საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონისა და სოფლების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაფარვა.
პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს 10 რეგიონის - აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი - 500-მდე სოფლისთვის.
პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ინტერნეტით ისარგებლებს აჭარის 44 სოფელი, მათ შორის ნიგაზეული, საჩინო, კოხი, ქედა, მნათობი, ახალსოფელი, ზედა ახალშენი; გურიის 30 სოფელი, მათ შორის, ნიგვზიანი, ქვიანი, ლესა, ბოხვაური, გვიმრალაური, აცანა; იმერეთის ასზე მეტი სოფელი, მათ შორის, ზედა ვანი, სულოური, შუამთა, მუხურა, ზედა საზანო, ჩხარი, ივანწმინდა, ჭალა, გორისა; კახეთის 20-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ზემო ბოდბე, მუკუზანი, ჩალაუბანი, წითელწყარო, გამარჯვება, ზემო ხოდაშენი; ქვემო ქართლის 50-ზე მეტი სოფელი, მათ შორის ბეშთაშენი, სამშვიდე, ქვემო სარალი, მუხათი, წინწყარო, წალკა, აიაზმი; სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლები სუჯუნა, წილორი, სამიქაო, ქოლობანი, საგვაზავო, გაღმა ზანათი, მუხური, სარაქონი, კირცხი; შიდა ქართლის სოფლები კარალეთი, ქვემო რეხა, ბერბუკი, კავთისხევი, დიდი სათივე, ზემო ოსიაური და სხვა.
საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს 2000 სოფელში შევა და მთლიანობაში ხელმისაწვდომი მოსახლეობის 91%-სთვის გახდება.