პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომუნიკაციების კომისია "რუსთავი2"-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს
კომუნიკაციების კომისია "რუსთავი2"-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია ცრუ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი, კო­მი­სი­ის რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლა­ხა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო "რუს­თა­ვი 2"-ის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს­გან ბო­დი­შის სა­ჯა­როდ მოხ­დას მო­ი­თხოვს.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ 2015 წლის 9 ნო­ემ­ბერს შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ყვე­ლა მო­და­ვე მხა­რის ყუ­რა­დღე­ბა გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლო ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებ­ზე. კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო: "კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბის ირ­გვლივ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა (როცა, ერთი მხრივ, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­სა და მი­სი­ვე მინ­დო­ბი­ლო­ბით მოქ­მედ ყვე­ლა პირს შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ხოლო მე­ო­რე მხრივ, მე­წარ­მე­თა და არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი მმარ­თვე­ლე­ბი არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს), კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბით ქმნის რე­ა­ლურ საფრ­თხეს შე­ფერ­ხდეს, ან უფრო მეტი – შე­ჩერ­დეს მა­უ­წყებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მე­სა­მე პი­რებ­თან, რა­მაც, თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მა­უ­წყებ­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­წყვე­ტა, მას­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­მარ­თავთ შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"–ის მფლო­ბე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვის მხა­რე­ებს მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა იმ მიზ­ნით, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის არ­ცერთ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია არ დარ­ჩეს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ მარ­თვის გა­რე­შე, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მა­უ­წყებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტა."

2015 წლის 11 ნო­ემ­ბერს შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"-ის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა საბ­ჭომ გა­ავ­რცე­ლა ქი­ბარ ხალ­ვა­ში­სად­მი მი­მარ­თვა, სა­დაც კო­მი­სი­ის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით შემ­დე­გი ფრა­ზაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი: "მას შემ­დეგ, რაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ "რუს­თა­ვი 2" მე­ნე­ჯმენ­ტში შექ­მნი­ლი ვა­კუ­უ­მის თა­ო­ბა­ზე გა­აფრ­თხი­ლა და 15 ნო­ემ­ბერს არხს გა­თიშ­ვით და­ე­მუქ­რა, ცხა­დი გახ­და, რომ მე­ნე­ჯმენ­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი კომ­პა­ნია ვერ შეძ­ლებს გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დას. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, პა­რა­ლი­ზე­ბულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­უ­წევს და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, და­არ­ღვი­ოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი."

მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბა შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"-ის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს მიერ ისე და­მა­ხინჯდა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ ორ ცი­ტა­ტას და მათ არსს შო­რის სა­ერ­თოს პოვ­ნა. სიც­რუ­ეა, რომ კო­მი­სია და­ე­მუქ­რა "რუს­თა­ვი 2"-ს არ­ხის გა­თიშ­ვით. სიც­რუ­ეა, რომ კო­მი­სი­ამ არ­ხის გა­თიშ­ვა 15 ნო­ემ­ბრი­სათ­ვის გან­სა­ზღვრა, ისიც გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო.

კო­მი­სი­ას მი­აჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფრა­ზა­ში არც ერთი სი­ტყვა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, ად­გი­ლი აქვს სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას, რო­მელ­საც ერთი მხრივ, შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კო­მი­სი­ის პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხოლო მე­ო­რე მხრივ - ზი­ანს აყე­ნებს კო­მი­სი­ის საქ­მი­ან რე­პუ­ტა­ცი­ას და იმიჯს.

კო­მი­სია მი­მარ­თავს შპს "სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2"-ის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საბ­ჭოს სა­ჯა­როდ მო­უ­ხა­დოს ბო­დი­ში კო­მი­სი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არას­წო­რი, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო", - ნათ­ქვა­მია კო­მი­სი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომუნიკაციების კომისია "რუსთავი2"-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

კომუნიკაციების კომისია "რუსთავი2"-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცრუ, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი, კომისიის რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო "რუსთავი 2"-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოსგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას მოითხოვს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 9 ნოემბერს შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის თაობაზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიზანი იყო ყველა მოდავე მხარის ყურადღება გაემახვილებინა შექმნილი ვითარების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე. კომისიის განცხადებაში კერძოდ, აღნიშნული იყო: "კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ირგვლივ შექმნილი ვითარება (როცა, ერთი მხრივ, სასამართლოს განჩინებით კომპანიის დირექტორსა და მისივე მინდობილობით მოქმედ ყველა პირს შეჩერებული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული დროებითი მმართველები არ ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს), კომისიის შეფასებით ქმნის რეალურ საფრთხეს შეფერხდეს, ან უფრო მეტი – შეჩერდეს მაუწყებლის ურთიერთობა მესამე პირებთან, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის ფუნქციონირების შეწყვეტა, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. აქედან გამომდინარე, მივმართავთ შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"–ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს მიიღონ ყველა ზომა იმ მიზნით, რომ სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა."

2015 წლის 11 ნოემბერს შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დაცვის საზოგადოებრივმა საბჭომ გაავრცელა ქიბარ ხალვაშისადმი მიმართვა, სადაც კომისიის ზემოაღნიშნულ განცხადებაზე დაყრდნობით შემდეგი ფრაზაა ჩამოყალიბებული: "მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "რუსთავი 2" მენეჯმენტში შექმნილი ვაკუუმის თაობაზე გააფრთხილა და 15 ნოემბერს არხს გათიშვით დაემუქრა, ცხადი გახდა, რომ მენეჯმენტის გარეშე დარჩენილი კომპანია ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას. ასეთ ვითარებაში, პარალიზებულ ტელეკომპანიას მაუწყებლობის შეჩერება მოუწევს და იძულებული გახდება, დაარღვიოს კანონის მოთხოვნები."

მარეგულირებელი კომისიის განცხადება შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ისე დამახინჯდა, რომ შეუძლებელია ზემოთ მოყვანილ ორ ციტატას და მათ არსს შორის საერთოს პოვნა. სიცრუეა, რომ კომისია დაემუქრა "რუსთავი 2"-ს არხის გათიშვით. სიცრუეა, რომ კომისიამ არხის გათიშვა 15 ნოემბრისათვის განსაზღვრა, ისიც გადასახადების გადაუხდელობის გამო.

კომისიას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი საბჭოს განცხადების ზემოაღნიშნულ ფრაზაში არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება სინამდვილეს, ადგილი აქვს სიცრუის ტირაჟირებას, რომელსაც ერთი მხრივ, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება კომისიის პოზიციასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ - ზიანს აყენებს კომისიის საქმიან რეპუტაციას და იმიჯს.

კომისია მიმართავს შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დაცვის საზოგადოებრივ საბჭოს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში კომისიას და საზოგადოებას არასწორი, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო", - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია