"სირიაში პუტინის ირიბად შესვლის შემდეგ, სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, მსოფლიოს დიდი ნაწილის ყურადღება აღმოსავლეთ ევროპას მოწყდა, რამაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ ეფიქრა, რომ კარგი მომენტი იყო შეეზღუდა მთავარი ოპოზიციური არხი "რუსთავი 2" და რატომ უტევენ რუსები ისევ უკრაინას", - ასე იწყებს forbes.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიას კონტრიბუტორი მელიკ კაილანი. აღსანიშნავია სტატიის ავტორის დაუფარავი კეთილგანწყობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული მასალა არ წარმოადგენს Forbes-ის სარედაქციო სტატიას.
გთავაზობთ მცირედით შემოკლებულ თარგმანს მისი სტატიიდან.
ISIS, Ukraine, Georgia: In Putin's World, It Is All Connected
Melik Kaylan, forbes.com
"ცივი ომის პერიოდში დასავლურ სამყაროს ესმოდა, რომ მოსკოვი თავის ქმედებებს აღმოსავლეთ ბლოკის გავლით ახორციელებდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი და სხვა გავლენიანი ადგილები. გადავხედოთ უახლეს ქრონოლოგიას და ვნახოთ, რას გვეუბნება ფაქტები კრემლის ქმედებების შესახებ:
დასავლური ქვეყნების უმეტესობისთვის, ეს გადართვა ქვეყნებს შორის, მათგან საერთოდ მოწყვეტას იწვევს. კრემლმა ეს ძალიან კარგად იცის პოსტ საბჭოთა დაუსჯელობის წლების გავლენით. ყურადღების გადატანა და დეზინფორმაცია ახლავს ყველა ქმედებას.
შემდეგი ინციდენტი: ისლამური სახელმწიფოს მიერ რუსული ტურისტული თვითმფრინავის დაბომბვამ, პრორუსების მხრიდან უკრაინულ ფრონტზე განახლებული შეტევები გამოიწვია.
ჩაუღრმავდით და მიიღებთ სრულ სურათს, თუ როგორ მუშაობს მოსკოვური პროპანგანდა. უკრაინაში გლობალური სანქციების წნეხის გამო, ჩიხში მოქცეულმა პუტინმა სირიისკენ გადაინაცვლა.
ყურადღების გადატანა, შემდეგ, დეზინფორმაცია.
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების დამდეგს ქართულ მედიაში ჩნდება სატელეფონო ჩანაწერები, რომელშიც სააკაშვილი საკუთარ მომხრეებს ძალადობრივი რევოლუციისკენ მოუწოდებს. როგორც ამბობენ, წყარო უკრაინული ვიკილიქსია. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ პოსტი ფიზიკურად რუსული აიპი მისამართითაა გავრცელებული. ამასობაში ზარალი უკვე მიყენებულია. ჩანაწერში ნათქვამია, რომ სააკაშვილი ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს. აქ ჩანს, რომ ის ცდილობს გამოიწვიოს კონფრონტაცია, რათა ჩამოაგდოს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა.
ვიკილიქსის გამოქვეყნებული მასალები არის მესიჯი ოდესელებისა და უკრიანელებისთვის, რათა გააგებინონ მათ, რომ სააკაშვილს მხოლოდ უბედურება და ვარამი მოაქვს. თუ რამე ცუდი მოხდება, ეს მხოლოდ სააკაშვილის განდიდების მანიის ბრალი იქნება. ის ცდილობს ჩაერიოს უკრაინის და საქართველოს საქმეებშიც. მას არ ადარდებს არც უკრაინა, არც ოდესა და ის იგივე ბნელ საქმეებს წარმართავს ოდესაშიც, რასაც საქართველოში აკეთებდა. ეს არის მესიჯი.
კრემლი ცდილობს, რეგიონზე კონტროლის მოპოვებას. პუტინს დიდი უპირატესობა აქვს, რადგან ის მოქმედებს შეუბრალებლად, იპყრობს და კლავს იმისთვის, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენა იქონიოს და სიცოცხლის ბოლომდე ლიდერის პოზიციაზე დარჩეს. ის შეიჭრა სირიაში, როდესაც იცოდა, რა დაუჯდებოდა ისლამურ სახელმწიფოზე თავდასხმა, მაგრამ მას ჭირდებოდა უკრაინის შემდეგ ახალი კრიზისის შექმნა. ამის გამო უდანაშაულო რუსმა ტურისტებმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადეს. ამჯერად უკრაინელები უნდა მოკვდნენ, რომ პუტინის სირიაში შესვლიდან ყურადღება გადმოიტანონ. ასეთი გეოპოლიტიკური სტრატეგიით მოქმედებს კრემლი.
ჩვენ ამას ვხვდებოდით ცივი ოპის პერიოდში. დროა ისევ მივხვდეთ", - ამთავრებს სტატიას კაილანი.
მომზადებულია forbes.com-ს მიხედვით.