მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის სიცოცხლის ბოლო დღეებს იხსენებს და მისთვის გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს ათავსებს
მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის სიცოცხლის ბოლო დღეებს იხსენებს და მისთვის გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს ათავსებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ოდე­სის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, კახა ბენ­დუ­ქი­ძეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით იხ­სე­ნებს:

"კახა ბენ­დუ­ქი­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ვუ­ახ­ლოვ­დი მისი სი­ცო­ცხლის ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე­ში. ძა­ლი­ან ბევ­რს ვსა­უბ­რობ­დით და ვხე­დავ­დი რო­გორ ნერ­ვი­უ­ლობ­და. მას­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს, ერთ-ერთ მათ­გან­ში ორი­ვე ვფი­გუ­რი­რებ­დით. ერ­თის მხრივ მას მუდ­მი­ვად პა­ტი­ჟებ­დნენ უკ­რა­ი­ნა­ში და რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ლი­დე­რიც იწ­ვევ­და, მე­ო­რეს მხრივ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვამ შე­მო­უთ­ვა­ლა 6 კვ.მ სა­კან­ში და­გამ­წყვდევთ და და­ბა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ გექ­ნე­ბაო. და­უ­ბა­ნე­ლო­ბის საფრ­თხეს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნიც­დი­და. ამას ისიც და­ემ­თხვა, რომ მალ­ტამ ძა­ლი­ან გა­უ­ჭი­ა­ნუ­რა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­დუ­რა და პრაქ­ტი­კუ­ლად ჰა­ერ­ში გა­მო­ე­კი­და. ძა­ლი­ან გახ­და. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი გა­მემხნე­ვე­ბი­ნა, რამ­დე­ნი­მე დღით წა­ვე­დით ალ­ბა­ნეთ­ში, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ აგა­რაკ­ზე ზღვის პი­რას გავ­ჩერ­დით. შემ­დეგ ყო­ველ დღე ვუ­რე­კავ­დი.

11 ნო­ემ­ბერს ვკი­თხე თუ რო­გორ გრძნობ­და თავს, მტრის ჯი­ნა­ზე ყვე­ლა­ზე კარ­გა­დო - მი­პა­სუ­ხა. 12-ში დი­ლით გა­ვი­გე, რომ უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად უნდა და­ნიშ­ნუ­ლი­ყო. გა­ხა­რე­ბულ­მა და­ვუ­წყე რეკ­ვა, ბევ­რჯერ ვცა­დე და­კავ­ში­რე­ბა და არც-ერთხელ არ გად­მო­რე­კა, რაც მა­ნამ­დე არა­სო­დეს მომ­ხდა­რა, მა­ინც ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ვუ­ნიშ­ნე რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე და შეხ­ვედ­რე­ბი მთავ­რო­ბა­ში. სა­ღა­მოს 11 სა­ათ­ზე გა­ვი­გე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი…

უკ­რა­ი­ნა­ში ბოლო წე­ლი­წად­ში მას­ზე რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი გა­მო­ვი­და და მისი სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრი შე­იქ­მნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი…

ნი­კუ­შას­თან ერ­თად ეს ფოტო მე გა­და­ვუ­ღე, ალ­ბა­ნეთ­ში", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კახა ბენ­დუ­ქი­ძე 58 წლის ასაკ­ში, გულ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ შვე­ი­ცა­რი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გულ­ზე სტენ­ტი­რე­ბის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. ამის შემ­დეგ ის ლონ­დონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის სიცოცხლის ბოლო დღეებს იხსენებს და მისთვის გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს ათავსებს

მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის სიცოცხლის ბოლო დღეებს იხსენებს და მისთვის გადაღებულ უკანასკნელ ფოტოს ათავსებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, კახა ბენდუქიძეს გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით იხსენებს:

"კახა ბენდუქიძეს განსაკუთრებულად დავუახლოვდი მისი სიცოცხლის ბოლო რამდენიმე თვეში. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით და ვხედავდი როგორ ნერვიულობდა. მასზე საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ერთ-ერთ მათგანში ორივე ვფიგურირებდით. ერთის მხრივ მას მუდმივად პატიჟებდნენ უკრაინაში და რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერიც იწვევდა, მეორეს მხრივ ივანიშვილის გარემოცვამ შემოუთვალა 6 კვ.მ საკანში დაგამწყვდევთ და დაბანის საშუალებაც კი არ გექნებაო. დაუბანელობის საფრთხეს განსაკუთრებით განიცდიდა. ამას ისიც დაემთხვა, რომ მალტამ ძალიან გაუჭიანურა მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და პრაქტიკულად ჰაერში გამოეკიდა. ძალიან გახდა. მუდმივად ვცდილობდი გამემხნევებინა, რამდენიმე დღით წავედით ალბანეთში, პრემიერ მინისტრის ოფიციალურ აგარაკზე ზღვის პირას გავჩერდით. შემდეგ ყოველ დღე ვურეკავდი.

11 ნოემბერს ვკითხე თუ როგორ გრძნობდა თავს, მტრის ჯინაზე ყველაზე კარგადო - მიპასუხა. 12-ში დილით გავიგე, რომ უკრაინის ეკონომიკის მინისტრად უნდა დანიშნულიყო. გახარებულმა დავუწყე რეკვა, ბევრჯერ ვცადე დაკავშირება და არც-ერთხელ არ გადმორეკა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა, მაინც ჩემი ინიციატივით დავუნიშნე რამდენიმე ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხებზე და შეხვედრები მთავრობაში. საღამოს 11 საათზე გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი…

უკრაინაში ბოლო წელიწადში მასზე რამდენიმე წიგნი გამოვიდა და მისი სახელობის ცენტრი შეიქმნა. საქართველოში კი…

ნიკუშასთან ერთად ეს ფოტო მე გადავუღე, ალბანეთში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.

მან გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ ის ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს