პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შემოიკრიბა გვერდით პაატა ბურჭულაძემ - "საქართველოს განვითარების ფონდის" ამბიციები და მიზნები
ვინ შემოიკრიბა გვერდით პაატა ბურჭულაძემ - "საქართველოს განვითარების ფონდის" ამბიციები და მიზნები

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" პრე­ზენ­ტა­ცია დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­შია და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცალ­კე­ულ აქ­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ისე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლის მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ნი­ხი­ლოს აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი, გა­კეთ­დეს სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დოს ის ხედ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ პრობ­ლე­მურ თე­მა­ზე რო­გორც ანა­ლიზს, ასე­ვე გარ­კვე­ულ გა­მო­სა­ვალს ან პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებს მო­ი­ცავს.

კი­თხვა­ზე - "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" არის თუ არა გარ­კვე­უ­ლი პლატ­ფორ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ "ეს არის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და, დარ­ქმე­ო­და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, ასეც და­ერ­ქმე­ბო­და".

"ჩვენ ვმუ­შა­ობთ ერ­თწ­ლი­ან გეგ­მა­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში" მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­მე­ვის ჩა­დე­ბას ყვე­ლა იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც წეს­დე­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ჩვენს გეგ­მებ­შია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც თა­ვის საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მოხ­დეს ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მის გან­ხილ­ვა და გა­მო­სავ­ლის გზე­ბის და­სახ­ვა – ეს არის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­სა­ხუ­ლია. რა თქმა უნდა, ფონდში შე­მა­ვალ ადა­მი­ა­ნებს, აქვთ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. ფონ­დის პრე­ზენ­ტა­ცია მისი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში იგეგ­მე­ბა.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ "სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" და­ა­ფუძნა, რომ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თა­ვად უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ფონ­დის წევ­რე­ბი არი­ან: ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მე­რაბ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი გურ­ჩი­ა­ნი, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე, ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე და სხვე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვინ შემოიკრიბა გვერდით პაატა ბურჭულაძემ - "საქართველოს განვითარების ფონდის" ამბიციები და მიზნები

ვინ შემოიკრიბა გვერდით პაატა ბურჭულაძემ - "საქართველოს განვითარების ფონდის" ამბიციები და მიზნები

პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული "საქართველოს განვითარების ფონდის" პრეზენტაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მაჭავარიანმა განუცხადა, "საქართველოს განვითარების ფონდი" ჩამოყალიბების პროცესშია და კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც საზოგადოების ცალკეულ აქტიურ წარმომადგენლებთან, ისე ორგანიზაციებთან. მაჭავარიანის თქმით, "საქართველოს განვითარების ფონდი" საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით განიხილოს აქტუალური თემები, გაკეთდეს სწორი აქცენტები და საზოგადოებას მიეწოდოს ის ხედვები, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემურ თემაზე როგორც ანალიზს, ასევე გარკვეულ გამოსავალს ან პრობლემის გადაჭრის გზებს მოიცავს.

კითხვაზე - "საქართველოს განვითარების ფონდი" არის თუ არა გარკვეული პლატფორმა პოლიტიკური პარტიისთვის, ვანო მაჭავარიანი პასუხობს, რომ "ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია და თუ საჭირო იქნებოდა, დარქმეოდა პოლიტიკური პარტია, ასეც დაერქმებოდა".

"ჩვენ ვმუშაობთ ერთწლიან გეგმაზე, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაცია "საქართველოს განვითარების ფონდში" მაქსიმალური ძალისმევის ჩადებას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წესდებით არის განსაზღვრული. ჩვენს გეგმებშია, საზოგადოებასთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თავის საქმის პროფესიონალები არიან, მოხდეს ყველა აქტუალური თემის განხილვა და გამოსავლის გზების დასახვა – ეს არის მთავარი მიმართულება, რომელიც დასახულია. რა თქმა უნდა, ფონდში შემავალ ადამიანებს, აქვთ თავიანთი პოლიტიკური შეხედებულებები, მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. ფონდის პრეზენტაცია მისი დაბრუნების შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.

პაატა ბურჭულაძემ "საქართველოს განვითარების ფონდი" დააფუძნა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. ფონდის წევრები არიან: ვანო მაჭავარიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და სხვები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია