ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულს ბრალად ედებოდა ძალადობა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება მეუღლის მიმართ.
ამ საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში ქალთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს, ისინი განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებდნენ.
ბრალდებულის ახლობლები საქმის სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებენ და მოსამართლეს უპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 ივლისის "იმედის კვირის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეურაცხყოფენ მამაკაცის ოჯახის წევრები და მეზობლები ქალს, რომელიც, მათი მტკიცებით, "ქალიშვილი არ აღმოჩნდა" და ქმარმა სცემა.