთ აქცენტი, მაგალითად ზღვის კალმახსა და ორაგულზე. ორივე მათგანი ძალიან სასარგებლოა ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის.

კვირაში ერთხელ სავსებით საკმარისია თევზის მირთმევა კარტოფილის პიურესთან, ან სუპის სახით. თევზი უნიკალური პროდუქტია, რომელიც გადამუშავების მიუხედავადაც არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. ასე რომ, მცირე რაოდენობის ცხიმში შემწვარიც შეგვიძლია დავაგემოვნებინოთ ბავშვს, ოღონდ, უფრო მოზრდილ ასაკში", - აღნიშნა პედიატრმა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია