მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უარი პარლამენტს - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით
უარი პარლამენტს - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ის ორი მო­სა­მარ­თლის, კონ­სტან­ტი­ნე ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი­სა და მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლის აცი­ლე­ბის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლის არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ღე­ბის სა­კი­თხის გა­და­სა­წყვე­ტად გა­მარ­თუ­ლი განმწეს­რი­გე­ბე­ლი სხდო­მის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ­მა კო­ლე­გი­ამ იმ­სჯე­ლა მო­პა­სუ­ხე მხა­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ და­ყე­ნე­ბულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბებ­ზე, მათ შო­რის, სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ის 2 მო­სა­მარ­თლის, კონ­სტან­ტი­ნე ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი­სა და მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლის აცი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო, მათ შო­რის, იმით, რომ სა­სა­მარ­თლოს კო­ლე­გი­ის მიერ 2 ნო­ემ­ბერს შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის" და შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი (რე­გის­ტრა­ცი­ის #675) არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ღე­ბუ­ლი იყო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რის დარ­ღვე­ვით, რაც მო­პა­სუ­ხის აზ­რით, კო­ლე­გი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ოთხი მო­სა­მარ­თლი­დან ორის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და.

სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და, მათ შო­რის, აღ­ნიშ­ნა, რომ #675 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი (შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2" და შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ) არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ღე­ბუ­ლი იქნა რო­გორც კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, ასე­ვე სა­სა­მარ­თლოს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სწო­რედ ამა­ზე მი­უ­თი­თებს თა­ვად მო­პა­სუ­ხის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც. კერ­ძოდ: სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბის აბ­სო­ლი­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ღე­ბუ­ლია ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე, ხოლო ნორ­მის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი 19 შუ­ამ­დგომ­ლო­ბი­დან მხო­ლოდ 6 იქნა გან­ხი­ლუ­ლი ზე­პი­რი მოს­მე­ნით.

შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის" და შპს "ტე­ლე­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ღე­ბი­სა და სა­და­ვო ნორ­მის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის, ასე­ვე, მისი სა­ჯა­როდ გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცეს­ში სრუ­ლად იყო და­ცუ­ლი კა­ნო­ნის რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე, ასე­ვე მისი არსი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მჭიდ­რო ვა­დებ­ში მი­ღე­ბა ასე­ვე გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან. ამ­დე­ნად, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით, ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ღე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ ჩა­ით­ვლე­ბა ცალ­კე­ულ მო­სა­მარ­თლე­თა ან სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუ­თად.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ 12 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­პა­სუ­ხე მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა საქ­მის გან­ხილ­ვა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თვის შე­სა­ხებ. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მის­თვის გა­და­ცე­მის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ იგი ჯერ მო­ის­მენ­და მხა­რე­თა გან­მარ­ტე­ბებს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამის შემ­დეგ გა­და­წყვეტ­და, რამ­დე­ნად არ­სე­ბობ­და საქ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მის­თვის გა­და­ცე­მის სა­ფუძ­ვე­ლი.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო კვლავ მო­უ­წო­დებს მხა­რე­ებს, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, პო­ლი­ტი­კო­სებს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, თავი შე­ი­კა­ვონ კა­ნო­ნი­სა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ ისე­თი არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­გან, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ა­ჩენს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლედ და გა­მო­იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას", - ნათ­ქვა­მია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

უარი პარლამენტს - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით

უარი პარლამენტს - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სასამართლო კოლეგიის ორი მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ პარლამენტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გამართული განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ იმსჯელა მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე, მათ შორის, სასამართლო კოლეგიის 2 მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა მოტივირებული იყო, მათ შორის, იმით, რომ სასამართლოს კოლეგიის მიერ 2 ნოემბერს შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის #675) არსებითად განსახილველად მიღებული იყო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით, რაც მოპასუხის აზრით, კოლეგიაში შემავალი ოთხი მოსამართლიდან ორის მიკერძოებულობაზე მიანიშნებდა.

სასამართლო კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და, მათ შორის, აღნიშნა, რომ #675 კონსტიტუციური სარჩელი (შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" და შპს "ტელეკომპანია საქართველო" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არსებითად განსახილველად მიღებული იქნა როგორც კანონმდებლობის სრული დაცვით, ასევე სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.

უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამაზე მიუთითებს თავად მოპასუხის საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობაში მოყვანილი მონაცემებიც. კერძოდ: სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელების აბსოლიტური უმრავლესობა არსებითად განსახილველად მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში დაყენებული 19 შუამდგომლობიდან მხოლოდ 6 იქნა განხილული ზეპირი მოსმენით.

შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" არსებითად განსახილველად მიღებისა და სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ასევე, მისი საჯაროდ გამოცხადების პროცესში სრულად იყო დაცული კანონის როგორც ფორმალური მხარე, ასევე მისი არსი. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მჭიდრო ვადებში მიღება ასევე გამომდინარეობდა მასზე დაკისრებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების ვალდებულებიდან. ამდენად, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება ცალკეულ მოსამართლეთა ან სასამართლო კოლეგიის მიკერძოებულობის დამადასტურებელ საბუთად.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 12 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმის განხილვაში სპეციალისტის ჩართვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობას, სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ჯერ მოისმენდა მხარეთა განმარტებებს კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყვეტდა, რამდენად არსებობდა საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ მოუწოდებს მხარეებს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ კანონისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ისეთი არასწორი განცხადებების გაკეთებისგან, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ და გამოიწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია