პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი დაკავებულია
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი დაკავებულია

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ად­ვო­კატ გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძის ცე­მის ფაქ­ტზე ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს მე-5 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლაშა კვირ­კვა­ია და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც გან­მარ­ტავს, რომ კვირ­კვა­ი­ას აყ­ვა­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით მოხ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ად­ვო­კატ გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია შს სა­მი­ნის­ტროს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს მე-5 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ლაშა კვირ­კვა­ია, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას, ჩა­დე­ნილს ძა­ლა­დო­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე და­კი­თხუ­ლია 18 მოწ­მე, მოხ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გ.მდი­ნა­რა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ქი­მი­უ­რი, ბი­ლო­გი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, გე­ნე­ტი­კუ­რი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა გეგ­მავს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას და სა­სა­მარ­თლოს­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თვას, რის შემ­დე­გაც უფრო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის ირ­გვლივ.

ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა ქ.თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი დაკავებულია

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი დაკავებულია

პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ კვირკვაიას აყვანა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მოხდა.

"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ.მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები.

პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში დაკავებულისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ.

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია